ტრენინგები და კონფერენციები





ივანე ის სახეობის ბიისის
სამწიფო  უნივერსი

ფსიისა და ანთლბის მნიერება ფაკუ

ანთლის მენიერებაპაამე















რსიტ სკ - ტეტ
(ბის გაათები ობ)





17 ოქტომბერი 2015 ლი

.თბილისი , ივანე ის სახეობის ბიისის
სამწიფო  უნივერსი









კოერში მიღება შეუძლია რთ ყველა სადა ეს და იუ ოგაება

ფეიიბი და ამბი

ნფ ვს:

·    შუ ოლ რის დემიური ურობების ანვიებ ებ;
·    ცდებისაზებ, , ვისრივ, ხე
სწების რისხის გაზრ რცალ, ოლში, პედიკის მეცების თერი აქიკის ანვიებას;
·    ანმედვეანმაებ ცესებშისებირეებ ემების ან;
·    იკუურულ ემშო სწების ემებ ირებებანა, ათრი ტეაქისირების იდეირებ;
·    ემური ებსმ ეტნაიჯების ფესიუ ირებებალსწ, ო ურთთანშრლოის ებ მების ემუშებ.




ფეიისაუშ:

I.     გია - ს მეცბა II.      ეთოდ
III.     ს   ა   ა   ს   ბრ
ბი
IV.     სწავბი ოშ
V .      ინკლუზიური განათლება
VI.     სამოქალაქო განათლება



                      იხ.        გამარჯვებული მოხსენების სრული ვერსია

 https://docs.google.com/document/d/18Yx6hAbrCVi1kzVzYxBbPsCVNVh2-3UHXfaX2xaaQqQ/edit



                         მულტიკულტურული განათლების  ასპექტები
                                                  ნინო მასურაშვილი
 სურამის I საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი
                                                              ანოტაცია
        სტატიაში განხილულია მულტიკულტურული განათლების პრობლემები. აღნიშნულ პროცესს უამრავი სირთულე ახლავს, რადგან პიროვნების მსოფლმხედველობას, სამყაროსა და ცხოვრებისადმი არსებით დამოკიდებულებებს ეხება.
      სწავლა-სწავლებისას უმნიშვნელოვანესია პიროვნებული  და ეთნიკური   კულტურული ღირებულებების აღიარება/პატივისცემა. ავტორს მიაჩნია, რომ ქართველი ერის ისტორიული ცხოვრება  კულტურათაშორისი დიალოგისა და მშვიდობიანი თანაარსებობის უტყუარი მთხრობელია. წარსულისა და აწმყოს ავთენტური მაგალითების მოხმობით, განხილვა-მსჯელობითა და შეფასებით შესაძლებელია მოსწავლეს ისეთი უნარ-ჩვევები გამოვუმუშაოთ, რომლებიც ამ მიმართულებით არსებული პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება.
საკვანძო სიტყვები: მულტიკულტურა, კულტურათაშორისი, ტრადიცია, პიროვნება, პრობლემა .
                               Multicultural EducationalAspects
Nino Masurashvili,Georgian Language and Literature Teacher at Surami #1 Public School
Annotation
The article discusses multicultural problematic aspects in education. It’s a challenging process, as education itself isthe most important in human personality development. Education gives person identification of him/herself, awareness of life merits, shapes the worldviewand necessary values in order to better comprehend the universe.
  Understanding ethno-cultural values, respecting and appreciating them, is the most important part in the teaching process. The author believes that the life history of the Georgian nation, inherited intercultural dialogue, and peaceful coexistence, is the most reliable narrator. Giving examples of the past along with the present, discussing and analyzing, we can give the student all the necessary skills to deal with the multicultural educational difficulties.
Key words: multicultural, intercultural, tradition, individual, problem.
                                   Аспекты Мультикультурного Образованые
Нино Масурашвили, Преподаватель Грузинского Языка и Литератури Сурамского# 1 Школы
                                                                       Аннотация
     В статье рассматриваются проблемные аспекты мультикультурного образования. Это сложный процесс, так как само образование является очень важным фактором в развитии человеческой личности. Образование дает человеку возможность осознатьсвою личность, формирует мировоззрениеи моральные ценности, необходимые для того чтобы лучше понять окружающий мир.
     Понимание этнокультурных ценностей, уважая и оценивая их, является более важной частью в процессе обучения.Автор считает, что история грузинского народа, которая унаследовала межкультурный диалог и мирное сосуществование, является самым надежным рассказчиком.Приводя примеры из прошлого вместе с настоящим, обсуждая и анализируя их, мы можем дать студенту все необходимые навыки, чтобы справиться с трудностями мультикультурных образования.
Ключевые слова: мультикультурная, межкультурная, традиции, человек, проблема


                საგანმანათლებლო   პროცესში ყოველ დროსა  თუ სივრცეში მნიშვნელოვანია  კულტურული ღირებულებები და სხვადასხვა კულტურათა თანაარსებობის  საკითხებიკულტურა ადამიანის ყოფის განუყოფელი ნაწილიაჩვენი შეხედულებები, დამოკიდებულებები, მიმართულებები სწორედ ამით არის გაპირობებული.
        წარმოვიდგინოთ, რომ ერთი ფანჯრიდან რამდენიმე ადამიანი იყურება და აკვირდება გარემოს ...  ყოველი მათგანი სხვადასხვა  საგანს დაინახავს ...  და თითოეულისათვის განსხვავებული რამ იქნება ყურადსაღები. არ გამოვრიცხავთ იმას, რომ ერთი ხედვაც დასაშვებია ... ეს სიტუაცია მარტივად  გვცემს პასუხს დასმულ კითხვაზე ..
     პრიორიტეტები, რომელებიც კულტურათაშორის ურთიერთობაშია წარმოდგენილი, განსაკუთრებით ლიტერატურის, ისტორიის, სამოქალაქო განათლებისა  და ხელოვნების მასწავლებელთა სასწავლო მიზნების  გამჭოლი თემებია .

 

                 





















მესამე ეროვნულ კონფერენციაზე // საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა // გამარჯვებული                                      პროექტი



 აბსტრაქტი

        სასწავლო პროექტი ,,პუბლიცისტის საათი“ განხორციელდა VII კლასში  ესგ-ით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად . ( იხ. პრეზენაცია ) /2015 წლის მარტში /

    პროექტის მიზნად დავისახეთ ---    პუბლიცისტიკის როლის გააზრება საზოგადოებრივი პრობლემების გმოვლენისა და გადაჭრის თვალსაზრისით.

           პროექტის იდეა განაპირობა სახელმძღვანელოში წარმოდგენილმა ფრაგმენტმა ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტური წერილიდან. მოსწავლეებს გაუჭირდათ ამ ჟანრის დანიშნულების  სათანადოდ გაცნობიერება.  პრობლემის გადასაჭრელი ამოცანები შევუსაბამე  ესგ-ს. მრავალმხრივი აქტივობების განხორციელებში ჩართული იყო ყველა მოსწავლე ,   ძირითადად მუშაობდნენ ჯგუფურად.

        მიზნის მისაღწევად დაისახა ამოცანები: პოლილოგი, პუბლიცისტური წერილების მოძიება,  პრობლემის გააზრება და ამ ტიპის წერილების დაწერა, კვლევა , პრეზენტაცია .

      შედეგები, რომელსაც მივაღწიეთ , მართლაც მნიშვნელოვანი იყო, ყველა აქტივობა გამომდინარეობდა მიზნიდან.  მოსწავლეებმს განუმტკიცდათ დამოუკიდებელი აზროვნებისა და ანალიზის,  ინფორმაციათა მოძიებისა და დახარისხების უნარი. ამ პერიოდში ეხმარებოდნენ ერთმანეთს, ანგარიშს უწევდნენ ერთმანეთის შეხედულებებს. შეძენილი ცოდნა გამოიყენეს განსხვავებულ სიტუაციაში, მათ ძალიან მოსწონთ არაფორმალურ გარემოში განხორციელებული იქტივობები.

        მოსწავლეებმა შეძლეს მცირე კვლევის ჩატარება, გამოავლინეს შემოქმედებითი უნარი , უნიკალური იყო ის ფაქტი, რომ სიტყვა საქმედ აქციეს და სამოქალაქო და რეგიონალური ცენტრის მიერ დაგეგმილ აქტივობაშიც მიიღეს მონაწილეობა . ეს ფაქტი სწორად ასახავდა პუბლიცისტიკის როლს პრობლემის გამოვლენისა და გადაჭრის თვალსაზრისით .

        პროექტზე მუშაობამ კიდევ ერთხელ მიჩვენა, რომ მასწავლებელმა განსხვავებული აქტივობის დაგეგმვა და განხორციელება  სწავლების პროცესის აუცილებელ პირობად უნდა განიხილოს.  ამ გზით მოსწავლის შესაძლებლობებისა და უნარების გამოვლენა უშუალოდ დ და ბუნებრივად ხდება . ნაკლებად ფორმალურმა, თავისუფალმა გარემომ თითოეული მოსწავლის  ჩართულობა განაპირობა, თანასწორუფლებიანობის განცდამ   მოსწავლეთა ახალი უნარ-ჩვევები   გამოავლინა, ამაღლა მათი მოტივაცია და მოქალაქეობრივი ცნობიერება . 



















გვერდი მოწონებულია · 14 ნოემბერი 



მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მასწავლებელთა მესამე ეროვნული კონფერენცია გაიმართა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მასწავლებლთა მესამე ეროვნული კონფერენცია, სახელწოდებით „საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“ საქართველოს განათლებისა და მეციერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა გახსნეს. მასწავლებელთა მესამე ეროვნულ კონფერენციას საჯარო და კერძო სკოლების 150-მდე მასწავლებელი ესწრებოდა.
კონფერენციაზე მოხსენებები სხვადასხვა საგნის 64-მა მასწავლებელმა წაიკითხა. მომხსენებლებმა კოლეგებს მათ მიერ მომზადებული თემები წარუდგინეს, მათ შორის არაფორმალური განთლება სამოქალაქო კომპეტენციის ამაღლებისთვის; კითხვის სწავლება დიფერენცირებული მიდგომით; საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება; აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეებთან მუშაობა; ომი და ადამიანური ღირებულებები; ატმოსფეროს ეკოლოგია; ასევე, საგნის სწავლების სხვადასხვა მეთოდები შესთავაზეს.
კონფერენციაზე ცენტრის თანამშრომლებმა წარმოადგინეს თემები დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების, განათლებაში მედიაწიგნიერების მნიშვნელობის, ინკლუზიური განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების შესახებ.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად კონკურსი მიმდინარე წლის ოტრომბერში გამოცხადდა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საგნობრივმა კონსულტანტებმა შემოსული 200-მდე განაცხადიდან 52 საუკეთესო მოხსენება შეარჩიეს . 


მეორე ეროვნული კონფერენციის დასკვნით ( მესამე )                                ტურში გამარჯვება 



 



             29 დეკემბერი , 2014 წელი თბილისის მასწავლებლის სახლში მასწავლებელთა მეორე ეროვნული კონფერენციის "საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში" გამარჯვებულთა დაჯილდოვება გაიმართა. 

       საზეიმო ცერემონიალი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა გახსნეს.

     კონკურსი მიმდინარე წლის ივნისში გამოცხადდა. შემოსული 500-ზე მეტი განაცხადიდან 208 საუკეთესო თემა შეირჩა. პირველ და მეორე ეტაპზე, რეგიონულ კონფერენციებში, მონაწილეობას იღებდნენ ის პედაგოგები, რომელთა ნაშრომმა საკონკურსო კომისიის უმაღლესი შეფასება მიიღო. კონფერენციის გამარჯვებული 50 მასწავლებელი კი ფარული კენჭისყრის შედეგად თავად კოლეგებმა გამოავლინეს.

       გამარჯვებულებს გადმოგვეცა სერტიფიკატები და,, ბიბლუსის" სასაჩუქრე ბარათები .
















 





მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

 მასწავლებელთა მეორე ეროვნლი კონფერენცია.

კონფერენციის სახელწოდება: 

„საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“



კონფერენციის მიზანი: მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ - პრაქტიკული

კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება და ამ მიზნით პედაგოგთა საუკეთესო

გამოცდილების გაზიარება .


მოსალოდნელი შედეგი:

მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ კოლეგებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება

და განიხილონ წარმატებული პრაქტიკა. კონფერენციის შედეგად მიღებული

ინფორმაცია მასწავლებლებს დაეხმარებათ საგაკვეთილო პროცესის უკეთ

წარმართვაში და სწავლა/სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში.

კონფერენციის ძირითადი მიმართულებები:

 გამჭოლი პრიორიტეტული კომპეტენციების განვითარება;

 არაფორმალური განათლების ხელშეწყობა;

 მშობელთა და საზოგადოების (თემის ) ჩართულობა;

 ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვა;

კონფერენციის სავარაუდო თემა შეიძლება იყოს : ინტეგრირებული გაკვეთილი;

პროექტ-გაკვეთილი; კვლევაზე/პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება;

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში;

საგნობრივი ცოდნის ტრანსფერი ცხოვრებაში; ინოვაციური მეთოდები; საგაკვეთილო

პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა; არაფორმალური

განათლების ხელშეწყობა; მშობელთა და საზოგადოების (თემის) ჩართულობა;კლასისმართვა;კომუნიკაცია და სხვა. კონფერენციის თემა ასევე შეიძლება მოიცავდეს 2011-

2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნობრივი პროგრამის

შინაარსს.

კონფერენციის ეტაპები:

პირველი ეტაპი: რეგიონული კონფერენცია

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საგნობრივი

სპეციალისტები განიხილავენ კონფერენციაზე მოხსენებით გამოსვლის მსურველთა მიერ

წარმოდგენილ განაცხადებს რეგიონისა და საგნობრივი მიმართულების გათვალისწინებით.

კონფერენციის პირველი-რეგიონული ეტაპი ჩატარდება რეგიონში არსებული

უნივერსიტეტების ბაზაზე და კვალიფიცირებული კომისია შეარჩევს სამ საუკეთესო ნაშრომს

ყოველ საგნობრივ მიმართულებაში, ეროვნულ კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად.

მეორე ეტაპი: დასკვნითი ეროვნული კონფერენცია

რეგიონულ კონფერენციებზე შერჩეული საუკეთესო ნაშრომები წარმოდგენილი იქნება

ეროვნულ კონფერენციაზე.

