суббота, 21 декабря 2013 г.

ინტელ-ტრენინგის მერვე დღე

       

           რეფლექსია



           თანდათან ვუახლოვდებით დასასრულს. დღეს მნიშვნელოვანი სამუშაო უნდა დავასრულოთ. დღის წესრიგი ასეთია --


 პორტფოლიოს მოწესრიგება;
პორტფოლიოს ჩეკლისტის შევსება;
მოსწავლეთა თვითშეფასება;
 ფასილიტაციის დოკუმენტის მომზადება;
პრეზენტაციის დასრულება.
   
          ჩვენი ტრენერი, როგორც ყოველთვის, საოცრად ორგანიზებული და მოტივირებულია, ხვალ ხომ პრეზენტაციები უნდა წარვადგინოთ.
 წარმატებას ვუსურვებ ჩემს თავსა და კოლეგებს!!!

intel-ტრენინგის მერვე დღე





   რეფლექსია




             მნიშვნელოვანი დღეა, ტრენინგი ხვალ მთავრდება და პრეზენტაციამდე კიდევ მნიშვნელოვანი სამუშაო გვაქვს. დავიწყეთ ორგანიზებული მუშაობით, კვლავ ,,ვიუერი" ახლა უკვე ბოლო მოდელზე ვართ. აქტივობები და ფასილიტაცია -- აი, მთავარი სამიზნე თემები.

                    დღის წესრიგი :
პორტფოლიოს  გადახედვა და მოწესრიგება ;
შევავსეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი;
მოსწავლეთა თვითშეფასება;
ფასილიტაციის დოკუმენტი;
პრეზენტაციის დასრულება.    


            თანდათან დალაგდა ყველაფერი, გვირაბის მეორე მხარეს გავალ ხვალ ე.ი. პრეზენტაციას წარვუდგენ აუდიტორიას. წარმატებებს ვუსურვებ ჩეს თავს და კოლეგებს!
















მმმმმმმმნნნვნ




воскресенье, 15 декабря 2013 г.

 



  ტრენინგის   მეშვიდე დღე

                ( რეფლექსია )


           მართლაც რომ მოტივირებული უნდა იყო, ამისთანა თოვლსა და ყინვაში დილის ცხრა საათზე დაიწყო ტვინის ჭყლეტა.
          მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ტრენინგზე მისულებს ყველაფერი გვავიწყდება და აქტიურად ვართ ჩართულები პროექტებზე მუშაობაში.
         დღეს გავეცანით ,,ვიუერის" მეექვსე მოდულს -- დაგეგმვა მოსწავლეთა  წარმატებისათვის. მასში განხილულია საკითხი, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ისტ-ტექნოლოგიები მოსწავლეთა საჭიროების , მათი წარმატებისა და მიზანდასახული მუშაობისათვის.
         გავიხსენეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია, რომელიც მე ძალიან მომწონს და განვიხილეთ მისი ყოველი სფერო.
           პროექტის გეგმებში შევინახეთ ჩვენი მუშაობის ამსახველი მასალები.
           რესურსების განყოფილებაში საინტერესო და საჭირო მასალები მიმოვიხილეთ,
მასწავლემლის მიერ მოსწავლისადმი დახმარება როგორ და რა ასპექტებით შეიძლება იყოს წარმოდგენილი.  ( მაგ: ზიპ-ფაილები,, რომეო და ჯულიეტა", ჩვენი დროის გმირები" და სხვა.)
             საშინაო დავალებად სწორედ ეს გვექნება შესასრულებელი. ჩვენი პროექტიდან გამომდინარე უნდა შევიმუშაოთ მოსწავლეთა მხარდაჭერის დოკუმენტი.
            P.S. რეფლექსიის წერისას კიდევ ერთი სასიამოვნო ამბავი შევიტყე, მასწავლებელთა სახლის კოორდინატორმა დამირეკა და მომილოცვა, რომ ჩემ მიერ განხორციელებულმა პროექტმა ,,წამებულიდან წმინდანობამდე"   გაიმარჯვა და ეროვნულ კონფერენციაზე უნდა წარვადგინო. გამიხარდა, რომ ჩემი და ჩემი მოსწავლეების შრომა დაფასდა.

 



პროექტის VII დღე

რეფლექსია



суббота, 14 декабря 2013 г.

