четверг, 20 июня 2019 г.





                                     სკოლის საჭიროების კვლევა 

                                                  2018 -2019 სასწავლო წელი 






https://drive.google.com/file/d/1Usu6Rky2kLZ3ifba8FMVHF15c7qEu6va/view?usp=sharing  

среда, 25 декабря 2013 г.

საგანმანათლებლო ბლოგი



   


  




   
,,ქვისგან ადამიანის გამოკვეთა უფრო იოლია, 
ვიდრე ადამიანისგან პიროვნების გამოძერწვა ."      
                                                              (    როდენი     )








გაბრიელა მისტრალი


მასწავლებლის ათი მცნება

(თარგმნა მანანა გიგინეიშვილმა)


1. გიყვარდეს მთელი გულითა და სულით. თუ სიყვარული არ შეგიძლია, ნუ ასწავლი ბავშვებს.

2. ასწავლე სადად, უბრალოდ, ისე, რომ მთავარი არ გაგეფანტოს.

3. გაიმეორე, როგორც ბუნება იმეორებს, ვიდრე არ მიაღწევს სრულყოფილებას.

4. ასწავლე ისე, რომ გახსოვდეს მშვენიერება, რადგან იგი დედაა ყოველივესი.

5. იყავი გულანთებული, ლამპრები რომ აანთო, ცეცხლი უნდა გქონდეს გულში.

6. სული შთაბერე გაკვეთილს, ყოველ გაკვეთილს სული უნდა ედგას ცოცხალი არსებასავით.

7. იზრუნე შენი სულის ამაღლებაზე, - რომ გასცე, უნდა გქონდეს.

8. გახსოვდეს, შენი პროფესია ხელობა კი არა, ღვთისმსახურებაა.

9. ყოველდღე, გაკვეთილის დაწყებამდე, საკუთარ სულში ჩაიხედე, წმინდა თუ გაქვს გული.

10. იფიქრე იმაზე, რომ ღმერთმა შენ დაგაკისრა ხვალინდელი დღის შექმნა.













    მასწავლებლის სამახსოვრო    !                                                                                        