 კონფერენცია ჩატარდა ბაზალეთში, 10-12 დეკემბერს. პირველი ეროვნული კონფერენციისაგან განსხვავებით, წლევანდელი კონფერენცია ორ ნაწილად არის გაყოფილი: აღმოსავლეთ საქართველო და დასავლეთ საქართველო. ბაზალეთში აღმოსავლეთ საქართველოს მასწავლებელთა კონფერენცია იყო.
ღონისძიებას 100-მდე მასწავლებელი ესწრებოდა. ორდღიან კონფერენციაზე მოხსენებები სხვადასხვა საგნის პედაგოგებმა წაიკითხეს, მათ შორის იყვნენ: ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის,საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ხელოვნების, დაწყებითი განათლებისა და სხვა საგნების მასწავლებლები.
მომხსენებლებმა კოლეგებს მათ მიერ მომზადებული გაკვეთილი წარუდგინეს და საგნის სწავლების მეთოდებსა და ხერხებზე ისაუბრეს. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად კონკურსი მიმდინარე წლის სექტემბერში გამოცხადდა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საგნობრივმა კონსულტანტებმა შესული  განაცხადებიდან საუკეთესო მოხსენებები შეარჩიეს.
კონფერენციას  თელავისა და ილიას უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

 კონფერენციაზე წარმოდგენილი მქონდა გრძელვადიანი სასწავლო პროექტი ,,ხელით დაწერილი საგანძური ",   

ჩემი პრეზენტაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე ------


https://erovnulikonferencia.wordpress.com/%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98/











ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 

პედაგოგიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი

მასწავლებელთა III კონფერენცია

უნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტს

(სწავლებისა და განათლების პრობლემები)


    2014 წელი // 5, 6 დეკემბერი 

    ჩატარების ადგილი --  რუსთავი , მე-12 საჯარო სკოლა   

       სტატია დაბეჭდილია ელექტრონულ სამეცნიერო ჟურნალში 

იხ. ბმული 

 http://gesj.internet-academy.org.ge/ge/list_artic_ge.php?b_sec=edu                                                     

                                                               ანგარიში 

კონფერენციის მიზნები და ამოცანები


კონფერენცია მიზნად ისახავს:

·    უმაღლეს და საშუალო სკოლას შორის აკადემიური ურთიერთობების განვითარებასა და გაღრმავებას;
·    ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სწავლების ხარისხის გაზრდას როგორც საშუალო, ისე უმაღლეს სკოლაში, პედაგოგიკის მეცნიერების თეორიისა და პრაქტიკის განავითარებას;
·    თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესებში არსებული სირთულეებისა და პრობლემების ანალიზს;
·    მულტიკულტურულ გარემოშო სწავლების პრბლემებისა და საჭიროებების ანალიზი, კულტურათაშორისი ინტერაქციის საჭიროების იდენტიფიცირება;
·    პრობლემური საკითხების დასმასა და კონკრეტული ნაბიჯების დასახვას
პროფესიული საჭიროებების გათვალისწინებით, სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გზებისა და ფორმების შემუშავებას. 




კონფერენციის სამუშაო მიმართულებებია:


I.     პედაგოგიკა - აღზრდის მეცნიერება II.      საგნის სწავლების მეთოდიკა
III.    მასწავლებლის   პროფესია   და   განათლების   სამართლებრივი საფუძვლები
IV.     სწავლების პრობლემები მულტიკულტურულ გარემოში


კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფი:
ქეთევან ჭკუასელი, თსუ, განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მარინა ბულია–მელქაძე, ქ. რუსთავის 12–ე საჯარო სკოლის დირექტორი
ზაქარია ქიტიაშვილი, თსუ, განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის
ასისტენტ-პროფესორი,
ფიქრია სიდამონიძე, რუსთავის 12–ე საჯარო სკოლის პედაგოგი,
ქეთევან ბაქანიძე, თსუ, განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის ლაბორანტი,
ხათუნა კაპანაძე, გელათის საჯარო სკოლის პედაგოგი,
ნათია კალანდაძე, ქუთაისის 15–ე საჯარო სკოლის პედაგოგი,
დავით წამალაშვილი, განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის დოქტორანტი,
მაინე გოგნელაშვილი, განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის დოქტორანტი,

ნინო ჩიტიშვილი, განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის დოქტორანტი.

 6 დეკემბერი, სექცია პედაგოგიკა
 სექციის თავმჯდომარე --- ქეთევან ჭკუასელი , თსუ-ს პედაგოგიკისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეპარტამნეტის ხელმძღვანელი, პროფესორი.
   წარმოდგენილი იქნა 12 მოხსენება. 
1.  კვლევასა და პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება  . / ნაზი ბერიკაშვილი/
 გორის რაიონის სოფ.ტინისხიდის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
2 ვიკიპედია სასწავლო პროცესში ? ფიქრია სიდამონიძე 
რუსთავის მე 12 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელიპროგრამის გაგრძელება იხილეთ შემდეგ მისამართზე -------  

https://docs.google.com/file/d/0Bwl5PZtMQYUiVi13MmZOdEozVHM/editt



ღონისძიების მსვლელობა :
კონფერენცია გახსნა უნივერსიტეტის პროფესორმა ქ.ქეთევან ჭკუასელმა.
       აღინიშნა ის ფაქტი, რომ მიუხედავად  ათეული წლებისა, მნიშვნელოვანი და პრობლემების გადამჭრელი ღონისძიებები არ გატარებულა. 
      პირველი პოზიტიური ნაბიჯი იყო ეროვნული სასწავლო გეგმისა და შესაბამისი სტანდარტების შემუშავება, რომელიც გახდა საპროგრამო და სამოქმედო დოკუმენტი ზოგადსაგანმანათლებლო სისტემისა.  ასევე პოზიტიურად შეფასდა ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა ქვეყანაში ერთდროულად და ერთ სივრცეში ჩატარდეს მოსწავლეთა ცოდნის გამოვლენა. 
     
       მომხსენებელმა შეაჯამა განვლილი პერიოდი და  აღნიშნა , რომ 
ამ ეტაპზე სასიცოცხლო მნიშვნელობისაა საგანმანათლებლო რეფორმის დახვეწა და ადაპტირება არსებულ სიტუაციასთან.

         მარინა ლომოურმა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო         უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, საბავშვო უნივერსიტეტის კოორდინატორი,  სკოლას შესთავაზა თანამშრომლობა , სასწავლო ღონისძიებებში მოანაწილეობა , პროექტებსა და სხვადასხვა აქტივობებში თანადგომა .  ეს პროცესი უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება როგორც სკოლისთვის , ასევე უნივერსიტეტისათვის.

          კონფერენციის გახსნისა და მომხსენებელთა გამოსვლის შემდეგ, პროგრამის თანახმად, წარიმართა სექციური მუშაობა.
        როგორც კონფერენციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, მომზადდება ელექტრონული ჟურნალი ჩვენი მოხსენებების მიხედვით, რომელიც საშუალებას მისცემსპედაგოგებს, რომ გაეცნონ ამ კონფერენციის მასალებს და მონაწილენი გახდნენ  ინოვაციური სასწავლო პროცეასებისა. 

  კონფერენციის მნიშვნელობის დასაბუთება :

  ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული კონფერენცია. მომეცა საშუალება, რომ ჩემი სტატია წარმედგინა კოლეგებისა და ფართო საზოგადოებისათვის. , ხოლო თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ განსაკუთრებულად  მოიწონეს, ეს ჩემი მოტივაციის ამაღლების  კიდევ ერთი სტიმულია. გავეცანი ჩემი კოლეგების,  უნივერსიტეტისა და პედაგოგიკის ინსტიტუტის მეცნიერთა  საინტერესო  მოსაზრებებსა და პრობლემის გადაჭრის გზებს.




სსიპ -სურამის  პირველი  საჯარო სკოლისქართული ენისა და ლიტერატურის  

მასწავლებელი         ------                 ნინო მასურაშვილი                                     

10 . დეკემბერი .1014 წელი











მასწავლებელთა II კონფერენციის ,,უნივერსიტეტი სკოლას, სკოლა -უნივერსიტეტს'' მოწონებული მოხსენებები დაიბეჭდა საერთაშორისო ელექტრონულ სამეცნიერო ჟურნალში.

იხილეთ შემდეგ ბმულზე 







ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი პედაგოგიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტიმასწავლებელთა II კონფერენციაუნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტს(სწავლებისა და განათლების პრობლემები)





                                              ანგარიში

ღონისძიების შესახებ :
 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი პედაგოგიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
მასწავლებელთა II კონფერენცია
უნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტს
(სწავლებისა და განათლების პრობლემები)

2.   მიზანი და დღის წესრიგი: 
კონფრენციის მიზანია სწავლა-სწავლების პრობლემების გამოვლენა და გამოცდილების გაზიარება. უნივერსიტეტი პედაგოგებსა და მოსწავოლეებს სთავაზობს თანამშრომლობას სხვადასხვა სასწავლო აქტივობაში.  ( თსუ- თან არსებული საბავშვო უნივერსიტეტისბაზაზე.)

პ რ ო გ რ ა მ ა
ქუთაისი
6-7 ივნისი, 2014

 სამუშაო განრიგი
6 ივნისი, 2014
(მის.: ქუთაისი, ნიკეას II შესახვევი #8)
10:30 - 11:30 მონაწილეთა რეგისტრაცია
11:30 - 12:00 საუზმე (ყავა, ჩაი)
12:00 კონფერენციის გახსნა
12:30 – 14:30 სექციები მუშაობა
14:30 – 15:00 შესვენება, სადილი
15:00 – 18:00 სექციების მუშაობა
7 ივნისი, 2014
(მის.: ქუთაისი, ნიკეას II შესახვევი #8)
10:30 - 11:30 მონაწილეთა რეგისტრაცია
11:30 - 12:00 საუზმე (ყავა, ჩაი)
12:00 – 14:30 სექციები მუშაობა
14:30 – 15:00 შესვენება, სადილი
15:00 – 18:00 სექციების მუშაობა
6 ივნისი, 2014
10:30-11:30 - კონფერენციის გახსნა
(მის.: ქუთაისი, ნიკეას II შესახვევი #8)
ვლადიმერ პაპავა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
დარეჯან თვალთვაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი
მარინა ლომოური - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, საბავშვო უნივერსიტეტის კოორდინატორი
ქეთევან ჭკუასელი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი
მაია ეკალაძე - მასწავლებელთა ასოციაციის თავმჯდომარე



III სექცია
ქართულისა და უცხოური ენების სწავლების მეთოდიკა


თარიღი: 6 ივნისი, 2014
სექციური მუშაობა: 12:30 – 14:30; 15:00 – 18:00;
მისამართი: ქუთაისი, ნიკეას II შესახვევი #8
სამუშაო ენა: ქართული
რეგლამენტი: მოხსენებისთვის - 15 წუთი, დისკუსიისთვის - 5 წუთი
სექციის თავმჯდომარე: ზაქარია ქიტიაშვილი, პედაგოგიკის სასწავლო-სამეცნიერო
ინსტიტუტის ასისტენტ-პროფესორი
1. ,,ო,ენავ ჩემო“... (პროექტ-გაკვეთილი)

ირმა კრაველიძე - საჩხერის მუნიციპალიტეტი,სოფელ ჭალის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
2. კოლეგათა თანამშრომლობა - გამოსავალი უიმედო მდგომარეობიდან

ირმა ხუნდაძე - კერძო სკოლა „ივერიონი“
3. ენობრივი შეცდომები ქართული ენისა და ლიტერატურის წერით ნაშრომებში იმერეთის რეგიონის საჯარო და კერძო სკოლების მაგალითზე

ლეილა აბზიანიძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესორი
4. კითხვის უკეთ სწავლებისათვის

მაია მამისეიშვილი - სსიპ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი/ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
5. რეზო ჭეიშვილის შემოქმედებითი იმპულსები (სასწავლო პროექტი) პროექტის აღწერა

მარინე არაბიძე - სსიპ წმინდა ნინოს სახელობის ქუთაისის #3 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
6. ინოვაციური ხედვა ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისას
ფიქრია მაჩიტაძე - ქ. ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ნინო გელენიძე - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
7. წერითი მეტყველების განვითარება - სწავლა-სწავლების აქილევსის ქუსლი

ნინო მასურაშვილი - სურამის I საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
8. ელექტრონული მასალების გამოყენება სწავლების პროცესში სკოლის დაწყებით საფეხურზე

ნათენაძე მარეხი - სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პედაგოგიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი
9. შეფასების რუბრიკის დანიშნულება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებით კლასებში

მეგი ქიმერიძე - ქ. ახალციხის #1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი
10. ,,პროექტ-გაკვეთილის როლი უცხო ენის სწავლებაში“

11. სალომე ლომთაძე - სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტი, გელათის საჯარო სკოლის გერმანული და ინგლისური ენების სერტიფიცირებული მასწავლებელი


ღონისძიების მსვლელობა :
კონფერენცია გახსნა უნივერსიტეტის პროფესორმა ქ.ქეთევან ჭკუასელმა, რომელმაც ისაუბრა  განათლების რეფორმის ეტაპებზე 90-იანი წლებიდან დღემდე. წარმოდგენილ პრეზენტაციაში თვალნათლივ ჩანდა , თუ როდის და რა ფორმით განხორციელდა სისტემური და თანმიმდევრული ცვლილებები.
       აღინიშნა ის ფაქტი, რომ მიუხედავად  ათეული წლებისა, მნიშვნელოვანი და პრობლემების გადამჭრელი ღონისძიებები არ გატარებულა. 
      პირველი პოზიტიური ნაბიჯი იყო ეროვნული სასწავლო გეგმისა და შესაბამისი სტანდარტების შემუშავება, რომელიც გახდა საპროგრამო და სამოქმედო დოკუმენტი ზოგადსაგანმანათლებლო სისტემისა.  ასევე პოზიტიურად შეფასდა ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა ქვეყანაში ერთდროულად და ერთ სივრცეში ჩატარდეს მოსწავლეთა ცოდნის გამოვლენა. 
       რაც შეეხება  მასწავლებელთა  სერტიფიცირებას , როგორც არსებულმა მონაცემებმა აჩვენა, ეს ფორმა არცთუ ისე სახარბიელო აღმოჩნდა, რადგან 4 წლის განმავლობაში მხოლოდ 18 % შეძლო ამ წოდების მოპოვება.  2011 წელსვე შემ8უშავდა ე. წ. მასწავლებელთა როფესიული განვითარების სქემა. გამოჩნდნენ პირველი ჩართულებიც ამ სისტემაში, თუმცა დღემდე გაურკვეველია , რა ფორმით და როგორ, როდის და რა ეტაზე უნდა მოხდეს მთელი რიგი საკითხების გარკვევა . ფაქტი ერთია, რომ რეფორმა  ჩიხში შევიდა და მასწავლებელს არ მიეცა საშუალება ,  იცოდეს, რას და რის სანაცვლოდ თხოულობენ მისგან .
       მომხსენებელმა შეაჯამა განვლილი პერიოდი და  აღნიშნა , რომ 
ამ ეტაპზე სასიცოცხლო მნიშვნელობისაა საგანმანათლებლო რეფორმის დახვეწა და ადაპტირება არსებულ სიტუაციასთან.

         მარინა ლომოურმა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო         უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, საბავშვო უნივერსიტეტის კოორდინატორი,  სკოლას შესთავაზა თანამშრომლობა , სასწავლო ღონისძიებებში მოანაწილეობა , პროექტებსა და სხვადასხვა აქტივობებში თანადგომა .  ეს პროცესი უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება როგორც სკოლისთვის , ასევე უნივერსიტეტისათვის.

          კონფერენციის გახსნისა და მომხსენებელთა გამოსვლის შემდეგ, პროგრამის თანახმად, წარიმართა სექციური მუშაობა. ქართული ენისა და უცხოური ენის სექციაზე 6 ივნისს სულ  11 მოხსენება იქნა წარმოდგენილი. საინტერესო და საჭირო ინფორმაცია გავუზიარეთ ერთურთს.
        როგორც კონფერენციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, მომზადდება ელექტრონული ჟურნალი ჩვენი მოხსენებების მიხედვით, რომელიც საშუალებას მისცემსპედაგოგებს, რომ გაეცნონ ამ კონფერენციის მასალებს და მონაწილენი გახდნენ  ინოვაციური სასწავლო პროცეასებისა. 