მომავლის კლასი




-

ტრენინგის რეფლექსია 14 დეკემბერი 2013 მნიშვნელოვანი დღეა, როგორც ყოველთვის. დღეს "ვიუერის" კიდევ ერთ მოდულს გავეცანით. პროექტის გეგმაზე გავაგრძელეთ მუშაობა და შევავსეთ ის ნაწილი, რომელიც მოსწავლის შეფასების სქემას ასახავს. შევადგინე მოსწავლის მიერ შედგენილი პრეზენტაციის ნიმუში, რომელიც პროექტის განხორციელების დაწყებამდე იყო დაგეგმილი. შევეცადე, მოსწავლის თვალთახედვით წარმომედგინა საკითხი, მუშაობა იმანაც გამიადვილა, რომ ამ პროექტის თემაზე სწორედ ახლა ვმუშაობ სკოლაშიც. ვიმუშავეთ ბლოგებზე, ვისწავლეთ ვიდეოფაილების ატვირთვა , ბლოგის მოთავსება ბლოგზე. შექმნილი მასალები გადავიტანეთ პროექტის გეგმის საქაღალდეში. დავალებათა შორის ყველაზე საპასუხისმგებლოა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა.

воскресенье, 8 декабря 2013 г.

დღე მეხუთე-- პროექტის გეგმის პრეზენტაცია

               
         





რეფლექსია



          დღეს  გავაგრძელეთ მუშაობა  ,, ვიუერის" მესამე მოდულზე. ინფორმაციის გააზრებისა და გაანალიზების შემდეგ  ვისწავლეთ საავტორო უფლებების დაცვის მექანიზმების გამოყენება,  აუცილებელია, რომ ნებისმიერ ინტერნეტრესურსს დავურთოთ მისამართები.
             პროექტის გეგმის მიხედვით შევქმენით პრეზენტაცია. სლაიდშოუ უნდა მოიცავდეს იმ მასალას, რომლის მიხედვითაც უნდა განვახორციელოთ პროექტი, გავაფორმეთ სლაიდები  სასურველი დიზაინით.
           ვიმუშავეთ ,,გუგლდრაივში", საპრეზენტაციო მასალა გადავიტანეთ და შემდეგ ვისწავლეთ მისი ატვირთვა ბლოგზე.

           კიდევ ერთი საინტერესო და საჭირო მასალას გავეცანით, ჩავინიშნეთ საშინაო დავალება.
           კვირის განმავლობაში ვიზრუნებ, რომ ნასწავლი მასალა პრაქტიკულად განვახორციელო.
                                                                                                  8.XII. 2013 (კვირა )
                                                     

суббота, 7 декабря 2013 г.

                   


  intel -ის ტრენინგი 
   მეოთხე დღე
   ( რეფლექსია)
   



         
       ვაგრძელებთ პროექტებით სწავლების თემაზე მუშაობას. რაც მთავარია, მოტივაციას ვინარჩუნებ, პროცესი უფროდაუფრო საინტერესო ხდება. გვაქვს ინტერნეტი, კარგია, რომ დღეს შეუფერხებლად ვიმუშავებთ.
              დღეს ვისწავლეთ ბლოგზე ჩანართების გაკეთება, ძალიან მომწონდა ასეთი ფორმატი და მიხარია, რომ ჩემი ბლოგიც ასე იქნება ამის შემდეგ. გავაკეთეთ რამდენიმე ჩანართი, ადვილია, თუმცა, რასაც ნათია გასწავლის, ყველაფერი გვიადვილდება, გვიხსნის გასაგებად, ნაბიჯ-ნაბიჯ და თანამიმდევრობით. ახერხებს , წამში მოვიდეს და დაგეხმაროს...
              გავხსენით ჩვენი პორტფოლიო და პროექტის პუბლიკაცია მოვათავსეთ პროექტის გეგმის საქაღალდეში.
             ვიმუშავეთ ელფოსტასა და,, გუგლდოკებში" .
              გავგრძელეთ პროექტის გეგმის შევსება, შევიტანეთ თემასთან დაკავშირებული
სტანდარტები და შედეგები, აგრეთვე შევარჩიეთ მიმართულების მიმცემი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. 21-საუკუნის უნარ-ჩვევებიც დავურთეთ ამ ჩამონათვალს.
                განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები.გავაანალიზეთ დროში გაწერილი შეფასების სქემა-- პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, მუშაობის პროცესში და დასრულების შემდეგ, შევარჩიეთ ჩვენი თემატიკის შესაბამისი შეფასების მეთოდები.

  კვლავ ბლოგები და ბლოგის ფონისა და დიზაინის შეცვლის გახსენება...


               რა თქმა უნდა, პარალელურად ვკითხულობთ და ვაანალიზებთ ელექტრონულ წიგნს ე.წ.,,ვიუერს".
             ჩავინიშნეთ დავალებები,  იმედი მაქვს, სახლში მისვლისთანავე შევასრულებ ყოველივეს, რათა  ერთგვარად შევაჯამო და შევაფასო ჩემი უნარი  დამუშავებულ საკითხებთან მიმართებაში.