1. გაამდიდრეთ სასწავლო პროცესი ამის მიღწევა შესაძლებელია დამატებითი, კლასგარეშე აქტივობებით, მრავაფეროვანი სასწავლო მასალებით და  სწავლების ახალი მეთოდებისა და სტრატეგების გამოყენებით. ამით სასწავლო პროცესი მოსწავლისთვის უფრო სახალისო და საინტერესო გახდება.
2.
ეცადეთ, გაააქტიუროთ მოსწავლეებიმოსწავლეებისთვის გაცილებით უფრო ბუნებრივია საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩართვა და მონაწილეობა, ვიდრე მშვიდად ჯდომა და მოსმენა. ამისათვის შეგიძლიათ, ჩაატაროთ დისკუსიები, გამოიყენოთ ჯგუფური მუშაობის მეთოდი,პრეზენტაციები, როლური თამაშები, საგანმანათლებლო ექსკურსიები და სხვა. თუმცა ჩამოთვლილ სტრატეგიებს უნდა შეურჩიოთ  დრო, თორემ არ ექნება ის ეფექტი, რასაც ელით.
3.
ჩართეთ მოსწავლეები ცოდნის შეფასების ინსტრუმენტების მომზადებაში ეს 
აქტივობა გულისხმობს მოსწავლეთა ჩართვას სემესტრული ტესტების, კონკრეტულ თემასთან დაკავშირებული სავარჯიშოების, კროსვორდების, სიტუაციური ამოცანების მომზადების პროცესში. ეს არა მხოლოდ გაზრდის მათ მოტივაციას, არამედ მასალის თვისებაში შეუწყობს ხელს.
4.
გამოიყენებთ განსხვავებული სირთულის დავალებები კარგი იქნება, თუ ერთსა და იმავე თემაზე მოსწავლეებს სხვადასხვა სირთულის დავალებებსა თუ აქტივობებს შესთავაზებთ. ეს შესაძლებლობას მოგცემთ, გაითვალისწინოთ მოსწავლეთა შესაძლებლობები და ამით აამაღლოთ მათი მოტივაცია.
5.
გამოიყენეთ უნიშნო აქტივობები ამგვარი დავალებების დროს მოსწავლის ყურადღება შედეგიდან პირდაპირ პროცესზე გადაერთვება.
6.
შეცდომები სწავლის საუკეთესო საშუალებაა კლასში უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, რომელშიც მოსწავლეებს ნეგატიური შეფასების, კრიტიკის და შეცდომის დაშვების შიში არ ექნებათ. შეცდომები უნდა ვაქციოთ მოსწავლისთვის უკეთესი შედეგებისკენ სწრაფვის დასაწყისად.
7.
მიაწოდეთ მოსწავლეებს დადებითი უკუკავშირი –  ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ .. "1+2" შეფასება. "1+2" ისეთი შეფასებაა, სადაც "1"  შენიშვნაა, რჩევა, რომელიც მოსწავლემ უნდა გაითვალისწინოს, ხოლო "2" – პოზიტიური კომენტარი. ეს შეფასება შეგიძლიათ, შეცვალოთ თქვენი სურვილისამებს, თუმცა სასურველია, დაიცვათ პროპორცია პოზიტიურ და ნეგატიურ შენიშვნებთან მიმართებაში.
8.
თავი აარიდეთ მხოლოდ ნიშნის დაწერას ნაშრომის შესწორებას და ნიშნის დაწერას პარალელურად დაურთეთ კომენტარიკონკრეტულად რის გამო დააკლდა მას ნიშანი, რა მოგეწონათ და რაზე უნდა გაამახვილოს მოსწავლემ ყურადღება. თქვენი კომენტარი, რომელიც ერთვის ნიშანს, უნდა  იყოს ვრცელი და ამომწურავი.
9.
არასოდეს გააკრიტიკოთ მოსწავლე საჯაროდ საჯარო კრიტიკა ნეგატიურ გავლენას ახდებს მოსწავლის თვითშეფასებასა და მოტივაციაზე. ასევე ამგვარი მიდგომა აქვეითებს მოსწავლის ნდობასა და პატივისცემას თქვენ მიმართ.

10. იყავით მიუკერძოებელი მასწავლებელი ჩვეულებრივი ადამიანია თავისი სიმპატიებით, შეხედულებებეითა და მოწონებებით. მაგრამ ეცადეთ, რომ მაქსიმალურად გამორიცხოთ სუბიექტივიზმის გამოვლენის შემთხვევები სწავლის პროცესში და მოსწავლეებთან პირად ურთიერთობებში.
11.
ტესტირებისას გამოიყენეთ სხვადსხვა ტიპის შეკითხვები ტესტი ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ დაცული იყოს ბალანსი ღიადაბოლოებიან  და დახურულ შეკითხვებს შორის. ამგვარად შედგენილი ტესტი არ მიანიჭებს უპირატესობას რომელიმე კონკრეტულ მოსწავლეს და კლასის შეფასების უფრო ადეკვატური ინსტრუმენტი იქნება.
12.
სათანადო ყურადღება დაუთმეთ მოსწავლეთა თითოეულ ნაშრომს საჭიროა, მოსწავლეთა ნაშრომებს, მის განხილვასა და შეფასებას, სათანადო ყურადღება დაუთმოთ. ზერელე დამოკიდებულების შემთვევაში მოსწავლე დემოტივირებული ხდება.
13.
ჩართეთ მოსწავლე საკლასო გადაწყვეტილებების მიღებაში მოსწავლეთა მონაწილეობა საკლასო ნორმების, შეფასების კომპონენტების შემუშავებაში, შესასწავლ საკითხთა თანმიმდევრობის დადგენაში და სხვ. მნიშვნელოვნად აამაღლებს ათ მოტივაციას და ხელს შეუწყობს მათი მხრიდან ამ შეთანხმების შესრულებას.
14.
შემოიღეთ "პრობლემებისა და წინადადებების ყუთი" ეს მეთოდი მისცემს მოსწავლეებს საკუთარი აზრის, მოსაზრების, შეფასების ანონიმურად წარმოდგენის საშუალებას. თუმცა ამ მეთოდის გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოთ:
·                     დეტალურად უნდა აუხსნათ მოსწავლეებს ყუთის არსი და მისი გამოყენების მიზანი;
·                     მოსწავლეთა წინადადებების წარმოდგენის გარკვეული ფორმატი უნდა შეიმუშაოთ. კონკრეტული ტიპის ინფორმაციის მითითება სავალდებულო უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მეთოდი არ იქნება ეფექტური.
·                     მასწავლებელმა სისტემატურად უნდა განიხილოს შემოსული წინადადებები.
16. ყველა მოსწავლეს შეუძლია, ისწავლოს და იყოს წარმატებული საგაკვეთილო პროცესში და მოსწავლეებთან ურთიერთობისას უნდა იკვეთებოდეს მასწავლებლის ამგვარი დამოკიდბულებa