  კონფერენციის მნიშვნელობის დასაბუთება :

  ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული კონფერენცია. მომეცა საშუალება, რომ ჩემი სტატია წარმედგინა კოლეგებისა და ფართო საზოგადოებისათვის. , ხოლო თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ განსაკუთრებულად  მოიწონეს, ეს ჩემი მოტივაციის ამაღლების  კიდევ ერთი სტიმულია. გავეცანი ჩემი კოლეგების,  უნივერსიტეტისა და პედაგოგიკის ინსტიტუტის მეცნიერთა  საინტერესო  მოსაზრებებსა და პრობლემის გადაჭრის გზებს.




სსიპ -სურამის  პირველი  საჯარო სკოლისქართული ენისა და ლიტერატურის  

მასწავლებელი         ------                 ნინო მასურაშვილი                                     

10 . 06.1014 წელი





კონფერენციის მსვლელობისას


მე და ჩემი წარმატებული კოლეგები
ქეთევან ჭკუასელი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი






ტრენინგების გავლის დამადასტურებელი ცნობები 

იხილეთ ბმულზე ---


https://drive.google.com/drive/folders/0Bwl5PZtMQYUifmU4SW9fb3ZpYzl0UldpdURuR1VuVnREb1dWTXA3R2NUc0xTbTJrWE1DR28





   ანგარიში
თარიღი- 27. 28 29 30 31 .05 . 1.2.3.4. 06.     2014 

1.     ტრენინგის შესახებ

:გრძელვადიანი სასწავლო კურსი ქართულ ენასა და ლიტერატურაში

საკითხავი მასალა

მოდული

ქართული ლიტერატურის სწავლების მეთოდები 
მოდულის მოკლე აღწერა: მასწავლებლები გაეცნობიან ვრცელი ლიტერატურული ტექსტების სწავლების მეთოდებს, ლექსის ანალიზის მეთოდებს; სხვადასხვა ტიპის ტექსტის გააზრებული კითხვისა და გაგების უნარის ჩამოსაყალიბებლად გამოსაყენებელ მეთოდებსა და სტრატეგიებს; ლიტერატურის თეორიის საკითხების სწავლების მეთოდებს; ტექსტის მხატვრული ანალიზის სწავლების მეთოდებსა და სტრატეგიებს.
მოდულის საათობრივი განაწილება: 8 დღე, დღეში 5 საათი, 40 საკონტაქტო საათი, 10 არასაკონტაქტო საათი.

მოდული  შედგენილია  მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის   გათვალისწინებით


ქართული ლიტერატურა
·                     სწავლის სწავლების პრინციპები
·                     ჯგუფური მუშაობის პრინციპები
·                     კითხვის სტრატეგიების გამოყენება სწავლებისას
·                     მეთოდის_ მნიშვნელოვანი სიტყვები“ _გამოყენება სწავლებისას
·                     მეთოდის_„დაფიქრდი,დაწყვილდი, გაუზიარე“_გამოყენება
            სწავლებისას
·                     მეთოდი _„ორიენტირებული კითხვა_გამოყენება  სწავლებისას
·                     გაკვეთილის დაგეგმვა
·                     კონსტრუქტივისტული გაკვეთილის დაგეგმვა


დამხმარე ლიტერატურა
კითხვის ეფექტური მეთოდები     http://tpdc.ge/images/stories/gzamkvlevi.pdf
განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისათვის, ნაწ. I


2.   მიზანი და დღის წესრიგი:
ტრენინგის განმავლობაში გავეცანით სწავლების სხვადასხვა მეთოდებს , დავგეგმეთ აქტივობები და ვიმსჯელეთ თითოეული მათგანის ეფექტურობის შესახებ.

სწავლების მეთოდები _ სწავლის მეთოდი არის მასალის მიწოდების სისტემატური გეგმა, გზა, ტექნიკა. მასწავლებელი იყენებს საწვლების სხვადასხვა მეთოდს, რათა წარმართოს სასწავლო პროცესი. ძირითადად, არსებობს შემდეგი სახის მეთოდები:
·         დიდაქტიკური მეთოდი;
·         სოკრატული მეთოდი;
·         კეთებით სწავლება;
·         სოციალური სწავლება და ა.შ.

სწავლების ხერხი _ სწავლების პროცესში გამოიყენებენ სწავლების სხვადასხვა ხერხს, რომელიც შეესატყვისება სწავლების სხვადასხვა მეთოდის ძირითად პრინციპებს.
სწავლების ხერხებია: სიმულაცია-როლური თამაში (სწავლების პრაქტიკული მეთოდის გამოყენების დროს), გონებრივი იერიში (ძირითადად, სწავლების სოკრატული მეთოდის გამოყენებისას), ვიზუალიზაცია _ თვალსაჩინოების გამოყენება (სწავლების დიდაქტიკური მეთოდის გამოყენებისას), ინსტრუქციის ნაბიჯ-ნაბიჯ მიწოდება (სწავლების პრაქტიკული გამოყენებისას), არაორდინარული კავშირების გაკეთება (სწავლების სოკრატული მეთოდის გამოყენებისას), რეზიუმირება _ შეჯამება (სწავლების დიდაქტიკური მეთოდის გამოყენებისას) 

ტრენინგის მსვლელობა :

ტრენერმა მუშაობა დაიწყო საკითხავი ლიტერატურის განაწილებით, აღასანიშნავია, რომ მასში მოცემულია  დანართის ტიპის მასალები, რომელთა საშუალებითაც უნდა წარიმართოს პრაქტიკული მუშაობა . 
სწავლების სხვადასხვა მეთოდის გაანალიზებისა და ახსნის შემდეგ , მისი საკლასო ოთახში დანერგვის შესახებ დებატები  გაიმართა.
  გავეცანით  მეთოდურ რეკომენდაციებს .

„დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე“  არის მეთოდი, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეს, ჩამოაყალიბოს საკუთარი აზრი და გაუზიაროს ის სხვებს.
იგი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია, რომელიც:
ავითარებს მოსწავლეთა ზეპირმეტყველების, კომუნიკაციის, შეჯამებისა და დასკვნების გაკეთების უნარ-ჩვევებს;
აყალიბებს ანალიტიკურ აზროვნებას;
აჩვევს მოსწავლეებს სხვათა აზრის პატივისცემას, მოსმენასა და თანამშრომლობას;
განაპირობებს მოსწავლეთა ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში.
მეთოდი სამსაფეხურიანია და თითოეულ საფეხურზე კონკრეტულად არის განსაზღვრული მოსწავლეთა საქმიანობა:
I. დაფიქრდი _ მოსწავლეები ინდივიდუალურად ფიქრობენ დასმულ შეკითხვაზე;
I I . დაწყვილდი _ მოსწავლეები წყვილდებიან და განიხილავენ მოფიქრებულ პასუხს;
I I I . გაუზიარე _ მოსწავლეები წყვილებში განხილულ პასუხს კლასს უზიარებენ.

მეთოდის მსვლელობა
ეს მეთოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა საგანში, სწავლების ნებისმიერ საფეხურზე. ეფექტურია ორივე ტიპის ტექსტებთან სამუშაოდ: შეგიძლიათ მოარგოთ როგორც ნარატიულ, ასევე აღწერითი ხასიათის ნაწარმოებებს. გამოიყენება წაკითხვამდე, კითხვის პროცესში და კითხვის შემდეგ.
იმისათვის, რომ მოსწავლეებმა ეფექტურად შეძლონ ამ მეთოდის დახმარებით ტექსტების დამუშავება, ესაუბრეთ მათ მეთოდის შესახებ. უთხარით, რომ „დაფიქრდი – დაწყვილდი – გაუზიარე“, როგორც ეს სახელწოდებიდან ჩანს, 3 საფეხურს მოიცავს. აუხსენით, რა მოეთხოვებათ თითოეულ საფეხურზე.
თავდაპირველად შეარჩიეთ ტექსტი, მოიფიქრეთ და დასვით შეკითხვა გამოწვევისათვის, რომელიც უშუალოდ უკავშირდება შესასწავლ საკითხს/თემას.
კითხვის დასმა და მასზე პასუხის ძიება სასწავლო პროცესის ერთ-ერთი
 უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. შეკითხვის დასმა საგრძნობლად ააქტიურებს საკითხის შესწავლის მოტივაციას, ჩართულობას. ეხმარება მოსწავლეს, განსაზღვროს მოცემული ტექსტის წაკითხვის მიზანი. ჩვენ კი გვეხმარება, განვსაზღვროთ მოსწავლეთა გაგების დონე.
თუმცა შეკითხვის დასმას ახლავს ორი პრობლემა:
მოსწავლეთა პასიურობა: როცა კითხვას ვსვამთ მთელი კლასის წინაშე, მოსწავლეთა მცირე რაოდენობას, ზოგჯერ კი არავის სურს თავისი ნებით პასუხის გაცემა. კითხვაზე პასუხს სცემენ აქტიური მოსწავლეები, მორცხვი და პასიური მოსწავლეები კი, როგორც წესი, თვალს გვარიდებენ.
პასუხის მოსაფიქრებლად არასწორად განსაზღვრული დრო: კითხვის დასმის შემდეგ მასწავლებელი, დაახლოებით, ერთ წამის შემდეგ ითხოვს პასუხს. როგორც კი ერთ-ერთს გამოიძახებენ, დანარჩენი ფიქრს წყვეტს. მოსწავლეთა უმრავლესობა ფიქრობს, ცოტაა იმის ალბათობა, რომ პასუხს სწორედ მას მოსთხოვენ, ამიტომ პასუხზე ფიქრს თავს არიდებენ.
ამ ორი პრობლემის გადაჭრას გვთავაზობს „დაფიქრდი – დაწყვილდი – გაუზიარე”. მეთოდის სპეციფიკიდან გამომდინარე, (იმის გათვალისწინებით, რომ თავდაპირველად მოსწავლე პასუხს მეწყვილეს უზიარებს, შემდეგ კი მთელ კლასს), მოსწავლეს აქვს პასუხისმგებლობა მეწყვილისა და კლასის წინაშე: კონკრეტულად გამოყოფილი დროის შემდეგ მოსწავლე ან მისი მეწყვილე ვალდებულია, წარადგინოს როგორც საკუთარი, ასევე პარტნიორის ნააზრევი.

აქედან გამომდინარე, ეს მეთოდი ყველა მოსწავლეს აქტიურად რთავს საგაკვეთილო პროცესში.


ორიენტირებული კითხვა
                                  მეთოდის შესახებ

ორიენტირებული კითხვა ერთ-ერთი პოპულარული მეთოდია და მას მსოფლიოს მრავალ სკოლაში იყენებენ მასწავლებლები. ორიენტირებული კითხვა მონაკვეთებად დაყოფილ ტექსტთან მუშაობას გულისხმობს და კითხვის სამივე ფაზას მოიცავს (წაკითხვამდე, კითხვის დროს, წაკითხვის შემდეგ). პირველ ფაზაზე მასწავლებელი აქტიურ როლს ასრულებს, რათა მოსწავლეები სათანადოდ მოემზადონ კითხვის დასაწყებად. ამ ფაზაზე მოსწავლეები ააქტიურებენ წინარე ცოდნას, განიხილავენ ტექსტის მნიშვნელოვან ლექსიკურ ერთეულებს (სიტყვებს, ცნებებს, ტერმინებს), აყალიბებენ ტექსტის წაკითხვის მიზანს/დანიშნულებას და, დემონსტრირებისა და პრაქტიკული ვარჯიშის გზით, ივითარებენ ეფექტური კითხვისა და გაგებისათვის საჭირო უნარებს. კითხვის პროცესში, მასწავლებლის მიერ დასმული შეკითხვების გამოყენებით, მოსწავლეები ცდილობენ, გააკონტროლონ გაგების პროცესი. ამ ფაზაზე მოსწავლეები მიმართავენ გაგებისათვის საჭირო ისეთ ქმედებებს, როგორიცაა: წაკითხულის შეჯამება, დასკვნების გამოტანა, შეკითხვების დასმა, ვარაუდის გამოთქმა და . . ასევე, მოსწავლეები ცდილობენ, გაარკვიონ, თუ რა ვერ გაიგეს სათანადოდ და როგორ არის შესაძლებელი გააზრებაში წარმოქმნილი ხარვეზების დაძლევა. წაკითხვის შემდეგ მასწავლებელი უძღვება დისკუსიას, რომელიც მოცემული ტექსტის წაკითხვის თავდაპირველ მიზანზე ფოკუსირებულია.
 ორიენტირებული კითხვა
                                  მეთოდის შესახებ
ორიენტირებული კითხვა ერთ-ერთი პოპულარული მეთოდია და მას მსოფლიოს მრავალ სკოლაში იყენებენ მასწავლებლები. ორიენტირებული კითხვა მონაკვეთებად დაყოფილ ტექსტთან მუშაობას გულისხმობს და კითხვის სამივე ფაზას მოიცავს (წაკითხვამდე, კითხვის დროს, წაკითხვის შემდეგ). პირველ ფაზაზე მასწავლებელი აქტიურ როლს ასრულებს, რათა მოსწავლეები სათანადოდ მოემზადონ კითხვის დასაწყებად. ამ ფაზაზე მოსწავლეები ააქტიურებენ წინარე ცოდნას, განიხილავენ ტექსტის მნიშვნელოვან ლექსიკურ ერთეულებს (სიტყვებს, ცნებებს, ტერმინებს), აყალიბებენ ტექსტის წაკითხვის მიზანს/დანიშნულებას და, დემონსტრირებისა და პრაქტიკული ვარჯიშის გზით, ივითარებენ ეფექტური კითხვისა და გაგებისათვის საჭირო უნარებს. კითხვის პროცესში, მასწავლებლის მიერ დასმული შეკითხვების გამოყენებით, მოსწავლეები ცდილობენ, გააკონტროლონ გაგების პროცესი. ამ ფაზაზე მოსწავლეები მიმართავენ გაგებისათვის საჭირო ისეთ ქმედებებს, როგორიცაა: წაკითხულის შეჯამება, დასკვნების გამოტანა, შეკითხვების დასმა, ვარაუდის გამოთქმა და . . ასევე, მოსწავლეები ცდილობენ, გაარკვიონ, თუ რა ვერ გაიგეს სათანადოდ და როგორ არის შესაძლებელი გააზრებაში წარმოქმნილი ხარვეზების დაძლევა. წაკითხვის შემდეგ მასწავლებელი უძღვება დისკუსიას, რომელიც მოცემული ტექსტის წაკითხვის თავდაპირველ მიზანზე ფოკუსირებულია

.კონსტრუქტივისტული გაკვეთილის დაგეგმვა
როგორ დავგეგმოთ კონსტრუქტივისტული გაკვეთილი?
       http://www.tpdc.ge/uploads/news/sascavlo_procesis_dagegmva.pdf
ინტერაქტიური სწავლება არის თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც ეყრდნობა მასწავლებლისა და მოსწავლის ახალი როლების ძიებასა და ჰუმანიზმის პრინციპებს. ის მიზნად ისახავს მასწავლებელზე ორიენტებული ავტორიტარული სასწავლო პროცესის შეცვლას მოსწავლეზე ორიენტებული სასწავლო პროცესით, რომელიც ითვალისწინებს ამ უკანასკნელის ინტერესებსა და მოთხოვნებს. ინტერაქტიურ სწავლებას შემოაქვს პედაგოგიკაში სწავლების და ცოდნის შეფასების ახალი სტრატეგიები

