суббота, 30 ноября 2013 г.





         ( intel)  ტრენინგის მეორე დღე                                       ( რეფლექსია)




               
 





























     30 დეკემბერი ------       ცივა, აუდიტორიაც არ თბება ტექნიკური პრობლემის გამო, მაგრამ  ნათია გვათბობს ...  ეს სხვანაირი სითბოა, ადამიანს რომ თავისი საქმე უყვარს და ინტერესით აკეთებს, აი, ისეთი... გამიმართლა,  ლეილაც გვერდით მყავს... დროდადრო მახალისებს...





 ტრენინგი პირველი დღის რეფლექსიით დაიწყო და გავაგრძელეთ მუშაობა.


 intelis  Viewer - ი მართლაც უნიკალური ელექტროწიგნია. პირველი მოდულის მეოთხე აქტივობიდან ავიღეთ სტარტი. სამიზნე თემაა პროექტის პუბლიკაციის  შექმნა.
             
      განვიხილეთ ჩვენ მიერ შერჩეული პროექტის იდეები. დავისახეთ მიზანი და გავუზიარეთ კოლეგებს.
           
        გავეცანით ბროშურისა და  გაზეთის  (პოსტერის ) შაბლონებს. საინტერესო მასალააა და მნიშვნელოვანი.
         
  ,,ვორდის'' ფაილში დამოუკიდებლად და სასურველი დიზაინით შევქმენით პუბლიკაციები .
       
  შევაჯამეთ ტრენინგის თემის საკითხები და  ე.წ. საშინაო დავალებაც ჩავინიშნეთ.
       

 თანდათან ეფინება ნათელი ყველაფერს,  რამდენიმე დღეში გვირაბის ბოლოსაც მივაღწევთ.


                                 























     


     
  

воскресенье, 24 ноября 2013 г.


                                                                                                           





                                                inteli -ს ტრენინგი   ,,პროექტებით სწავლება"




               I        დღე
                 ( რეფლექსია )



           დღეს 24 ნოემბერია, ნისლიანი და სუსხიანი დღე... 9 საათზე ტრენინგი იწყება, გულწრფელად რომ ვთქვა, მეზარება და მენანება.... ეს ერთი კვირა მაქვს და ესეც ისევ ტრენინგს შევწირო... მიუხედავად ამისა, მაინც მივდივარ...     ბოლოსდაბოლოს, ჩემს საყვარელ ადამიანსა და უნიჭიერეს ტრენერს -ნათია მაისურაძეს მაინც ვნახავ.
       მოკლედ,  ტრენინგი დაიწყო თუ არა, იმ წუთიდან დამავიწყდა ზემოთქმული,  ნათია დაგვპირდა, რომ წინ საოცარი და უაღრესად საინტერესო სიახლე გველოდა...
განწყობა აბსოლუტურად შემობრუნდა პოზიტივისაკენ...
         
           გავეცანით  პირველი დღის მოდულს, რომელიც შემდეგ საკითხებს შეეხებოდა



        აქტივობა 1: დასაწყისი
აქტივობა 2: სასწავლო ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვა
აქტივობა 3: პროექტის მოთხოვნების გაცნობა
აქტივობა 4: პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე
აქტივობა 5: გამოცემის მომზადება
აქტივობა 6: რეფლექსია
წინასწარ დაგეგმვა: დაგეგმვის პროცესის დაწყება
ბიბლიოგრაფია
მოდული 1 შეჯამება

          პირველ ეტაპზე გამოვკვეთეთ პროექტებით სწავლების მნიშვნელობა,  აღინიშნა, რომ  XXI  საუკუნის  უნარ-ჩვევების განვითარება შეუძლებელია სასწავლო და საგანმანათლებლო პროექტებით სწავლების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე გვქონდა მცდელობა ამ აქტივობის განხორციელებისა,  ამ ფორმითა და შინაარსით ,მართლაც, უმნიშვნელოვანესია მასწავლებლისა და მოსწავლის მუშაობა.

          გავეცანით პორტფოლიოს კომპონენტებს და შესაბამისად შევქმენით ჩვენი ელექტრონული პორტფოლიო . პროცესი სახალისოდ წარიმართა,  მომწონს, როდესაც რაღაც ახალს ვიგებ და ვსწავლობ. მითითებულ ადგილზე შევინახეთ პროექტის გეგმის შაბლონი და პორტფოლიოს ჩეკლისტი,  შევეცადეთ ქართული სინონიმი შეგვერჩია ,,ჩეკლისტისა",   რადგან ფრაზა ასეა თარგმნილი, ჩავთვალეთ,საერთაშორისო ტერმინოლოგიად მიგვეჩნია.
           ტრენერმა გაგვიმარტა და აგვიხსნა, რომ აქტივობის ოთხსაფეხურიანმა დაგეგმვამ შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს, რადგან პროცესი შექცევადია და ჯაჭვურად მეორდება .
          მნიშვნელოვანი იყო ბლოგების შექმნა და  შესაბამისი ჩანაწერების გაკეთება.  შევარჩიეთ ჩვენთვის სასურველი დიზაინი.
           პარალელურად ვიმუშავეთ ელექტროფოსტაშიც და ჩვენი ბლოგის მისამართები გადავუგზავნეთ ტრენერს.
          ტრენინგის დასასრულ შევაჯამეთ თითოეული ეტაპი მუშაობისა და ერთურთს  გავუზიარეთ შთაბეჭდილებები და  წინადადებები.
            მართლა ერთი სული მაქვს, როდის მოვა მომავალი შაბათი, რომ გავაგრძელოთ ამ საინტერესო და საჭირო საკითხზე მუშაობა. მადლობა ,,intel"-  სა  და ნათიას, რომელიც არა მხოლოდ საუკეთესო ტრენერია, არამედ ადამიანებთან ურთიერთიბის ხელოვანიც.


                                                                                                                   ნინო მასურაშვილი