რეკომენდაციები ...

                                                    რომ არ გადავიწვათ ...




ნაბიჯი #1)ყოველდღიურად გაერთეთ თქვენს მოსწავლეებთან ერთად – გაეხუმრეთ მათ, მოუყევით მოკლე ისტორიები, ამოახსნევინეთ თავსატეხები, ტვინის გასავარჯიშებელი თამაშები და ა.შ. ეს პროცესი თქვენთვისაც და ბავშვებისთვისაც საინტერესო იქნება. ამაში არც ბევრი დრო დაგეხარჯებათ და განსახორციელებლადაც ადვილია, თან, თითქმის ყველა თემაზე შეძლებთ მათ გამოყენებას.
ნაბიჯი #2) გაუფრთხილდით ჯანმრთელობას – თქვენი სხეულის ფიზიკური მდგომარეობა ასახვას ემოციურ კონდიციაზეც ახდენს, ამიტომ არასდროს დაიშუროთ ძალისხმევა საკუთარი ჯანმრთელობისათვის. ლანჩის და საუზმის გამოტოვება ცუდი იდეაა. აუცილებლად გამოიძინეთ საკმარისად ყოველდღიურად. სახლში დაბრუნებულმა, ცოტა წაუძინეთ, რასაც გამაახალგაზრდავებელი ეფექტი ექნება. შეიძინეთ უკეთესი ფეხსაცმელი, რათა სიარული გაიიოლოთ და თავიც უკეთ იგრძნოთ. მე საკუთარ თავს ყოველთვის აქტიურ მასწავლებლად მივიჩნევდი და ვფქირობდი, რომ დამატებითი ვარჯიში არ მჭირდებოდა. როგორც აღმოჩნდა, სისხლძარღვთა და სხეულის ზედა ნაწილის ვარჯიში მესაჭიროება. კვირაში ორი დღე, 30-წუთიანი სირბილი სასწაულებს ახდენს. მარტივი აზიდვები გაგიძლიერებთ მუცლის, ზურგის და კიდურების კუნთებს. გაგიკვირდებათ, რამდენად უკეთ იგრძნობთ ამის შემდეგ თავს, მაშინ როცა დღის ბოლოს ადვილად აღარ დაიქანცებით.
ნაბიჯი #3) ისწავლეთ რაიმე ახალი და გაუზიარეთ მოსწავლეებსაც – წაიკითხეთ საინტერესო წიგნი – საგანმანათლებო, ან სხვა კუთხით. ბოლო დროს წავიკითხე “ყველაზე ჭკვიანი ბავშვი მსოფლიოში” და ამანდა რიპლის “როგორ გახდნენ ასეთები”. ორივე წიგნი საინტერესოა და თან საგანმანათლებლოც, ამიტომაც სულაც არ შევუწუხებივარ სინდისის ქენჯნას იმაზე, რომ ამ წინგებს დრო დავუთმე და მათ შესახებ გაკვეთილი დავგეგმე. წაიკითხეთ კლასიკური ლიტერატურა, რომლის წაკითხვაც სულ გინდოდათ, მაგრამ დროს ვერ ნახულობიდთ; უყურეთ შემეცნებით თოქ-შოუებს, ინტელექტუალურ კვლევებს და სხვ.
ნაბიჯი #4) დაეხმარეთ სხვა მასწავლებელს – გაუზიარეთ სხვებს თქვენი გამოცდილება, როგორც ლოკალურად, ასევე ინტერნეტის მეშვეობით. საიტი Edutopia.org მუდამ თქვენს განკარგულებაშია. თუ დროს დაუთმობთ ბლოგებს და პასუხის გაცემასაც არ დაიზარებთ, თავადვე გაგაკვირვებთ შედეგები. წამოიწყეთ თქვენი საკუთარი ბლოგი, რომელიც მოტივაციას აუმაღლებს თქვენს დამწყებ და უკვე “გადაღლილ” კოლეგებს. იყავით მეტად აქტიური თქვენს სამსახურში, გამოიჩინეთ მოხალისეობა სწავლების, ფასილიტაციისა და გაკვეთილების დაგეგმვის ორგანიზებაში. გაუწიეთ მენტორობა სხვა მასწავლებელს, ან ოფიციალურად, ან ინფორმაციული კუთხით. დახმარება ყოველთვის საჭიროა და არასდროს არაა ფუჭი.