 დანართში მოცემული გაკვეთილის გეგმის ნიმუშები განვიხილეთ და შევაფასეთ. იყო შეუსაბამობები გეგმის ნაწილებს შორის , შევასწორეთ და დავურთეთ რეკომენდაციები


.„მკითხველთა თეატრი“ ადვილად შეიძლება იქცეს ბავშვების საყვარელ მეთოდად, ვინაიდან ის თამაშის ბევრ ელემენტს აერთიანებს.
როგორც ცნობილია, გამართული კითხვის სწავლების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა გამეორებითი კითხვა. გამეორებითი კითხვის ფორმებია:
ექოს ტიპის კითხვა – მასწავლებელი ხმამაღლა კითხულობს ტექსტის მონაკვეთს, მოსწავლეები იმეორებენ;
გუნდური კითხვა _ მასწავლებელი და მოსწავლეები ერთად, ერთხმად კითხულობენ ტექსტს;
მონაცვლეობითი კითხვა _ პირველ სტრიქონს/წინადადებას კითხულობს მასწავლებელი, მეორე სტრიქონს/წინადადებას _ მოსწავლეები;

 როლური თამაში (სიმულაციური  სიტუაციები) _  როლური თამაში არის სასწავლო დანიშნულების თამაში, რომელიც მიმართულია რომელიმე უნარ-ჩვევის განვითარებაზე, გარკვეული ვითარების მონაწილეების თვალთახედვიდან განხილვაზე, სტერეოტიპული აზროვნების დაძლევაზე და სხვ. როლური თამაშის პროცესი წარმოადგენს ადამიანთა ჯგუფის
მიერ ამა თუ იმ სიტუაციის მოდელირებას. მონაწილეები მოქმედებისას ითვალისწინებენ იმ სფეროს შინაგან ლოგიკას, რომელსაც მიეკუთვნება გასათამაშებელი სიტუაცია. მოთამაშეების მოქმედება ბოლომდე არაა წინასწარ განსაზღვრული სცენარით. სცენარში მოცემულია მხოლოდ ის პირობები, რომლებიც აუცილებელია თამაშის ბიძგის მისაცემად. თითოეული ჯგუფის წევრი იღებს რომელიმე როლს და მოქმედებს ამ როლის შესატყვისად საკუთარი ინტერპრეტაციით. ეს მეთოდი ეხმარება მოსწავლეებს სხვისი აზრებისა და ქმედების უკეთ გააზრებაში. მაგალითად, მოსწავლეები ცდილობენ გააანალიზონ ქარხნის მიერ გარემოს დაბინძურების შედეგები და წინაპირობები. ზოგიერთი მოსწავლე მსჯელობს ადგილობრივი მაცხოვრებლის, ზოგი ქარხნის დირექტორის, ზოგი ქარხნის მუშის თვალთახედვიდან. შედეგად ვიღებთ იმას, რომ მოსწავლეებს შეუძლიათ უკეთ დაინახონ პრობლემა სხვისი და მრავალმხრივი პერსპექტივიდან.
                                          










 ტრენინგის  მნიშვნელობის დასაბუთება  : 

 ასეთი შეხვედრები და კოსულტაციები პროფესიული განახლებისათვის აუცილებელია. იყო მეტად საინტერესო, პროდუქტიული, ორგანიზებული ასეთი პრაქტიკული დანიშნულების  ტრენინგები საჭიროა ხშირად ჩატარდეს საჯარო  სკოლის პედაგოგებისთვის.
ტრენინგის შემდეგ ტრენერმა ელ. ფოსტით პერსონალურად გამოგვიგზავნა ტრენინგის მასალა (handout), რაც ძალიან დამეხმარა დამოუკიდებლად განმემტკიცებინა ტრენინგზე განხილული  მასალა.


სსიპ -სურამის  პირველი  საჯარო სკოლის
ქართული ენისა და ლიტერატურის  


მასწავლებელი         ------                 ნინო მასურაშვილი                                     



                                                                                                                    5.06.2014



           





   ანგარიში
თარიღი-2.3.4.     05. 2014---

1.     ტრენინგის შესახებ:
გრძელვადიანი სასწავლო კურსი ქართულ ენასა და ლიტერატურაში
           ტრენერი --- მარინე ხუციშვილი

მოდული

სხვადასხვა ტიპის წერილობითი ტექსტის შექმნის სწავლების მეთოდები და სტრატეგიები

·                     ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი -საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
·                     ტრენინგის ჩატარების ადგილი: ხაშურის მეორე საჯარო სკოლა
ტრენინგის ხანგრძივობა:  
მოდულის საათობრივი განაწილება: 3 დღე, დღეში 5 საათი, 15 საკონტაქტო საათი, 5 არასაკონტაქტო საათი.

·                      


2.   მიზანი და დღის წესრიგი:
მიზანი:

მასწავლებლები გაეცნობიან წერის ძირითად ოპერაციებს, წერითი მეტყველების თავისებურებებს, წერის სწავლების მეთოდებს, მოსწავლეთა ნაშრომებში დაშვებული შეცდომების ანალიზის, ნაშრომების კომენტირებისა და შეფასების (განმავითარებელი შეფასების) მეთოდებს.






ტრენინგის თემატიკა :



·         სტანდარტის ანალიზი
·         წერისთვის მომზადება და წერის სწავლება.
·         დახასიათებითი ესეს წერის სწავლების მეთოდიკა
·         შეპირისპირებითი ესეს წერის სწავლების მეთოდიკა
·         შთაბეჭდილების წერის სწავლება
·         მხატვრული ტექსტის შექმნის სწავლების მეთოდიკა
·         ჩანახატი, მოთხრობა, ზღაპარი, იგავი, დღიური,ლექსი
·         არგუმენტირებული ესე




3.   ტრენინგის მსვლელობა:
წერილობითი ტექსტის შექმნა სხვადასხვა მიზნით და სხვადასხვა აუდიტორიისთვის, შესაბამისი სტრუქტურული მახასიათებლებისა და ენობრივი ნორმების დაცვით. წერის სათანადო სტრატეგიების შერჩევა და გამოყენება (მიზნისა და აუდიტორიის მანსაზღვრა, ნაწერის დაგეგმვა, კომპოზიციის აგება, სამუშაო ვერსიის ხელახალი გადასინჯვა და რედაქტირება-კორექტირება)
ასევე: მოსწავლე წერს მინი-რეპორტაჟს სასკოლო ღონისძიების შესახებ;
ფაქტებზე, სტატისტიკურ მონაცემებზე, სხვადასხვა წყაროზე (ენციკლოპედია, ლექსიკონები, ბეჭდვითი და ელექტრონული საინფორმაციო საშუალებები) დაყრდნობით განსაზღვრავს პრობლემას, წერილობით აყალიბებს მოსაზრებას, შეარჩევს ამ მოსაზრების განმამტკიცებელ არგუმენტებს;

   წერითი მეტყველება   სწავლა-სწავლების უმნიშვნელოვანესი საკითხია. მასწავლებელი უნდა ფლობდეს მისი სწავლების სტრატეგიებს...   ეროვნულ გეგმაში წარმოდგენილია ყველა კლასის მისაღევი შედეგებია  ამ მიმართულებით.  განვიხილეთ სტანდარტი , გამოითქვა მოსაზრებანი.
       წერის სახეებზე საუბარი ესეთი დავიწყეთ. ესეს წერა აქტუალურია, მისი ფორმა და შინაარსი დაკავშირებულია ფრამგ მოაზროვნე მიშელ მონტენთან.  რეკომენაციეი, რომელიც ამ ასპექტით უნდა გავიზიაროთ, შემდეგია: ____  

შესავალი
·         გამოკვეთეთ მიზანი, საკითხი, რომელსაც შეეხებით
·         დასვით კითხვა, რაზეც ესეში ისაუბრებთ
·         აღწერეთ მკითხველისთვის ნაცნობი სიტუაცია მის დასაინტერესებლად
·         ამის შემდეგ თქვით, რომ საკითხზე უფრო ღრმად ძირითად ნაწილში ილაპარაკებთ
შესავალი რომ ეფექტური იყოს, გამოიყენეთ:
·         ცნობილი გამონათქვამები
·         შეკითხვა
·         ფაქტები და სტატისტიკა
·         რაიმე ცნობილი ისტორია ან პირადი გამოცდილება
ძირითადი ნაწილი
·         ჩამოაყალიბეთ დებულებები, რომელსაც შემდგომ დაეყრდნობით
·         გაშალეთ მსჯელობა, მოიყვანეთ არგუმენტები, მაგალითები
·         გამოხატეთ თქვენი დამოკიდებულება თითოეული არგუმენტისადმი
*შენიშვნა: მსჯელობის აგების ორი გზა: ინდუქციური (კონკრეტულიდან ––>ზოგადისკენ) და დედუქციური (ზოგადიდან ––>კონკრეტულისკენ)
               შემდეგი საკითხი შეეხებოდა არგუმენტების  მოყვანის ხელოვნებას.
 არგუმენტი ლათინური სიტყვაა და ნიშნავს მსჯელობისთვის ნათელის მოფენას. მისი მიზანია მსჯელობის ჭეშმარიტების ჩვენება.არგუმენტი არის საბუთი, რომელიც რაიმე აზრის დასამტკიცებლად მოჰყავთ.ის გვეხმარება მსჯელობის განვითარებასა
და ლოგიკურად მართვაში.არგუმენტის მეშვეობით ჩვენ უფრო ეფექტურად და დამაჯერებლად წარმოვაჩენთ ჩვენს დამოკიდებულებას
   გავეცანით არგუმენტირებული ესეს კონკრეტულ ნიმუშებს და გამოვკვეთეთ  მისი ფორმატი და ეტაპები . თეზა, შესავალი, არგუმენტები და დასკვნა.
     საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ლექსის იდეურ-მხატვრული ანალიზის წარმართვის ნიმუში , რომელიც შემდეგი მასალის მიხედვით  წარმოვადგინეთ.  ნიკო სამადაშვილი, „ნიკო სამადაშვილს“
 მხატვრულ სახეებზე მუშაობის ერთ–ერთი  მეთოდი: (არ ვასახელებთ ავტორსა და ლექსს, არც ავტორის ბიოგრაფიას ვყვებით, როგორც მიღებულია პირველად გაცნობისას)
დაფაზე იწერება: „შენ ჩემში უსტვენ ვით საყდრის ჩიტი... /შენა ხარ ჩემი ნუგეშის დარი...“
·         ანალიზის კითხვებამდე შეიძლება კონკრეტულად ამ ლექსზე ასეთი სქემაც:
ნიკო სამადაშვ. პიროვნება
ნიკო სამადაშვ. პოეტი
ამოკრიბონ, დააკვირდნენ ერთი სტროფის ფარგლებშია თუ არა ორივეზე ლაპარაკი....
2. ესაა საკითხები, რომელმაც უნდა წაგვიყვანოს ლექსის ანალიზისკენ:
აღქმა
·         რა შთაბეჭდილება მოახდინა ლექსმა თქვენზე?
·         როგორი სურათები წარმოგიდგებათ, როცა ლექსს კითხულობთ?
·         ხმამაღლა ჯობია ამ ლექსის წაკითხვა თუ ჩუმად, ჩვენთვის? რატომ?
·         რა განწყობა მსჭვალავს ლექსს? იცვლება თუ არა იგი?
ანალიზი/განმარტება:
·         ლექსის თემა (რომელიც ხშირად სათაურშივე იკვეთება, შესაძლოა სათაური იყოს მეტაფორა, სიმბოლური...)
თემის მიხედვით ლირიკის რომელ სახეობას მიეკუთვნება ლექსი: პეიზაჟი, ფილოსოფიური...)
·         ლექსის ჟანრი (ოდა, ჰიმნი, ელეგია, ლირიკული ლექსი, მიმდინარეობის მიხედვით...)
         ტრენინგრეის მესამე დღეს ვისაუბრეთ შემდეგ საკითხებზე  :_____  რეზიუმე, რეკომენდაცია, რეფერატი, რეცენზია...  წარმოვადგინეთ თითოეული მათგანის ნიმუში და ვიმსჯელეთ მათ თავისებურებებზე.


  ტრენინგის  მნიშვნელობის დასაბუთება  : 

 ასეთი შეხვედრები და კოსულტაციები პროფესიული განახლებისათვის აუცილებელია. იყო მეტად საინტერესო, პროდუქტიული, ორგანიზებული ასეთი პრაქტიკული დანიშნულების  ტრენინგები საჭიროა ხშირად ჩატარდეს საჯარო  სკოლის პედაგოგებისთვის.
ტრენინგის შემდეგ ტრენერმა ელ. ფოსტით პერსონალურად გამოგვიგზავნა ტრენინგის მასალა (handout), რაც ძალიან დამეხმარა დამოუკიდებლად განმემტკიცებინა ტრენინგზე განხილული  მასალა.



სსიპ -სურამის  პირველი  საჯარო სკოლის
ქართული ენისა და ლიტერატურის  
მასწავლებელი         ------                 ნინო მასურაშვილი                                     

რიცხვი - 5.  05    2014
















    ანგარიში
თარიღი-  12, 14,15,16,---.04.2014---

1.     ტრენინგის შესახებ:
გრძელვადიანი სასწავლო კურსი ქართულ ენასა და ლიტერატურაში

მოდული:ქართული ენის სწავლების მეთოდები და სტრატეგიები.



·                     ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი -საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
·                     ტრენინგის ჩატარების ადგილი: ხაშურის მეორე საჯარო სკოლა
ტრენინგის ხანგრძივობა:  
 4 დღე, დღეში 5 საათი, 20 საკონტაქტო საათი, 10 არასაკონტაქტო საათი.

·                      


2.   მიზანი და დღის წესრიგი:
მიზანი:

 მასწავლებლები გაეცნობიან და გააანალიზებენ მორფოლოგიის,სინტაქსის,ლექსიკისა და სტილისტიკის საკითხების სწავლების მეთოდებსა და სტრატეგიებს; მოსწავლეების მიერ მართლწერის წესების პრაქტიკულად გამოყენების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისათვის საჭირო მეთოდებსა და სტრატეგიებს.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილე პედაგოგებს ეცოდინებათ:

ზოგადი ცნობები ქართული ენის შესახებ:.) ქართული სალიტერატურო ენის განვითარების საფეხურები; ქართული სალიტერატურო ენა და კილოები; ქართული დამწერლობის ისტორია; ენათა ოჯახები; ქართული და მისი მონათესავე ენები.) ფონეტიკა-ფონოლოგიის საკითხები: .) ასო და ბგერა. ბგერათა ფონოლოგიური დახასიათება (წარმოთქმის ადგილისა და მჟღერობა-სიყრუის მიხედვით; ცალეულები, წყვილეულები, სამეულები). ძირითადი ფონეტიკური პროცესები (ასიმილაცია, დისიმილაცია, მეტათეზისი, ბგერის დაკარგვა და სხვ.). ინტონაცია. ინტონაციის ძირითადი ელემენტები: ლოგიკური მახვილი, მელოდიკა, მეტყველების ტემპი, ხმის ტემბრი. პაუზა და მისი აზრობრივი დატვირთვა. .) მორფოლოგია და სინტაქსი. სახელები. სახელთა ბრუნება; მრავლობითი რიცხვის წარმოება; არსებითი, ზედსართავი, რიცხვითი სახელების წარმოება და ფუნქციები; ნაცვალსახელის ჯგუფები, წარმოება და თავისებურებები; სახელთა ბრუნებასთან და წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები ძველ ქართულში. ზმნა. ზმნის პირი და პირიანობა; ზმნის დრო, კილო და ასპექტი, ქცევა და კონტაქტი; გარდამავლობა, გვარი; ზმნისწინი და მისი ფუნქციები (მიმართულება, ასპექტი, სიტყვაწარმოება); აბზაცი, როგორც ტექსტის კომპოზიციური ერთეული; აბზაცის ფუნქციები; ფრაგმენტი და მისი სახეები და სხვა); .) ტექსტის შემადგენელ კომპონენტთა სემანტიკური და სტრუქტურული ურთიერთდაკავშირების საშუალებანი (კავშირები, ანაფორული ნაცვალსახელები და ზმნიზედები, ლექსიკური განმეორება, სინონიმური ჩანაცვლება, ზმნა-შემასმენელთა ურთიერთმიმართება დროის, კილოსა და ასპექტის მიხედვით); .) წინადადებათა გადაბმის სახეები (ჯაჭვური, პარალელური, შერეული); .) მეტყველების ტიპების კლასიფიკაცია აგებულების მიხედვით (პირველი, მეორე, მესამე პირის მეტყველება და მისი გამოყენების სფეროები და თავისებურება);.) ტექსტების კლასიფიკაცია სხვისი ნათქვამის გადმოცემის (ირიბი ნათქვამი, პირდაპირი ნათქვამი), მეტყველების მონაწილეთა რაოდენობის (მონოლოგი, დიალოგი, პოლილოგი) მიხედვით; მეტყველების ფუნქციური ტიპები (აღწერა, თხრობა, მსჯელობა, მათი სტრუქტურული და სტილური თავისებურებანი);.) ტექსტების ფუნქციურ-სტილური ტიპოლოგია (სასაუბრო, სამეცნიერო, ოფიციალურ-საქმიანი, მხატვრული, პუბლიცისტური);.) ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები: ტროპული მეტყველება (ეპითეტი, მეტაფორა, ირონია, გაპიროვნება...), სტილისტური ფიგურები (განმეორება, პარალელიზმი...), ფრაზეოლოგიზმი, მყარი შესიტყვება, დიალექტიზმი, ჟარგონი, ნეოლოგიზმი და სხვ.




ტრენინგის თემატიკა :

·                                       ქართული ენის სწავლების გზები
·                                       ახსნითსწავლება (წესები და მაგალითები)
·                                       სწავლება ლიტერატურული მასალის გამოყენებით
·                                       ენისსწავლებისმეთოდებისმიმოხილვა
·                                       კოგნიტური სქემების, ცხრილებისგამოყენება სწავლებისას
·                                       არსებით სახელთა მართლწერის სწავლების მეთოდიკა
·                                       რამდენიმე ერთგვარი ბგერის თავმოყრის მართლწერის სწავლების მეთოდიკა
·                                       ფუძის კუმშვა-კვეცის სწავლების მეთოდიკა
·                                       თანდებულიანი ბრუნვების სწავლების მეთოდიკა
·                                       პროექტის განხილვა
·                                       გაკვეთილის დაგეგმვა
·                                       საკუთარი სახელების მართლწერის სწავლების მეთოდიკა
·                                       ზედსართავ სახელთა სწავლების მეთოდიკა
·                                       რიცხვით სახელთა მართლწერის სწავლების მეთოდიკა
·                                       ნაცვალსახელთა მართლწერის სწავლების მეთოდიკა
ილია ჭავჭავაძის შემოქმედების ენობრივ თავისებურებათა სწავლე


3.   ტრენინგის მსვლელობა:
·         წარდგენა და გაცნობა: ტრენერი ტრენინგის დაწყებისთანავეგაგვეცნო და ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ მოკლედ წარმოადგინა საკუთარი თავი.  დაგვირიგა მოდულის თემატიკის ამსახველი მასალები.

რეზიუმე :   
     
 ტრენინგი ენის ზოგად საკითხებზე საუბრიტრ დაიწყო. აღინიშნა, რომ პრობლემები მრავალია ამ თვალსაზრისით.. ქრთული ენისა და ლიტრატურის ინტეგრირებულმა სწავლებამ ენა ჩრდილში მოაქცია, მართალია, მასწავლებლის პროფესიონალიზმსა და პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული ბევრი რამ, მაგრამ სახელმძღვანელოები არ არის შედგენილი ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამის მიხედვით.
  მიუხედავად ამისა, ენის საკითხები სისტემატური და მიზანდასახული კურსით უნდა ისწავლებოდეს. საკითხავ მასალაში მოცემული დანართების მიხედვით კონკრეტული საკითხებისა და მასალის გაანალიზება დავიწყეთ.
 
   სწავლების მეთოდები განვსაზღვრეთ შემდეგი ტიპის დავალებებით.
ცხრილები

შესაბამის გრაფაში ჩაწერეთ  არსებითი სახელები
კვეცადი
უკვეცელი
კუმშვად-კვეცადი








სიტუაციური ამოცანა
წარმოიდგინეთ, რომთქვენიგაკვეთილისთემააარსებითი სახელის კუმშვა და კვეცა.
    I. ჩამოაყალიბეთთეზისებადისინფორმაცია, რომელიცუნდამიაწოდოთმოსწავლეებს.
    II. აღწერეთსასწავლოქმედება, რომელიცდაეხმარებამოსწავლეებსამ საკითხის შესწავლაში (პასუხიდაასაბუთეთ).


     მასალაში მოცემული სავარჯიშოები გავაკეთეთ წყვილებსა და ჯგუფებში.  პრეზენტირებისას  ვუპასუხეთ კოლეგების კითხვებს.  სამუშაო ინტერაქტიური  და სახალისო იყო.




საერთაშორისო სიტყვებისა და საკუთარი სახელების შესახებ ვიმსჯელეთ და მოვახდინეთ მათი კლასიფიკაცი
1. ე და ი ხმოვნებზე დაბოლოებული საერთაშორისო სიტყვები

ე-სა და ი-ზე ფუძეგათავებული უცხოური წარმოშობის საერთაშორისო სახელები უკვეცელია, მსგავსად ო-სა და უ-ზე დაბოლოებული უკვეცელი სახელებისა.
-ე: ატელიე (ნათ. ატელიეს(ი), მოქმ. ატელიეთი)
კორიფე (ნათ. კორიფეს(ი), მოქმ. კორიფეთი)
-ი: ჟიური (მოთხრ. ჟიურიმ, მიც. ჟიურის, ჟიურიში)
ტაქსი (მოთხრ. ტაქსიმ, მიც. ტაქსის, წოდ. ტაქსი! ტაქსიში)
ამ წესს მიჰყვება ე-სა და ი-ზე დაბოლოებული სხვა საერთაშორისო სიტყვებიც:
გოფრე
დიჯეი
დრაჟე
 ვისკი
იუბილე
კანოე
კაშნე
 კოვბოი
განსხვავება ე-სა და ი-ზე დაბოლოებულ სახელებს შორის მხოლოდ მრავლობითში იჩენს თავს–თუკი საერთოდ ეწარმოებათ მრავლობითი რიცხვი. კერძოდ, ე ხმოვანზე ფუძეგათავებული სახელები კვლავ უკვეცელია (ორი ე გვაქვს), ი-ზე დაბოლოებულნი კი -ებ-იან მრავლობითში იკვეცენ ფუძისეულ ი-ს, ასე:
კაფე – კაფეები, კაშნე – კაშნეები, კუპე – კუპეები, ტირე – ტირეები...
მაგრამ:
ტრამვაი – ტრამვაები, ტაქსი – ტაქსები, ჰიპი – ჰიპები...


 ტრენინგის დასასრულ ვწერეთ პოსტტესტი, რომელიც მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ პრაქტიკული დავალება გავიაზრეთ და კონკრეტულად შევასრულეთ მოცემულობები. მე კმაყოფილი დავრჩი ამ აქტივობით, გამოვცადე და შევამოწმე ჩემი თავი, მეტაკონიცია აუცილებელია ნებისმიერი ადამიანისათ


  ტრენინგის  მნიშვნელობის დასაბუთება  : 

 ასეთი შეხვედრები და კოსულტაციები პროფესიული განახლებისათვის აუცილებელია. იყო მეტად საინტერესო, პროდუქტიული, ორგანიზებული ასეთი პრაქტიკული დანიშნულების  ტრენინგები საჭიროა ხშირად ჩატარდეს საჯარო  სკოლის პედაგოგებისთვის.
ტრენინგის შემდეგ ტრენერმა ელ. ფოსტით პერსონალურად გამოგვიგზავნა ტრენინგის მასალა (handout), რაც ძალიან დამეხმარა დამოუკიდებლად განმემტკიცებინა ტრენინგზე განხილული  მასალა.



სსიპ -სურამის  პირველი  საჯარო სკოლის
ქართული ენისა და ლიტერატურის  
მასწავლებელი         ------                 ნინო მასურაშვილი                                     

რიცხვი - 17 . 04  2014
  















  ანგარიში
თარიღი----24,25,26.    .04.2014---

1.     ტრენინგის შესახებ:
ტრეგრძელვადიანი სასწავლო კურსი ქართულ ენასა და ლიტერატურაში
მოდული:
მოსწავლეთა შეფასება ქართულ ენასა და ლიტერატურაში

·                     ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი -საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
·                     ტრენინგის ჩატარების ადგილი: ხაშურის მეორე საჯარო სკოლა
·                     ტრენინგის ხანგრძივობა:   3 დღე ( 15 საათი ) 5 არასაკონტაქტო საათი.


2.   მიზანი და დღის წესრიგი:
მიზანი: აღწერა: მასწავლებლები გაეცნობიან და გააანალიზებენ შეფასების კრიტერიუმებსა და რუბრიკებს; ისწავლიან შეფასების კრიტერიუმებისა და რუბრიკების შედგენას, უნარების შეფასების სტანდარტული ფორმების ადაპტირებას კონკრეტული სასწავლო ამოცანების გათვალისწინებით.
·                      

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილე პედაგოგებს ეცოდინებათ:

ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მიზნების შესაბამისი შეფასების კრიტერი-უმებისა და სქემების შედგენა და გამოყენება; .) მოსწავლეთა პროგრესისა და მიღწევების მონიტორინგის წარმართვა; .) მოსწავლეთა საჭიროებების, პროგრესისა და მიღწევების აღნუსხვა, ანალიზი და ანგარიშის სახით წარმოდგენა;.) მომავალი სასწავლო პროცესის დასაგეგმად შეფასების მონაცემების გამოყენება;.) მიზნის შესაბამისი შეფასების ისეთი ტიპებისა და ფორმების შერჩევა, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნება არა მარტო გამოვლინდეს მოსწავლეთა შესაძლებლობანი და შეფასდეს მათი ცოდნა და უნარ-ჩვევები, არამედ ხელი შეეწყოს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას; .) სასწავლო მიზნებისა და შეფასების სტრატეგიების ურთიერთშეთანხმება: მიზნების შესაბამისი შეფასების კრიტერიუმებისა და ხერხების შერჩევა/შემუშავება, კომპლექსური დავალებების შესაფასებლად სათანადო კრიტერიუმების სქემების (რუბრიკების) შემუშავება და თითოეულის წონის განსაზღვრა დასახული პრიორიტეტული მიზნების გათვალისწინებით;


ტრენინგის თემატიკა :
  • მოსწავლის შეფასების სისტემა
  • შეფასების სახეები
  • პიგმალიონის ეფექტი
  • შეფასების მეთოდი_ ინტერვიუ
  • მასწავლებლის გამოცდილების გაზიარება
  • სწავლის მოტივაცია
  • სწავლის მოტივაციის  ამაღლების შინაგანი და გარეგანი ფაქტორები
  • დახასიათებითი ესეს შეფასების კრიტერიუმები
  • შეფასება სხვადასხვა ტიპის ტესტით;
  • შეფასების მეთოდი_ტესტირება
  • მოსწავლის ნაწერის სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასება

3.   ტრენინგის მსვლელობა:
·         წარდგენა და გაცნობა: ტრენერი ტრენინგის დაწყებისთანავეგაგვეცნო და ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ მოკლედ წარმოადგინა საკუთარი თავი.  დაგვირიგა მოდულის თემატიკის ამსახველი მასალები.

·                     ტრენინგზე ნასწავლ მასალას. გარდა ამისა, კლასის დამრიგებლებმა აღნიშნეს, რომ შესწავლილს აქტიურად გამოიყენებდნენ თავიანთი კლასების ვიდეო მასალის დახარისხებისთვის.
რეზიუმე :   
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მოსწავლის შეფასება სწავლა-სწავლების პროცესის უმნიშვნელოვანესი ეტაპია. მოსწავლის მოტივაციისა და წარმატების ერთგვარი განმსაზღვრელი და ცოდნის დონის განმსაზღვრელი.
     
1.    მოსწავლის შეფასების მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა, რაც გულისხმობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვასა და კონტროლს.
2.    მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება უნდა იყოს ხშირი და მრავალმხრივი; მან ხელი უნდა შეუწყოს: მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, მათი შესაძლებლობების გამოვლენას, სხვადასხვა პოტენციალის მქონე მოსწავლეთათვის თანაბარი პირობების შექმნას.
3.    მოსწავლე უნდა შეფასდეს სხვადასხვა ფორმებით (ესსე, პროექტის მომზადება, ზეპირი გამოსვლა, ექსპერიმენტის ჩატარება, ცდის ჩატარება, წარმოდგენა, წერითი, ფერწერული ან სხვა ტიპის ნამუშევარი, არგუმენტირებული მსჯელობა და სხვ.).

            საუბარი წარიმართა შეფასების სახეების შესახებ, მასწავლებელმა საჭიროებისამებრ უნდა გამოიყენოს მისი სახეები .  ტრენინგზე კონკრეტული ნაშრომების მიხედვით ვიმსჯელეთ ამ საკითხებზე. გავასწორეთ და შევაფასეთ მოსწავლეთა თხზულებები.

1.                   სკოლაში გამოიყენება ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი.
2.    განმსაზღვრელი შეფასება აკონტროლებს სწავლის ხარისხს, ადგენს მოსწავლის მიღწევის დონეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში. განმსაზღვრელ შეფასებაში იწერება ქულა.
3.    განმავითარებელი შეფასება აკონტროლებს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას. განმავითარებელი შეფასებისას გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა სიტყვიერი კომენტარი, რჩევა-დარიგება, დაკვირვების ფურცელი, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების სქემა და სხვ.
განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებების აღწერილობაშეიძლება შეფასდეს შემდეგი ცოდნა და უნარ-ჩვევები:

·         სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების მრავალმხრივი გააზრება-გაანალიზება და შეფასება;
·         ტექსტების ინტერპრეტირება;
·         ტექსტების შედარებითი ანალიზი;
·         თხრობა;
·         მსჯელობა;
·         სხვადასხვა სახის ტექსტების შედგენა-შეთხზვა;
·         ზეპირი გამოსვლა/პრეზენტაცია;
·         გამომხატველობითი კითხვა;
·         გრამატიკული და ლექსიკური ცოდნა;
·         მართლწერა;
·         შემოქმედებითობა;
  • სასწავლო სტრატეგიების  (კითხვის, წერის, მოსმენის, ზეპირმეტყველების) გააზრებულად გამოყენება;
  • მხატვრული ხერხების ცოდნა;
  • ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების ამოცნობა და გაანალიზება;
  • ძირითადი ლიტერატურული მიმდინარეობების მახასიათებლები და სხვა.