ნაბიჯი #5) გაულამაზეთ დღე სხვას – დაურეკეთ მშობელს და უთხარით, თუ რა კარგია მოსწავლეა მისი შვილი. მოსწავლე, რომელსაც რაიმე უჭირს, გულწრფელად შეაქეთ, როცა რაიმე კარგად გამოუვა. გამოხატეთ პატივისცემა და დადებით დამოკიდებულება ადმინისტრაციისა და კოლეგა მასწავლებლების მიმართ, იქნება ეს შექების წერილით, ჩახუტებით, თუ პატარა საჩუქრის ჩუქებით გამოხატული.
ნაბიჯი #6) გამხნევდით – გაიღიმეთ. დადექით სარკესთან და გაუღიმეთ საკუთარ თავს. მერე ეცადეთ, რომ აღარ გაგეღიმოთ. ეს თითქმის შეუძლებელია. ასე რომ, ეცადეთ გაიცინოთ მაშინაც კი, როცა საერთოდ არ გეღიმებათ. გაუღიმეთ მოსწალეებს, როცა კართან დახვდებით და დაინახავთ რომ ისინიც გაგიღიმებენ.
ნაბიჯი #7) გახდით “მეცნიერი-მკვლევარი” – გამოცადეთ ექსპერიმენტული სტრატეგიები და გახდით ამ საქმის ექსპერტი. დაიხმარეთ ბავშვებიც. ჩამოაყალიბეთ კონტროლის და ექსპერიმენტის ჯგუფები. შედეგების აღრიცხვა აწარმოეთ და გაუზიარეთ კოლეგებსაც შეხვედრის, ან კონფერენციის დროს. იზეიმეთ წარმატებები!
ნაბიჯი #8) დაინახეთ პოზიტივი – იფიქრეთ მუდამ მოზიტიურად, რთულ გარემოებებშიც კი. ეს სიტუაციას არ გაამარტივებს, მაგრამ სამაგიეროდ თავს იგრძნობთ უკეთ და შეიძლება, სხვებსაც გაუუმჯობესოთ განწყობა. მასწავლებლობა რთულია, მაგრამ ყველაფერი არც ისე ცუდია, როგორც ხანდახან ჩანს. ნახევრად ცარიელი ჭიქა, არ ისე მომხიბლავია, როგორც ნახევრად სავსე.
ნაბიჯი #9) გადაალაგეთ დეკორაციები – გადაანაცვლეთ დაფები, მერხები, შეცვალეთ განათება. ეცადეთ, ოთახში თქვენი საყვარელი სურნელი იყოს, ან მიაგნოთ რაიმე ახალს. სურნელოვანი ზეთის, ან ცვლის გამოყენების თაობაზე დაეკითხეთ სკოლის ადმინისტრაციას.
ნაბიჯი #10) მეტად ენდეთ თქვენს მოსწავლეებს – აგრძნობინეთ მოსწავლეებს, რომ მათ ენდობით და მიეცით შანსი, რომ თქვენი ნდობა მოიპოვონ. მიმართეთ პროექტზე დაფუძნებულ სწავლების მეთოდს. შეიმუშავეთ ძლიერი რუბრიკა და გაუზიარეთ მოსწავლეებს. მიეცით სტუდენტებს საშუალება, რომ ამ რუბრიკის მიხედვით ისწავლონ, თქვენი ფასილიტაციისა და მენტორობის ქვეშ.
გააუმჯობესეთ გარემო თქვენ გარშემო
რა თქმა უნდა, გაცილებით იოლია იმ, პესიმიზმისა და ნეგატიურობის მორევში ჩაძირვა, რომელშიც მასწავლებებს გვიწევს მუშაობა, მაგრამ არჩევანი მაინც ჩვენზეა, თუ როგორ შევხედავთ ყოველივეს. ჩვენ შეგვიძლია, ჩემს ზემოთ შემოთავაზებული პროაქტიული მიდგომა ავირჩიოთ და დავეხმაროთ საკუთარ თავს, შევინარჩუნოთ ჯანსაღი დამოკიდებულბა და არ გადავიწვათ.





  •      

  •       

     

  •               inteli --- პროექტებით სწავლება  ( რეფლექსია  IX დღე  ) 


( ამ ყვავილებს ჩემს ტრენერს --ნათია მაისურაძეს ვუძღვნი )

                                                               











                        დღეს ტრენინგის ბოლო დღეა. შესწავლილი მასალის ორგანიზებასთან ერთად  ახალი საკითხებიც უნდა შევისწავლოთ. კეერძოდ, ბლოგზე ლინკისა და მისამართების წაღება. ამის შემდეგ კი ჩვენი პროექტის გეგმის პრეზენტირება მოგვიწევს. გეგმა ფაქტიურად დასრულებულია.
                            მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთის გეგმების შესახებ დროდადრო ვიღებდით ინფორმაციას, ძალზე საინტერესო და მრავალფეროვანი იყო ეს აქტივობა. თითოეულმა მასწავლებელმა ისაუბრა საკუთარი თემისა და გეგმის შესახებ.
                          ახლა გაცხადდა ის მოლოდინი, რომელზეც ჩვენმა ტრენერმა დასაწყისში ისაუბრა, ნაბიჯ-ნაბიჯ შეივსო ჩვენი  პროექტის გეგმის პორტფოლიო, თუმცა სრულყოფილებამდე კიდევ ბევრი გვაკლია.
                        მადლობა ნათიას, რომელიც  განსაკუთრებული გულისხმიერებითა და პასუხისმგებლობით გამოირჩევა... და, რა თქმა უნდა, intel-ს, რომელმაც ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახადა ეს უნიკალური რესურსი.



















ეს დოკუმენტური ფილმი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულმა სტუდია,,გუთანმა" გადაიღო , მასში სურამის მატერიალური კულტურის ღირებულებებია გაშუქებული. მე, როგორც ფილოლოგს, მეგზურობა მთხოვეს, შემოთავაზებაზე სიამოვნებით დავთანხმდი. ჩემი კომენტარები შეგიძლიათ იხილოთ  მე- 10 წუთიდან,   თუმცა გირჩევთ, ფილმს ბოლომდე უყუროთ, არ ინანებთ... იგი მოგითხრობთ სურამის ციხისა და იმ სიწმინდეეების შესახებ, რომელიც ეკლესია-მონასტრებშია დაცული...   








  სტუდია ,,გუთანი " 
 დოკუმენტური ფილმი ,,ქება ქებათა "

      მადლობა ამ უნიკალურ სტუდიას იმისათვის, რომ  მისი თითოეული ფილმი ქართველთა მამულიშვილური ისტორიის მთხრობელია..   სწორედ ამიტომ, ამ ფილმების ნახვა სასწავლო-შემეცნებითი თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.  მიხარია, რომ ამჯერადაც მხვდა წილად,  ჩემი წინაპრების ნაკვალევზე გამევლო და მცირე წვლილი შემეტანა  მათი ისტორიის მოძიებაში.