სასიცოცხლო უნარ-ჩვევები:
·         შემოქმედებითობა;
·         თანამშრომლობა (მეწყვილესთან, ჯგუფის წევრებთან);
·         სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით;
·         სასწავლო აქტივობებში მონაწილეობის  ხარისხი.

უნარ-ჩვევები ფასდება შემდეგი დავალებებით:

  • დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა;
  • სხვადასხვა ტიპის გრამატიკული და ლექსიკური სავარჯიშოები;
  • დისკუსიის მოწყობა პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით;
  • თხზულების, ესეის, რეფერატის შედგენა;
  • ინდივიდუალური ან ჯგუფური  პრეზენტაციის მომზადება;
  • სხვადასხვა ტიპის საკითხავი და მოსასმენი ამოცანების გადაჭრა;
  • სხვადასხვა ტიპის ზეპირი აქტივობის შესრულება დამოუკიდებლად, მეწყვილესთან ერთად ან ჯგუფურად;
  • სხვადასხვა ტიპის ტექსტის შექმნა დამოუკიდებლად, მეწყვილესთან ერთად ან ჯგუფურად;
  • პროექტის განხორციელება.

განვიხილეთ შემაჯამებელი დავალების ტიპები და მისი შეფასების ფორმები.

შემაჯამებელი დავალების კომპონენტი უკავშირდება სწავლა-სწავლების  შედეგს. ამ კომპონენტში უნდა შეფასდეს ერთი სასწავლო მონაკვეთის (თემა, თავი, პარაგრაფი, საკითხი) შესწავლა-დამუშავების შედეგად მიღწეული შედეგები. კონკრეტული სასწავლო ერთეულის დასრულებისას მოსწავლემ უნდა შეძლოს ქართული ენისა და ლიტერატურის  სტანდარტით განსაზღვრული ცოდნისა და უნარ-ჩვევების წარმოჩენა. შესაბამისად, შემაჯამებელი დავალებები უნდა ამოწმებდეს ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტით განსაზღვრულ  შედეგებს.


ტრენინგის დასასრულ ვწერეთ პოსტტესტი, რომელიც მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ პრაქტიკული დავალება გავიაზრეთ და კონკრეტულად შევასრულეთ მოცემულობები. მე კმაყოფილი დავრჩი ამ აქტივობით, გამოვცადე და შევამოწმე ჩემი თავი, მეტაკონიცია აუცილებელია ნებისმიერი ადამიანისათვის.
   ტრენინგის  მნიშვნელობის დასაბუთება  : ტრენერის შეკითხვაზე გაამართლა თუ არა ტრენინგმა მათი მოლოდინი, ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ასეთი შეხვედრები და კოსულტაციები პროფესიული განახლებისათვის აუცილებელია. იყო მეტად საინტერესო, პროდუქტიული, ორგანიზებული ასეთი პრაქტიკული დანიშნულების  ტრენინგები საჭიროა ხშირად ჩატარდეს საჯარო  სკოლის პედაგოგებისთვის.
ტრენინგის შემდეგ ტრენერმა ელ. ფოსტით პერსონალურად გამოგვიგზავნა ტრენინგის მასალა (handout), რაც ძალიან დამეხმარა დამოუკიდებლად განმემტკიცებინა ტრენინგზე განხილული  მასალა.



სსიპ -სურამის  პირველი  საჯარო სკოლის
ქართული ენისა და ლიტერატურის  
მასწავლებელი         ------                 ნინო მასურაშვილი                                     

რიცხვი - 28 . 04  2014










 ანგარიში


თარიღი----9.04.2014---- ------

1.     ტრენინგის შესახებ:
ტრენინგის დასახელება:  ელექტრონული სასწავლო რესურსების მომზადება "ანიმოტოს" გამოყენებით

  • ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი -საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
  • ტრენინგის ჩატარების ადგილი: თბილისი, მასწავლებლის სახლი.
  • ტრენინგის ხანგრძივობა:  1 დღე (4 საათი).


2.   მიზანი და დღის წესრიგი:
  • მიზანი: მასწავლებლები გაეცნობიან სასწავლო პროცესში ვიზუალური მასალის გამოყენების მეთოდოლოგიას, ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილების  თავისებურებებსა და  სწორ მიდგომებს. შეისწავლიან ვიდეო - ფაილების მომზადებას პროგრამა  „ANIMOTO-ს გამოყენებით, ასევე  ვიდეოს განთავსებას სასწავლო მეთოდური მასალების პორტალში.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილე პედაგოგებს ეცოდინებათ:

·         ელექტრონული რესურსების ეფექტუად გამოყენება სასწავლო პროცესში (აუდიო და ვიდეო საშუალებები)
·         ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის დაგეგმვა სწავლების სამფაზიანი მოდელის მიხედვით.
·         ვებ 2.0 ტექნოლოგიების საშუალებები, მისი გამოყენებით სასწავლო რესურსების შექმნა და ეფექტურად გამოყენება სასწავლო პროცესში.
·         ვებ პროგრამა Animoto-ს საშულებით ვიდეო მასალის შექნა და მათი ეფექტური გამოყენება სასწავლო პროცესში;
·         პროგრამა Microsoft office Picture Manager–ის გამოყენება სასწავლო მიზნებისთვის;
·         FVD DOWNLOADER-ის დაყენება და მართვა.
·         აქივებთან მუშაობა.

  • დღის წესრიგი:
Ø  წარდგენა,  გაცნობა და მონაწილეთა მოლოდინების განსაზღვრა - 20 წთ
Ø  ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები, განრიგი, მუშაობის ფორმები  და  წესები, საორგანიზაციო საკითხები - 10 წთ
Ø  ისტ - თ გამდიდრებული გაკვეთილის   ზოგადი თავისებურებანი და მიდგომები  (დისკუსია) - 10 წთ
Ø  რა ტიპის სასწავლო მასალა შეიძლება შეიქმნას პროგრამა ANIMOTO - ში. 10 წთ
Ø  D - GP - IP - პროგრამა ANIMOTO -ის ძირითადი ინსტრუმენტები, როგორ იქმნება ვიდეო - ფაილი 45 წთ
Ø  შესვენება - 20წთ
Ø  ნასწავლი მასალის შეჯამება - 10წთ
Ø  ვიდეო - ფაილების შესაბამისი მასალის მოძიება ინტერნეტში - 15 წთ
Ø  D GP IP - როგორ ხდება ვიდეო - მასალის გადატანა, გაზიარება და გადაგზვანა, სოციალურ სივრცესა თუ ელ. ფოსტაზე- ინსტრუმენტების გაცნობა - 20წთ
Ø  პრაქტიკული    ინდივიდუალური სამუშაო - 30წთ
Ø  შესრულებული დავალებების პრეზენატაცია, ტრენერისა და აუდიტორიის უკუკავშირი    - 30 წთ.
Ø  გონებრივი იერიში “რა ვისწავლეთ? როგორ გამოვიყენებ შეძენილ კომპეტენციებს საგაკვეთილო პროცესში?”  - 10წთ
Ø  ტრენინგის შეფასება  - 10 წთ


3.   ტრენინგის მსვლელობა:
  • წარდგენა და გაცნობა: ტრენერი ტრენინგის დაწყებისთანავე გაგვეცნო და ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ მოკლედ წარმოადგინა საკუთარი თავი. ასევე თითოეულმა მასწავლებელმა უპასუხა ტრენერის მიერ დასმულ  შეკითხვას  ,,ჩატარებული ჰქონდა თუ არა ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილი და რა ფორმით?“ და ,,რა მოლოდინი ჰქონდა ტრენინგისგან?“
·         ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები, განრიგი, მუშაობის ფორმები  და  წესები, საორგანიზაციო საკითხები: ტრენერმა წარმოგვიდგინა პროგრამის პრეზენტაცია: ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები (ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ პროგრამა ANIMOTO -ს საშუალებით სასწავლო რესურსების შექმნას და ეფექტურად გამოყენებას სასწავლო პროცესში და შეძლებენ შექმნილი მასალის ვიდეო -ფაილების საცავში ატვირთვას), მოკლედ გაგვაცნო დღის წესრიგი, კომპიუტერებთან მუშაობის ფორმები და წესები, ასევე ვისაუბრეთ საორგანიზაციო საკითხებზე  და აქტივობებზე (აქტიური ლექცია, გონებრივი იერიში, დემოსტრირება - მართული პრაქტიკა - დამოუკიდებელი ვარჯიში (D – GP - IP), პრეზენტაცია, პრაქტიკული მეცადინეობა). ტრენინგის მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება დაესვათ ტრენერისთვის სასურველი და მნიშვნელოვანი კითხვები
  • ისტ-თი გამდიდრებული გაკვეთილის   ზოგადი თავისებურებანი და მიდგომები: ტრენერმა ისაუბრა ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილის თავისებურებებზე და შემდეგ დისკუსიაში ჩაგვრთო მონაწილეები: ,,რა უპირატესობა აქვს ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილის ჩატარებას?“. გამოითქვა სხვადასხა მოსაზრებები, მაგრამ ყველა მასწავლებლის აზრი იყო ერთნაირი იმაზე, რომ ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილზე მოსწავლე უფრო მეტად მოტივირებულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თვითონაც მონაწილეობს სასწავლო მასალის შექმნაში, ასევე გაკვეთილი არის უფრო საინტერესო, ვიზუალური მასალა ეხმარება მოსწავლეს ინფორმაციის უკეთ აღქმაში და გაგებაში.
·         რა ტიპის სასწავლო მასალა შეიძლება შეიქმნას პროგრამა ANIMOTO - ში. ტრენერმა პროექტორის საშუალებით გვიჩვენა თავის მიერ შექმნილი ვიდეო - მასალა, ჩვენების დროს თან დაურთო კომენტარები, რა ტექნიკურ მხარეზე უნდა გამახვილდეს ყურადღება ვიდო - მასალის შექმნის დროს.
·         D - GP - IP -პროგრამა ANIMOTO-ს ძირითადი ინსტრუმენტები, როგორ იქმნება ვიდეო - ფაილი. ტრენერმა განმარტა,  რომ ANIMOTO არის ვიდეო ფაილების დამზადების უფასო პროგრამა,  დაწვილებით აგვისხსნა და გვაჩვენა როგორ უნდა მოხდეს პროგრამა ანიმოტოში მუშაობა, რეგისტარციის გავლა და ვიდეო- ფაილების შექმნა, მედია, აუდიო და ვიდეო ფაილების ჩასმა, სხვადასხვა ანიმაციური ეფექტებით გაფორმება, შექმნილი ვიდეო ფაილების რედაქტირება, კადრების კოპირება, შებრუნება, ფონის დაყენება, ამოჭრა, წაშლა და მათი შენახვა საკუთარი ვიდეო-ფაილების საცავში. გვაჩვენა როგორ შეიძლება ელ.ფოსტით შექმნილი ვიდეო ფაილის გადაგზავნა, მათი სოციალურ ქსელში გამოქვეყნება, გვასწავლა fvd downloader პროგრამის დაყენება და მისი საშუალებით ანიმოტოდან ვიდეო ფაილის გადმოწერა კომპიუტერში, ასევე დეტალურად აგვიხსნა პროგრამა Picture Manager-ში მუშაობა, სურათების რედაქტირება, ზომის დაპატარავება, ფერების შეცვლა, წითელი თვალის ეფექტის მოხსნა, სურათიდან საჭირო ადგილის ამოჭრა, შევასრულეთ დამოუკიდებლად ტრენერის მიერ მომზადებული სავარჯიშეობი, ტრენერი ინდივიდუალურად მუშაობდა ყველა მსმენელთან, აძლევდა რეკომედაციებს და პასუხობდა თითოეული მასწავლებლის შეკითხვას.
  • შესვენება: ტრენერმა გამოაცხადა 20 წუთიანი შესვენება.
  • ნასწავლი მასალის შეჯამება: შესვენების მერე პროექტორის საშუალებით მსმენელების აქტიური ჩართულობით მოხდა ნასწავლი მასალის გამეორება - შეჯამება
  • ვიდეო - კლიპისთვის შესაბამისი მასალის მოძიება ინტერნეტში ტრენერმა მოგვცა დავალება, წინასწარ კომპიუტერში სამუშაო მაგიდაზე დაგვხვდა საქაღალდე სადაც იყო განთავსბეული სხვადასხვა სურათები, რომლის საშუალებითაც მოვამზადებიდით ვიდეო -  ფაილს  და გადავუგზავნიდით ტრენერს ელ. ფოსტით.
  • პრაქტიკული  ინდივიდუალური სამუშაო: ინტერნეტში მოძიებული და ტრენერის მიერ წინასწარ ჩაწერილი მასალით დავიწყეთ ინდივიდუალური დამოუკიდებელი პრაქტიკული მუშაობა. რაიმე შეკითხვის წარმოშობის შემთხვევაში ტრენერი ინდივიდუალურად მიდიოდა თითოეულ მსმენელთან და ამომწურავად პასუხობდა ყველა კითხვას. ტრენერმა გვთხოვა, მაქსიმალურად გამოგვეყენებინა ყველა ის ინსტრუმენტი, რაც ვისწავლეთ.
  •  შესრულებული დავალებების პრეზენატაცია, ტრენერისა და აუდიტორიის უკუკავშირი: თითოეულ მონაწილეს დავალების პრეზენტაციისთვის მიეცა 2 – 3 - წთ, შესაბამისად ტრენერი ამოწმებდა ყველას მონაწილის მიერ შესრულებულ დავალებას, მონაწილეები მათ მიერ შექმნილ ვიდეო ფაილის პრეზენატციას ახდენდნენ წყვილებში და უგზავნიდნენ ერთმანეთს ელ. ფოსტით.
  • დებრიფინგი “რა ვისწავლეთ? როგორ გამოვიყენებ შეძენილ კომპეტენციებს საგაკვეთილო პროცესში?”  ტრენინგის ბოლოს  მოხდა ნასწავლი მასალის შეჯამება. თითოეულმა ჩვენთაგანმა აღნიშნა, გაკვეთილის რომელ ფაზაზე და როგორ გამოიყენებდა ტრენინგზე ნასწავლ მასალას. გარდა ამისა, კლასის დამრიგებლებმა აღნიშნეს, რომ შესწავლილს აქტიურად გამოიყენებდნენ თავიანთი კლასების ვიდეო მასალის დახარისხებისთვის.
  • ტრენინგის შეფასება: ტრენერის შეკითხვაზე გაამართლა თუ არა ტრენინგმა მათი მოლოდინი, ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ტრენინგმა მოლოდინს გადააჭარბა, იყო მეტად საინტერესო, პროდუქტიული, ორგანიზებული ასეთი პრაქტიკული დანიშნულების  ტრენინგები საჭიროა ხშირად ჩატარდეს საჯარო  სკოლის პედაგოგებისთვის. აღნიშნეს, რომ ის რისი გაკეთებაც მათთვის წარმოუდგენელი იყო საკუთარი ძალებით სხვისი დახმარების გარეშე, ახლა ტრენინგის გავლის შემდეგ ეს უკვე მეტად იოლი იქნება, ტრენინგის მსველობის პრეცესში უკვე დაიწყეს ზრუნვა მსმენელებმა, თუ როდის, რომელი გაკვეთილისთვის და სასწავლო პროექტისთვის გამოიყენებნენ ამ პროგრამას.

4.   ტრენინგის მნიშვნელოვნების დასაბუთება:
ტრენინგი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინეტრესო იყო,  მომეწონა პროგრამა ANIMOTO და მისი შესაძლებლობები. ტრენინგში მონაწილეობამ მომცა სტიმული და გამიზარდა ახალი იდეების, ინოვაციების განხორციელების მოტივაცია.
აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინში მიღებულ ცოდნას სასწავლო პროცესში. გავამდიდრებ ჩემს გაკვეთილებს ვიდეო - მასალითაც. გარდა ამისა, ამ ტრენინგმა საშუალება მომცა და დამანახა, როგორ გავამდიდრო ჩემი ელ. პორტფოლიო.
კოლეგებს შევთავაზებ ჩემ მიერ შეძენილი ცოდნისა და უნარების გაზიარებას ტრენინგის სახით და დავარწმუნებ, რომ ეს სიახლე დადებითად იმოქმედებს მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობაზე.

5.   ტრენინგის შემდეგ:
ტრენინგის შემდეგ ტრენერმა ელ. ფოსტით პერსონალურად გამოგვიგზავნა ტრენინგის მასალა (handout), რაც ძალიან დამეხმარა დამოუკიდებლად განმემტკიცებინა ტრენინგზე ნასწავლი მასალა. ტრენინგის შემდეგ შევქმენი სასწავლო ვიდეო - ფაილი, რომელსაც ავტვირთავ ბლოგზე, ლემილზე, სოციალურ ქსელში....


სსიპ -სურამის  პირველი  - - - - - - - - - - - - -  - საჯარო სკოლის
ქართული ენისა და ლიტერატურის   მასწავლებელი         ------                 ნინო მასურაშვილი                                     

რიცხვი - - - 2014 –  9 აპრილი- - - 














































მასწავლებელთა ეროვნული კონფერენცია
სიახლეების არქივი26 დეკემბერი , 2013

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პედაგოგებისთვის პირველი ეროვნული კონფერენცია ჩაატარა. ღონისძიებას სახელწოდებით „საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“ 150-მდე მასწავლებელი ესწრებოდა.


ორდღიან კონფერენციაზე მოხსენებები სხვადასხვა საგნების პედაგოგებმა წაიკითხეს, მათ შორის იყვნენ:


  • ქართული ენისა და ლიტერატურის;
  • მათემატიკის;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებების;
  • ხელოვნების;
  • დაწყებითი განათლებისა და სხვა საგნების მასწავლებლები.

თითოეულმა მომხსენებელმა კოლეგებს მის მიერ მომზადებული გაკვეთილი წარუდგინა და საგნის სწავლების სხვადასხვა მეთოდები შესთავაზა. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად კონკურსი მიმდინარე წლის ოტრომბერში გამოცხადდა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საგნობრივმა კონსულტანტებმა შემოსული 500-მდე განაცხადიდან 107 საუკეთესო მოხსენება შეარჩიეს.

კონფერენციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის, ქუთისისა და ბათუმის უნივერსიტეტის, აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის და ქობულეთისა და ბათუმის რესურსცენტრის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

                                                                                                                                                                                                                                                                          კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა ჩემი პროექტი ---,,წამებულიდან წმინდანობამდე".
   მომხსენებლებს გადმოგვეცა სერტიფიკატები.
  ჩაქვში გატარებული ორი დაუვიწყარი დღე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის პროფესიული განვითარების თვალსაზრისით.
 მადლობა მასწავლებელთა სახლის მუშაკებს, რომელთაც ორგანიზებულად და მიზნობრივად წარმართეს ეს არაჩვეულებრივი აქტივობა.

    






</div>



               მასწავლებელთა პირველი ეროვნული  კონფერენცია --     ჩაქვი,  2013 
                                                       ფოტოკოლაჟი
                                                   












  

           


ეროვნული კონფერენციის ,,საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში’’
წერილობითი  ანგარიში

ü  ჩამტარებელი  ორგანიზაცია : მასწავლებელთა  პროფესიული  განვითარების  ეროვნული  ცენტრი
ü  ჩატარების  ადგილი  და  ხანგრძლივობა: დაბა  ჩაქვი, სასტუმრო „ოაზისი“ , 2  დღე - 23 და 24  დეკემბერი, 2013  წელი
ü  კონფერენციის  მიზანი  და  ამოცანები :
კონფერენციის  მიზანია  პედაგოგიური  პრაქტიკის გაზიარება საქართველოს  საჯარო  სკოლის გამარჯვებულ,  სხვადასხვა  რეგიონებიდან  მოწვეულ პედაგოგებს  შორის,  რაც  გაზრდის  მათ  მოტივაციას,  ეფექტური  სასწავლო  აქტივობების  მიგნების  და  სიახლეების  პრაქტიკულად  გამოყენების  უნარს. მასწავლებლები  გაეცნენ  პროფესიული  განვითარების  ცენტრის  მიერ  გაწეული  მუშაობის  ანგარიშს,  მოსალოდნელი  ცვლილებების  სავარაუდო  მიმართულებებს.
ü  რეზიუმე:
ეროვნული კონფერენციის’’ შესახებ ილფორმაციას გავეცანი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტის ვებგვერდზე. ჩემი პროექტის  შესახებ მოხსენება და პრეზენტაცია  ელექტრონული  ფოსტით  გადავუგზავნე მასწავლებელთა  პროფესიული  განვითარების  ეროვნული  ცენტრის  ქართული ენისა და ლიტერატურის   კონსულტანტს  მაია პაპუნაშვილს. მივიღე  მოწვევა, რამაც უსაზღვროდ გამახარა. როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, 400-მდე თმიდან აირჩა 107 ნასშრომი, რომელთა შორისაც აღმოჩნდა ჩემი თემაც ,,წამებულიდან წმინდანობამდე".
მასწავლებელთა   პროფესიული  განვითარების  ეროვნული  ცენტრის  მიერ  ორგანიზებული  პირველი  ეროვნული კონფერენცია  გაიმართა ჩაქვში, სასტუმრო  „ოაზისში“,   2013  წლის  23, 24, 25  დეკემბერს.
კონფერენციაზე მოვისმინე ძალიან საინტერესო ნაშრომები, გავიცანი საინტერესო ადამიანები და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები.   ეს დღეები დაუვიწყარი იქნება ჩემთვის როგორც პროფესიული , ისე ადამიანური რესურსების მოძიების თვალსაზრისით. 
ü  კონფერენციის  სამუშაო  ენა  იყო  ქართული

ü  კონფერენცია გახსნა:


1.      მასწავლებელთა  პროფესიული  განვითარების    ეროვნული  ცენტრის  დირექტორის მოადგილემ,   თეა  კვინტრაძემ
2.      ბათუმის  შოთა  რუსთაველის  სახელობის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის წარმომადგენელმა
3.      ქუთაისის  აკაკი  წერეთლის  სახელობის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, ვლადიმერ ადეიშვილმა


4.      მასწავლებელთა  პროფესიული  განვითარების    ეროვნული  ცენტრის  საგნობრივი  უფროსმა  სპეციალისტებმა , კონსულტანტებმა  და  ექსპერტებმა (გიორგი გახელაძე, ნინო ლაბარტყავა, ზაქრო გიუნაშვილი...)
კონფერენციის მეორე დღეს ვმუშაობდით სექციებში. სულ იმუშავა შემდეგმა სექციებმა:
1.      განათლების  დაწყებითი  საფეხური
2.      ქართული  ენა  და  ლიტერატურა
3.      მათემატიკა
4.      სამოქალაქო მეცნიერებები
5.      საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
6.      ესთეტიკა და ხელოვნება
ქართული ენისა და ლიტერატურის სექციაზე (კონსულტანტი: მაია პაპუნაშვილი) სულ 19 ნაშრომის პრეზენტაცია მოვისმინე. 
1.      ინტეგრირებული გაკვეთილის შესაძლებლობები და ეფექტურობა - დალი ბენაშვილი
2.      როგორ დავგეგმოთ და ჩავატაროთ გაკვეთილები ისტ-ის გამოყენებით - მზია ვაშალომიძე
3.      როგორ დავგეგმე და განვახორციელე მოსწავლეებთან ერთად პროექტები: ,,დედოფლისწყარო’’ და ,,ჩემს კუთხეში გავრცელებული ქართული ენის დიალექტები’’ - რუსუდან გონაშვილი
4.      პროექტი: ,,წიგნი-ჩვენი საუკეთესო მეგობარი’’ - რუსუდან ნათენაძე
5.      პროექტ-გაკვეთილი: ,,საქართველოს გასაბჭოება და მისი შედეგები’’ - ეკა ცხადაია
6.      ინტეგრირებული გაკვეთილი: ადამიანის უფლებათა საფუძველი - ღირსება და სიცოცხლის უფლება ილიას ,,სარჩობელზედ’’ მიხედვით - ნინო ბერიკაშვილი, ლეილა ხვთისიაშვილი
7.      ინტეგრირებული გაკვეთილი - ,,მარადისობის რღვევა’’ - ნანა ჩიტორელიძე
8.      ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში - მარინა ხარაული
9.      პროექტ-გაკვეთილი: ,,ტაო-კლარჯეთის ისტორიული ძეგლების პოპულარიზაცია’’ - მზია ეგიაშვილი
10.  ინტეგრირებული გაკვეთილი ,,პორტრეტი და ადამიანის საცხოვრებელი გარემო მისი პიროვნების ამოსაცნობად - ნანა ცანავა
11.  პროექტი ,,წაწმებულიდან წმინდანობამდე’’ - ნინო მასურაშვილი
12.  ინოვაციური მეთოდები ქართული ლიტერატურის გაკვეთილზე - ხათუნა ღაღანიძე
13.  კვლევაზე დაფუძნებული პროექტი ,,თორნიკე ერისთავი და ათონის მთის საიდუმლო’’ - ეკატერინე ყურაშვილი
14.  პროექტი ,,ტაო-კლარჯეთში დარჩენილი ძეგლები ღაღადებენ’’- ნარგიზა თავართქილაძე
15.  ლიტერატურული ნაწარმოებების გაგება-გააზრება ისტ-ის გამოყენებით საბაზო საფეხურზე - ნაზი კოჩალიძე
16.  ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ და ინგლისურ ენებში (,,ტომ სოიერის თავგადასავალი’’) - ელისო მაწკეპლაძე, ასმათ დათიაშვილი
17.  ,,მე, შენ, ის, გრამატიკა და ... მოგზაურობა’’ - თეონა შერაზადიშვილი
18.  ინტეგრირებული გაკვეთილი ,,ლიტერატურაში გაცოცხლებული ისტორია’’ - ირმა პატარიძე
19.  პროექტი ,,მწერლობანა’’ - ნესტან კუბლაშვილი

ü  ღონისძიების  მნიშვნელობის  დასაბუთება :
კონფერენციის  მუშაობაში  მონაწილეობას  იღებდა სხვადასხვა რეგიონის მომხსენებელი, მათი  მოხსენებები  ეხებოდა ინტეგრირებული  გაკვეთილის, პროექტი-გაკვეთილის, კვლევა / პრობლემაზე  დაფუძნებული  სწავლების, სასწავლო  პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო  ტექნოლოგიების  გამოყენების, საგნობრივი  ცოდნის ცხოვრებაში ტრანსფერის, ინოვაციური  მეთოდების, საგაკვეთილო  პროცესში  მოსწავლეთა  მოტივაციის  ამაღლების  ხელშეწყობის, არაფორმალური განათლების  ხელშეწყობის, მშობელთა  და საზოგადოების / თემის  ჩართულობის შესახებ  საკუთარ  პრაქტიკულ  გამოცდილებას.
გავცვალეთ  საკონტაქტო  მონაცემები  სასწავლო  რესურსების  ურთირთგაზიარების  მიზნით. კონფერენციაზე  მიღებული  გამოცდილება  ერთ-ერთი  უმნიშვნელოვანესი  მომენტია  ჩემი  პროფესიული  ზრდისა  დ  განვითარებისათვის, რასაც  აუცილებლად  გავუზიარებ  ჩემს  კოლეგებს .



                                                    კონფრენცია   იხ. ANIMOTO             


















                   კონფერენცია --   „პროექტზე დაფუძნებული სწავლებასკოლაში“ 


   გაიმართა მასწავლებელთა სახლში, ვესწრებოდი, როგორც მსმენელი. პედაგოგებმა წარმოადგინეს საინტერესო პროექტები, თითოეული მათგანი მნიშვნელოვანი იყო სწავლა-სწავლების თვალსაზრისით. 

  •   კონფერენციის დასასრულს ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი შეხედულებები, კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ პროექტი, როგორც სწავლების მეთოდი, უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანია მოსწავლეთა უნარ-ჩვევბის გამოვლენისა თუ ჩართულობის თვალსაზრისით.

  •                       
  •      
  •       
  •                                                      


კონფერენცია
„პროექტზე დაფუძნებული სწავლება სკოლაში“
მ ო ს ა წ ვ ე ვ ი

გთხოვთ მობრძანდეთ კონფერენციაზე, „პროექტზე დაფუძნებული სწავლება სკოლაში“.
კონფერენცია გაიმართება 21 და 22 ივნისს, 1100 სთ-დან - 16 00სთ-მდე.
გთხოვთ თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა
და მოსწავევი.
პატივისცემით,
 პროგრამის კოორდინატორი
კახა ჟღენტი















 ტრენინგი თემაზე - კვლევა და პროექტ-გაკვეთილი ( სქემაში ჩართული მასწავლებლისათვის )





                 ტრენინგის წერილობითი ანგარიში  

ღონისძიების დასახელება
მასწავლებელთა სახლის მიერ ორგანიზებული ტრენინგი თემაზე - კვლევა და პროექტ-გაკვეთილი ( სქემაში ჩართული მასწავლებლისათვის )
ტრენინგი ჩატარდა მასწავლებელთა სახლის ტრენერის  -- ნანა მონიავას მიერ.
2012 წლის -- 11, 12 13 დეკემბერი.

მიზანი და ამოცანები
სქემაში ჩართული მასწავლებელის მიერ კვლევისა და პროექტ-გაკვეთილის წარმართვის უნარების გამომუშავება. მათი პროფესიული ზრდა და კარიერა.
რეზიუმე
ტრენინგის პირველი დღე დაიწყო დღის წესრიგის გაცნობით. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მიმოხილვისას არაერთი კითხვა დაისვა. საკითხთა კონკრეტიკა მიზნობრივად ასახავდა სამოქმედო თემას. სქემის გზამკვლევის პუნქტების განხილვამ მასწავლებელთა აქტიური ჩართვა განაპირობა ტრენინგის პროცესში, მოხდა ინტერაქცია.
შემდეგ გონებრივი იერიშის მეთოდით  5 წუთის განმავლობაში თითოეულმა მასწავლებელმა დავწერეთ ის მახასიათებლები, რომლითაც პროფესიონალი მასწავლებელი გამოირჩევა.მიმოვიხილეთ კვლევის რაობა, წყვილებში შევიმუშავეთ საკვლევი თემები და კვლევის ეტაპები, რომელსაც მოჰყვა მათი პრეზენტაცია, თითოეულმა ჯგუფმა ნათლად და კონკრეტულად ჩამოაყალიბა პრობლემა და მიზანი.ჩემიჯგუფის თემა იყო-- აკადემიურად ჩამორჩენილი მოსწავლის წარუმატებლობის კვლევა.  გაიმართა დისკუსია, პოლილოგში თითქმის ყველა პედაგოგი ჩაერთო, იყო საკამათო საკითხებიც, რომლებზეც საბოლოოდ შევჯერდით.
მომეწონა და კმაყოფილი დავრჩი აღნიშნული მუშაობით, რადგან კონკრეტულად განვიხილეთ ყველა სავარაუდო კითხვა და პროცესი. ბევრი რამ გახდა ჩემთვის ნათელი.
ტრენინგის მეორე დღის  განსახილველი თემები გახლდათ -- პრაქტიკული კვლევა, პროექტ-გაკვეთილი და პროექტის შეფასების რუბრიკა.
 ტრენერმა მეცადინეობა დაიწყო წინა დღის მასალის გახსენებით.თითოეულმა ჯგუფმა კონკრეტულითემა წარმოადგინა კვლევისათვის. სამუშაო ფურცელი # 2-ის (  იხ. მასალები ) მიხედვით  წარმოვადგინეთ საკითხები და განვიხილეთ ყველა შესაძლებლობა.  ასე მაგალითად: აგრესია მე-9 კლასის მოსწავლეებში; საფეხურიდან საფეხურზე გადასვლის ადაპტირება;  რატომ იგვიანებს მოსწავლე ( მოსწავლეები )  გაკვეთილზე, მეტყველების კულტურის პრობლემების კვლევა და სხვა. გავშალეთ და გავაანალიზეთ თითოეული ჯგუფის პრობლემა, კვლევის ეტაპების შესაბამისად  განვმარტეთ სამუშაო პროცესები, შეირჩა კვლევის მეთოდებიც. ძალზე საინტერესოდ და საქმიანად ჩატარდა ეს აქტივობა, ბევრი  სიახლე თუ გამოცდილება გავუზიარეთ ურთიერთს.   მეთოდების ყველაზე უფრო საერთო  (ზოგადი) კლასიფიკაცია დამოკიდებულია მათ ორიენტაციაზე ადამიანისა და მისი პრობლემების შეცნობაში, შეფასებაში.  სციენცისტური მიმართულების წარმომადგენლები ორიენტირდებიან იმ შესაძლებლობაზე, რომ  შეიცნონ სამყარო  გონის  მეშვეობით სუფთა   ემპირიული  პრიზმის ჭრილში ლოგიკურ-მათემატიკური საშუალებებით. საწინააღმდეგო ორიენტაციის წარმომადგენლები (ანტისციენცისტები) საზოგადოებრივ - მეცნიერული მეთოდების  როლს ზღუდავენ ჰუმანიტარულ მეცნიერებებთან მიმართებაში.  ადამიანის სულიერი  ცხოვრების შესასწავლად  აუცილებელია სხვა  მსოფლმხედველობითი იდეები, სხვა შემეცნებითი საშუალებები, ურთიერთშევსების  პრინციპის გამოყენება.      კვლევის ემპირიული მეთოდები გვაძლევენ პედაგოგიური რეალობის უშუალო ცოდნის მიღების საშუალებას, ქმნიან ფუნდამენტს პრობლემის შემდგომი თეორიული დამუშავებისათვის დაკვირვების, საუბრების, ექსპერიმენტების, პედაგოგიური პროცესის მონაწილეთა საქმიანობის შედეგების ანალიზის, ანკეტირების, პედაგოგიური გამოცდილების და მისი. გზით. ამასთან, მეცნიერული კვლევის ეფექტურობა დამოკიდებული არ არის  მხოლოდ  გამოყენებულ მეთოდზე. დიდი  მნიშვნელობა აქვს პრობლემის  სწორად  დაყენებას, იმ წინააღმდეგობების ხედვის უნარს, რომლებიც უნდა გადაიჭრას, საქმისადმი შემოქმედებით მიდგომას.  
  ერთხმად აღინიშნა, რომ ასეთი მეთოდით მუშაობა  აუცილებლად გაიყვანს მასწავლებელს შედეგზე, მაგრამ პროცესუალურად და დოკუმენტურად დიდ დროს მოითხოვს, ეს კი ცალკე პრობლემაა პედაგოგისათვის.
მეორე დღის  შემდეგი მთავარი და მნიშვნელოვანი საკითხი იყო პროექტ-გაკვეთილი. ვისაუბრეთ პრობლემაზე ორიენტირებული მეთოდების შესახებ. არსებობს სხვადასხვა სახის პროექტები, ზოგიერთი მათგანი გრძელვადიანია, როგორც ტრენერმა გვირჩია, თავდაპირველად უმჯობესია, რომ მცირევადიან ( ერთკვირიანი, ერთთვიანი ) პროექტებში ვცადოთ მუშაობა. აუცილებელია, რომ გადასაჭრელი პრობლემის შერჩევაში მოსწავლეები აქტიურად ჩაებან, მასწავლებლებმა მზა ინსტრუქციები არ უნდა შევთავაზოთ, ფასილიტატორობა კი ჩვენი მოვალეობაა და მიზანდასახულად უნდა დავეხმაროთ  მათ

. პროექტგაკვეთილის დამახასიათებელი ნიშნები
სწავლების სხვა მეთოდებისგან პროექტგაკვეთილი შემდეგი ტიპობრივი ნიშნებით გამოირჩევა:
. პროექტის ინიციატივა მომდინარეობს პროექტის მონაწილეთაგან - როგორც მასწავლებლისგან, ასევე მოსწავლეებისგან;
. პროექტის მონაწილეები თანხმდებიან ერთმანეთთან ურთიერთობის ფორმებზე;
. ერთად ავითარებენ პროექტის ინიციატივას, რათა საქმიანობა იყოს გააზრებული და რაციონალური;
. თანხმდებიან პროექტგაკვეთილის მიზანზე, აქტივობებზე, მუშაობის პირობებზე, სავარაუდო შედეგებზე;
. თავად შემოსაზღვრავენ დროით ჩარჩოს და ამ დროს სხვადასხვა აქტივობაზე ანაწილებენ;
პროექტგაკვეთილის დაგეგმვისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
. სასწავლო პროექტის თემის შერჩევაში, დაგეგმვასა და პრობლემის მართვაში აქტიურად უნდა მონაწილეობდეს მოსწავლე. ის არ უნდა იყოს მხოლოდ შემსრულებლის, მით უმეტეს, ტექნიკური შემსრულებლის როლში;

        შემდეგ ვისაუბრეთ პროექტგაკვეთილის დამახასიათებელ ნიშნებზე :
სწავლების სხვა მეთოდებისგან პროექტგაკვეთილი შემდეგი ტიპობრივი ნიშნებით გამოირჩევა:
. პროექტის ინიციატივა მომდინარეობს პროექტის მონაწილეთაგან - როგორც მასწავლებლისგან, ასევე მოსწავლეებისგან;
. პროექტის მონაწილეები თანხმდებიან ერთმანეთთან ურთიერთობის ფორმებზე;
. ერთად ავითარებენ პროექტის ინიციატივას, რათა საქმიანობა იყოს გააზრებული და რაციონალური;
. თანხმდებიან პროექტგაკვეთილის მიზანზე, აქტივობებზე, მუშაობის პირობებზე, სავარაუდო შედეგებზე;
. თავად შემოსაზღვრავენ დროით ჩარჩოს და ამ დროს სხვადასხვა აქტივობაზე ანაწილებენ;
      თითოეულმა სკოლამ დავგეგმეთ ინტეგრირებული პროექტები : ადამიანი და ბუნება;
ხაშურის რაიონის არქიტექტურული ძეგლები, სააკაძის ეპოქა,
როგორ ავირჩიოთ კბილის ჯაგრისი;
   პარალელურად მუშაობდა ერთი ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა შეფასების კრიტერიუმები.
 სამუშაოს დასრულების შემდეგ მოვაწყეთ პრეზენტაცია, არჩეულმა პრეზენტატორებმა წარმოადგინეს ჯგუფის ნამუშევარი, კითხვებზე პასურის გაცემაში მონაწილეობა მიიღეს გჯუფის სხვა წევრებმაც. შეფასდა თითოეული პროექტის განაცხადი.განვიხილეთ შეფასების კრიტერიუმები.
 ასეთი საქმიანი პროცესი რეალურ მოქმედებაში ძალიან დაგვეხმარება, მასწავლებლებმა დამაჯერებლად დაასაბუთეს წარმოდგენილი აქტივობების მიზანთან შესაბამისობა.
  ტრენინგის მესამე დღის განსახილველი საკითხები იყო -- კათედრებზე მუშაობა და კვლევა, მასწავლებლის პორტფოლიო და ანგარიშის ფორმების მომზადება.
დღე დავიწყეთ კათედრების ფუნქციის გახსენებით და მათი დეტალური  აღწერით. აღინიშნა, რომ კათედრებზე მუშაობას დიდი როლი აკისრია სკოლის საერთო კულტურის ჩამოყალიბებაში.
კათედრების მუშაობა შეიძლება დაიგეგმოს შემდეგი მიმართულებებით:
o    საგნობრივი ჯგუფის კოორდინაცია
o    გამოცდილების გაზიარება
o    სახელმძღვანელოს შერჩევა
o    პროფესიული განვითარება
o    რესურსების შერჩევა და შეფასება, ღონისძიებების დაგეგმვა
o    პროფესიული ღირებულებები და ვალდებულებები ,ახალი მიდგომები

სამუშაო ფურცელი # 2-ის მიხედვით ვიმუშავეთ ჯგუფებში, ხოლო შემდეგ მოხდა გაზიარება. თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა საკუთარი თემატიკა, რომლის მიხედვითაც დაგეგმავდნენკათედრების დღის წესრიგს,  ვიმსჯელეთ არგუმენტირებით. მისასალმებელია, რომ ყველა მასწავლებელმა გამოთქვა სურვილი, რომ კათედრებმა შეიძლება დაგეგმონ აქტივობები სასკოლათაშორისო ფარგლებში, მაგალითად, კონფერენციის ჩატარება, თემების წარდგენა, სემინარები და სხვა.
        შემდეგი საკითხი გახლდათ მასწავლებლის პორტფოლიო, მისი წარმოება. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩატარებული მუშაობის აღრიცხვა და დოკუმენტირება აუცილებელია მოხდეს  რაღაც ფორმით. ჩვენს შემთხვევაში მასწავლებლის პორტფოლიო სრულად უნდა წარმოადგენდეს მისი მუშაობის ერთგვარ სავიზიტო ბარათს.


მასწავლებლის პორტფოლიო, როგორც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და ევალუაციის/შეფასების მნიშვნელოვანი იარაღი
რა არის პორტფოლიო?
პორტფოლიო არის ინდივიდუალური ნამუშევრების კრებული, სადაც დოკუმენტირებულია როგორც მუშაობის პროცესი, ასევე შედეგი. იგი ნათლად წარმოაჩენს მასწავლებლის თუ მოსწავლის მცდელობას, წინსვლას, მიღწევებს დროის გარკვეულ მონაკვეთში.
დაახლოებით ოცი წელია, რაც პორტფოლიომ განათლების მეცნიერებაში შემოაღწია და დამკვიდრდა. თუმცა, პორტფოლიოს გამოყენება ახალი მიგნება არ გახლავთ, არქიტექტორები და ხელოვანები მსგავსი დოკუმენტების კრებულს რამდენიმე ასწლეულია იყენებენ ახალი დამკვეთებისთვის საკუთარი შესაძლებლობების პრეზენტაციისთვის. განათლების მეცნიერებაშიც პორთფოლიო უპირველესად, როგორც აუთენტური დოკუმენტი, მიღწევის შეფასების ალტერნატიულ შესაძლებლობას გამოხატავს.
მიუხედავად იმისა, რომ პორტფოლიოს გამოყენება სწავლების პროცესში ახალი მიგნებაა, სპეციალისტები ერთხმად აღიარებენ მის მნიშვნელობას. ნებისმიერ დისციპლინაში პორტფოლიო წარმოადგენს საუკეთესო საშუალებას დაინტერესებულ საზოგადოებას წარედგინოს ამა თუ იმ ინდივიდის მიღწევები და საუკეთესო ნამუშევრები მოცემულ სფეროში.
გამოყოფენ პორტფოლიოზე მუშაობის პროცესის ექვს ძირითად საფეხურს:

1. პორტფოლიოს თემისა და მიზნის განსაზღვრა;

2. მასალის შეგროვება;

3. შეგროვილი მასალის გადარჩევა და მნიშვნელობის გაანალიზება;

4. პორტფოლიოს გაფორმება;

5. პორტფოლიოს შეფასება და გადამუშავება;

6. პორტფოლიოს წარდგენა/პრეზენტაცია - როგორც სამუშაო პროცესის დაგვირგვინება.

          მესამე სამუშაო დღე დავამთავრეთ ღონისძიების ანგარიშის ფორმებსა და მომზადებაზე ინფორმირებით.  ტრენერის მიერ მოწოდებულ მასალებში ვიმუშავეთ ღონისძიების ანგარიშის ფორმაზე.  ყველა მასწავლებელმა ირწმუნა ის, რომ აუცილებელია, სათანადო დოკუმენტირება მოსმენილი ტრენინგისა თუ სხვა აქტივობის,მაგრამ ზედმეტად ჩინოვნიკურად მივიჩნიეთ, ანგარიშის ასე ზედმიწევნით  წარმოდგენა, როგორსაც გვთხოვენ. მართალია, რეზიუმე 900 სიტყვამდე შეამცირეს, მაგრამ ესეც ძალზე ზედმეტია, ისე არ გამოვიდეს, რომ მასწავლებელი ქაღალდებს გადააყოლონ და მოსწავლე უპატროდ დარჩეს. ეს პრობლემა ყველა მასწავლებელმა დააფიქსირა და შევთანხმდით, რომ ტრენერსაც მივაწოდებდით წერილობით იმ ფორმებში, რომელიც შევავსეთ და მას გადავეცით.
 ღონისძიების მნიშვნელობის დასაბუთება
 მასწავლებლის პროფესიული ზრდისა და გამოცდილებათა გაზიარების თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია ეს ტრენინგი. მე უკვე ვიცი, რა და როგორ უნდა ვაკეთო, ვეცდები, რომ შემს კოლეგებსაც გავუზიარო  შეძენილი ცოდნა, რომელიც მათაც დაეხმარება პროფესიული განვითარების სქემის აქტივობების წარმოებაში.



ხელმოწერა                        ნ. მასურაშვილი ( სურამის პირველი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი )



თარიღი                                    16. XII.2012







                    

1 комментарий: