გამოქვეყნებული სტატიები

საგანმანათლებლო რესურსები
თქვენ იმყოფებით:  კედლის გაზეთისაგანმანათლებლო რესურსები
ნინო მასურაშვილი- მულტიკულტურული განათლების ასპექტები
თარიღი: 25 ნოემბერი 2015
ავტორი: ნინო მასურაშვილი 

http://www.mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=19&id=1065







სტატიაში განხილულია მულტიკულტურული განათლების პრობლემები. აღნიშნულ პროცესს უამრავი სირთულე ახლავს, რადგან პიროვნების მსოფლმხედველობას, სამყაროსა და ცხოვრებისადმი არსებით დამოკიდებულებებს ეხება.
სწავლა-სწავლებისას უმნიშვნელოვანესია პიროვნული და ეთნიკური კულტურული ღირებულებების აღიარება/პატივისცემა. ავტორს მიაჩნია, რომ ქართველი ერის ისტორიული ცხოვრება კულტურათაშორისი დიალოგისა და მშვიდობიანი თანაარსებობის უტყუარი მთხრობელია. წარსულისა და აწმყოს ავთენტური მაგალითების მოხმობით, განხილვა-მსჯელობითა და შეფასებით შესაძლებელია, მოსწავლეს ისეთი უნარ-ჩვევები გამოვუმუშაოთ, რომლებიც ამ მიმართულებით არსებული პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება.
საკვანძო სიტყვები: მულტიკულტურა, კულტურათაშორისი, ტრადიცია, პიროვნება, პრობლემა.
იმ პრობლემათა შორის, რომლებიც საგანმანათლებლო საკითხებთანაა დაკავშირებული, გამოვკვეთდი კულტურათაშორისი ურთიერთობების სწავლებას. ამ მიმართულებით არსებული ყველა იდეის საფუძველი არის კულტურა. კულტურა განიხილება, როგორც სისტემა, რომელსაც ადამიანები იყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. კულტურაში იგულისხმება საერთო ფასეულობები, ნორმები და ღირებულებები, რომლებიც ადამიანთა ამა თუ იმ ჯგუფს გააჩნია.
არსებობს თუ არა „ინდივიდუალური კულტურა"?
წარმოვიდგინოთ, რომ ერთი ფანჯრიდან რამდენიმე ადამიანი იყურება და აკვირდება გარემოს. ყოველი მათგანი სხვადასხვა საგანს დაინახავს. და თითოეულისათვის განსხვავებული რამ იქნება ყურადსაღები. არ გამოვრიცხავთ იმას, რომ საერთო ხედვაც დასაშვებია. ეს სიტუაცია მარტივად გვცემს პასუხს დასმულ შეკითხვაზე.
დღეს მიიჩნევენ, რომ კულტურათაშორის სწავლებაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სირთულეს ინტერკულტურული განათლების დამოუკიდებელ დისციპლინად არარსებობა წარმოადგენს. ის პრიორიტეტები კი, რომელიც მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით, ლიტერატურის, ისტორიის, სამოქალაქო განათლებისა და ხელოვნების მასწავლებელთა სასწავლო მიზნების გამჭოლი თემებია.
თავდაჯერებულობა და პატივისცემა
თავდაჯერებულობის ამაღლება კულტურათაშორისი სწავლების არსებითი ნაწილია და სწავლების პროცესში ორმხრივ ღიაობას განაპირობებს. სასწავლო გარემო ყველა მონაწილეს უნდა აძლევდეს საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალებას, უნდა უზრუნველყოფდეს ყველანაირი ნიჭის, გამოცდილების, მოსაზრების, საჭიროებების და მოლოდინების დაფასებას. როდესაც ადამიანები საკუთარ ფასეულობებზე, კულტურულ ნორმებსა და შეხედულებებზე საუბრობენ, ისინი, პირველ რიგში, მსმენელის კეთილგანწყობაში უნდა იყვნენ დარწმუნებულნი. ორმხრივი ნდობა ორმხრივ პატივისცემასა და გულწრფელობას განაპირობებს.
საქართველო ოდითგან მრავალეროვანი ქვეყანა იყო. ქართული კულტურისათვის არ არის უცხო ტოლერანტობა და სხვისი ღირებულებების პატივისცემა. რეალური ფაქტები წარსულიდან და თანამედროვეობიდან გვეხმარება მოზარდმა გაიაზროს მათი მნიშვნელობა მშვიდობიანი თანაარსებობისა და ქვეყნის განვითარებისათვის. კლასიკური მაგალითი ასეთი ურთიერთობისა გახლავთ წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის დამოკიდებულება სხვა აღმსარებლობის მიმდევართა და მათი სიწმინდეების მიმართ. მას შეეძლო ერთნაირი მოწიწებით შესულიყო მეჩეთსა და ეკლესიაში...
ჩემი პირადი გამოცდილებიდან შემიძლია მოვიტანო არაერთი შემთხვევა, როდესაც კლასში განსხვავებული რელიგიური მრწამსის მოსწავლეები მყოლია. თავდაპირველად გაუცხოებასა და გაურკვეველ ეჭვს ვგრძნობ ორივე მხრიდან --- ასეთ ბავშვებს უჭირთ ჩართვა კლასგარეშე აქტივობებში. საკმარისია, აგრძნობინო, რომ მისი განსხვავებულობა შენთვის და მოსწავლეებისათვის ჩვეულებრივია, რომ ისინი ნდობასა და თანაგანცდას გამოხატავენ. მე, როგორც ლიტერატურის მასწავლებელი, ვასწავლი ჰაგიოგრაფიულ ლიტერატურას. ეს კი შეუძლებელია ბიბლიის ძირითადი დოგმებისა და ქრისტიანული მსოფლმხედველობის, კულტურის გააზრების გარეშე. განსხვავებული კულტურულ გარემოში გაზრდილი (ამ შემთხვევაში აღმსარებლობის) მოსწავლის გულთან მისასვლელ გზას მიკვალავს აქცენტების გაკეთება იმაზე, რომ უფალი ერთია და მასთან მისასვლელი გზა სხვადასხვა. მთავარია, რომ ყველა კულტურა და რელიგია კეთილ საწყისს აღიარებს. 2 წლის წინ მაჰმადიანი, იეღოველი, იუდეველი მოსწავლეები მყავდა ერთ კლასში. გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა პროექტი ,,ეთნიკური თანხმობა სურამში". პროექტზე მუშაობის პერიოდში ბავშვები ერთმანეთს კიდევ უფრო დაუახლოვდნენ. შევისწავლეთ ერთმანეთის სამზარეულო, კულტურა, ტრადიციები. თქვენ წარმოიდგინეთ, ისეთი ნდობა მოიპოვეს, რომ სურამის სინაგოგაში დაცული უძველესი ,,თორის" გადაღებისა და დათვალიერების ნებაც კი დაგვრთეს. და ეს ყველაფერი შეგვაძლებინა კულტურათაშორისმა ურთიერთობებმა. ისიც აღმოაჩინეს, რომ ,,თორა" მოსე წინასწარმეტყველის ხუთწიგნეულია და იგი ქრისტიანთათვისაც წმინდა წიგნია. ანუ გარკვეულწილად შეხედულებათა იდენტობაც გამოიკვეთა.
დიალოგი სხვასთან
კულტურათაშორის სწავლებაში ყველაზე მნიშვნელოვანია აღიარო „სხვა". „სხვისი" აღიარება დიალოგით იწყება. დიალოგის დაწყება პირველი წინ წადგმული ნაბიჯია. საკმაოდ რთულია აღიქვა საკუთარი თავი და შემდეგ სხვა, შენგან განსხვავებული; მით უფრო ძნელია აღიქვა ის, რომ სხვა ადმიანის განსხვავებული შტრიხები განსაზღვრავს შენს ვინაობას. ადამიანებს შორის არსებული სხვაობები ერთმანეთს ავსებს და შესაბამისად, საკუთარი თავის აღმოსაჩენად აუცილებელია სხვისი შეცნობა. კულტურათაშორისი გამოცდილება ბევრი სირთულის წინაშე გვაყენებს, სიახლეები შემოაქვს ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენი მხრიდან შემოქმედებით მიდგომას მოითხოვს. კულტურათაშორისი სწავლება საშუალებას გვაძლევს გავეცნოთ სხვა ადამიანის შეხედულებებს და შევინარჩუნოთ საკუთარი „მე".
ამ პრობლემის სწორად გასააზრებლად სახელმძღვანელოდ მივიჩნევ გენიალური ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტურ წერილს - ,,პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი". ერთი მეორეს არ უქმნის საფრთხეს, თუ ადამიანმა გონივრული გააზრება და დამოკიდებულება შეძლო.
აი, სამი ძირითადი გზავნილი ამ წერილიდან:
1. ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია, ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია.
2. კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს მათი ბედნიერება, ნუ შეუშლი ხელს მათ მისწრაფებას.
3. ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება მთელი კაცობრიობის განვითარების აუცილებელი პირობაა.
ჯანსაღი კოსმოპოლიტიზმი უპირველესად, განსხვავებული კულტურისა და ეთნოსის პატივისცემასა და აღიარებას გულისხმობს. ავადმყოფური კი თითქოს ყველას აღიარებს და თვითონ არცერთს არ ეკუთვნის, არ აქვს ფესვები, არ უყვარს საკუთარი, არ აქვს სამშობლო და ეროვნული ფასეულობანი. ,,ეროვნებათა განვითარებაო ..." ამბობს ვაჟა -ფშაველა. ეროვნული განვითარება კი ვერ მოხდება მულტიკულტურული განათლებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გარეშე.
ტრადიცია, როგორც კულტურული ღირებულება... გაგრძელება თუ უარყოფა
ადამიანის კულტურულ სახისმეტყველებას წარმოადგენს ტრადიციები, რომლებიც ცალსახად დადებით, პოზიტიურ ფენომენად ვერ აღიქმება. გავიხსენოთ ვაჟა-ფშაველას პოემა. მარჯვენის მოჭრაც ადათია. არაფერს ვამბობ, სისხლის აღების ველურ წესზე, რომელიც სვანეთში დღემდეა შემორჩენილი. დიახ, ესეც კულტურულ ტონად ითვლებოდა და მისი დაცვა, ღირსების დაცვასა და ვაჟკაცობასთან იყო გათანაბრებული.
ანუ მიუღებელია ის კულტურული ქცევა, წესი, ადათი, რომელიც ადამიანის უფლებას ლახავს და კაცთმოძულეობა ასაზრდოებს ...
ისიც კარგად ვიცით, რა ბედი ეწევა იმ ადამიანს, რომელიც წინ აღუდგება სისხლსა და ხორცში ბრმად გამჯდარ ფანატიზმს ( ფსევდოკულტურას).
ალუდა ქეთელაურის განაცხადს: -- ,,წესი არ არის მტრის მოკვლა, თუ ხელ არ მასჭერ დანითა", ვაი, ეგეთის სამართალს, მონათლულს ცოდვა -ბრალითა". უპირისპირდება მთელი საზოგადოება. მოვლენები კიდევ უფრო იძაბება და ალუდას ოჯახის თემიდან მოკვეთით სრულდება.
ამ არგუმენტის განზოგადება სხვა სიტუაციებშიც შესაძლებელია. ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანისა და საზოგადოების კულტურულ ღირებულების (თუნდაც ის უკეთური იყოს) კრიტიკა მსხვერპლს მოითხოვს.
14 წლის პაკისტანელმა გოგონამ -- მალალა იუსაფზაიმ ღიად გაილაშქრა თალიბების უმკაცრესი წესების წინააღმდეგ, ხმა აღიმაღლა ქალთა განათლების უფლებების დასაცავად. სკოლიდან შინისაკენ მიმავალ გზაზე მალალას შეიარაღებული თალიბი დაესხა თავს და რამდენჯერმე ესროლა. მძიმედ დაჭრილ გოგონას სოლიდარობა მთელმა მსოფლიომ გამოუცხადა.
,,ორი შესაძლებლობა მქონდა: ჩუმად ვყოფილიყავი და დავლოდებოდი, როდის მომკლავდნენ, ან მეთქვა სათქმელი და ისე მოვმკვდარიყავი. მე მეორე ვარიანტი ამოვირჩიე – გადავწყვიტე, მელაპარაკა", - თქვა გოგონამ , ფაქტია, რომ მსგავსი გაბედულება მხოლოდ ერთეულებს თუ გააჩნიათ .
ასეთი ანალოგიები და მათზე მსჯელობა, დისკუსიები საუკეთესო გზაა კულტურათაშორისი ურთიერთობების შესასწავლად და იმის გამოსაკვეთად, რომ გააჩნია რა და როგორ, რატომ და რისთვის არის გამიზნული. მხოლოდ ამ კითხვებზე პასუხის შემდეგ არის ხელშეუხებელი სხვისი ღირებულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, კულტურულის ნაცვლად შეიძლება დანაშაულთანაც კი გვქონდეს საქმე, როგორც ეს აღწერილ შემთხვევებში მოხდა...
ფარდის მიღმა, ანუ აისბერგის მოდელი
კულტურათაშორისი სწავლების პროცესი შინაგანი „მეს" უხილავ ძალებს და ელემენტებს უკავშირდება. ფსიქოლოგები და ამ საკითხით დაინტერესებული მეცნიერები ამას აისბერგის მოდელს უწოდებენ, რომლის მიხედვით, კულტურის ძირითადი ელემენტები წყალქვეშაა მოქცეული და მათი მკაფიოდ გამოხატვა შეუძლებელია. ამ უხილავი ნაწილის აღმოჩენა, შესაბამისად, გარკვეულ რისკებთან და სირთულეებთანაა დაკავშირებული. ცხადია, ამ პროცესის გაძღოლა ადვილი საქმე არ არის. ერთი მხრივ, ჩვენ მეტი სიმამაცე გვჭირდება, რომ წინ წავიწიოთ და რისკებს გავუმკლავდეთ. მეორე მხრივ, ამ პროცესში მონაწილე ადამიანების საჭიროებებსა და შესაძლებლობებს დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ და ამავე დროს პატივი ვცეთ მათ. ამ ორი მთავარი პრინციპის გათვალისწინება კი ყოველთვის მარტივი არ არის.
რუსთაველი -- მარად თანამედროვე
ინტერკულტურული პრინციპები მოითხოვს კულტურული სხვაობების აღიარებას, მათ პატივისცემას, ტოლერანტობას, სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებისთვის თანაბარი შესაძლებლობების მიცემას, დისკრიმინაციის აღმოფხვრას. სხვადასხვა კულტურულ იდენტობებს შორის კომუნიკაცია შესაძლოა პარადოქსული აღმოჩნდეს, რადგან კულტურათაშორისი ურთიერთობა გულისხმობს იმის აღიარებას, რომ სხვადასხვა კულტურის (ეროვნების, სარწმუნოების) წარმომადგენლები გვანან ერთმანეთს და განსხვავდებიან კიდეც ერთმანეთისგან.
დღეს, 21-ე საუკუნეში, ხმამაღლა და ხაზგასმით საუბრობენ აღნიშნულ საკითხზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ხშირად ამ საუკუნის მონაპოვრადაც კი მიაჩნიათ ამ მიმართულებით აქცენტების გაკეთება. არადა, მე-12 საუკუნეში რუსთაველის ძირითადი გზავნილი სწორედ ის არის, რომ ყოველი ადამიანი თანასწორია და განსხვავებული რელიგია და ეთნოსი არ არის არსებითი. პოემის გმირები სხვადასხვა ეროვნებისა და ქვეყნის წარმომადგენლები არიან. მათ ურთიერთობებში მნიშვნელოვანია ადამიანური დამოკიდებულებები და მარადიული ფასეულობანი. აი, რა არის მთავარი ...
რა თქმა უნდა, რომ რუსთაველი შეგნებულად არ ასახელებს კონკრეტულ ღმერთს, რადგან ...
,,ჰე, ღმერთო, ერთო, შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა..."
პოემის გმირები განსხვავებული კულტურისა და მრწამსის ადამიანები არიან. სწორედ ეს არის უნიკალური. მიუხედავად ამისა, ,,მათ სამთა გმირთა მნათობთა სჭირთ ერთმანეთის მონება". ეს განსხვავებულობა სულაც არ უშლის ხელს მათი სულების მეგობრობასა და თანაგანცდას.
დიახ, ასე გადაჭრა ეს რთულად მოსაგვარებელი საკითხი რუსთაველმა. პერსონაჟთა შორის მოციქულობს სიყვარული და განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანისადმი დახმარების უანგარო ნიჭი.
,, ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა... ‘’ პროლოგშივე განაცხადა სულგანათლებულმა ქართველმა...
თუ კარგად დავაკვირდებით, ,,უთვალავი ფერი" მრავალი ასპექტით შეიძლება გავიაზროთ, რომელთაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ჩვენი მრავალმხრივი განსხვავებულობა და ამავდროულად მსგავსება - ერთი სამყაროს შვილად ყოფნა.
სკოლა - ათვლის წერტილი, საიდანაც იწყება კულტურათაშორისი ინტერაქცია
სკოლებს ორმაგი ფუნქცია აქვთ - საგანმანათლებლო და აღმზრდელობითი. ყოველი მოსწავლე უზრუნველყოფილი უნდა იყოს განვითარების თანაბარი შესაძლებლობებით და, ამასთანავე, ყოველი მოსწავლის კულტურული შტრიხები ყველასთვის მისაღები უნდა იყოს. მასწავლებელი, როგორც ცვლილებების მთავარი ინიციატორი, ვალდებულია მოსწავლეები უზრუნველყოს ღია სასწავლო გარემოთი და ხელი შეუწყოს ყველა კულტურის მონაწილეობას დემოკრატიული პრინციპების დაცვით. მაშასადამე, მულტიკულტურული განათლება ყველა სკოლის მიზანს უნდა წარმოადგენდეს დღევანდელ საზოგადოებაში. თუკი ამ მიმართულებას არ ავირჩევთ, მაშინ სერიოზული კონფლიქტების წინაშე აღმოვჩნდებით.
ინტერკულტურული სწავლების ამოსავალი წერტილია „სხვა". ეს პროცესი მუდმივად ეჭვის ქვეშ აყენებს სტერეოტიპებს და ხელს უწყობს სიახლის, უცხოსა და შეუცნობლის მიმართ ღია დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობის პროცესში მუდმივად ახალ აღმოჩენებს აკეთებენ, ურთიერთობის პროცესში ხდება ადამიანის პიროვნული, სოციალური და გლობალური თვითრეალიზება.

გამოყენებული ლიტერატურა:
კულტურათა დიალოგი და სამოქალაქო ცნობიერება
ნინო მასურაშვილი
სურამის I საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი



 სტატია  

წერითი მეტყველების განვითარება - სწავლა-სწავლების აქილევსის ქუსლი

                 გამოქვეყნდა ელექტრონულ სამეცნიერო ჟურნალში ---,,განათლების მეცნიერებანი და ფსიქოლოგია" 






იხილეთ ბმული :   გვ. 77-- 81



http://gesj.internet-academy.org.ge/ge/list_artic_ge.php?b_sec=edu&issue=2014-11








                   მოსწავლე, როგორც მასწავლებლის                                             ადამიანური რესურსი



            სტატია გამოქვეყნდა ინტერნეტგაზეთ ,, მასწავლებელში "
 2015 წელი , 20 იანვარი  ( იხ.   გაზეთის ჩანართი --  საგანმანათლებლო რესურსები)

http://www.mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=19&id=795






https://drive.google.com/?tab=mo&authuser=0#my-drive





  
                                                               ნინო მასურაშვილი
სურამის I საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის სერტიფიცირებული მასწავლებელი
   ანოტაცია
   ადამიანური რესურსები მუდმივად სჭირდება მასწავლებელს. ამ მხრივ ყველაზე ხელსაყრელი და საინტერესოა მოსწავლის როლი .   მასწავლებლისა და მოსწავლის თანამშრომლობა   სწავლა--სწავლების პროცესის განუყოფელი და ბუნებრივი პროცესი უნდა იყოს. თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა წარმოუდგენელია ამ ასპექტების გარეშე.
         სწავლების ნებისმიერი მეთოდი შეიძლება მივუსადაგოთ მოსწავლესთან თანამშრომლობას. ურთიერთობის დემოკრატიული ფორმები საშუალებას იძლევა , რომ მოსწავლემ აქტიური მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესის წარმართვაში.
         სტატიაში აღწერილი სიტუაციები  ავტორის  პედაგოგიური პრაქტიკიდან არის წარმოდგენილი და დაეხმარება კოლეგებს აღნიშნული  რეკომენდაციები პრაქტიკაში გაითვალისწინონ.
მოსწავლის როლი წარმოდგენილია შემდეგი მიმართულებებით : 1. მოსწავლეთა ურთიერთსწავლება ჯგუფური მუშაობისას. 2. მოსწავლე --- მასწავლებელი .
3.  დავალებას მოსწავლე ამოწმებს.   4. მოსწავლე ქმნის  ისტ  რესურსებს .  5  . ინტეგრირებულია გაკვეთილზე, როგორც დამხმარე მასწავლებელი. 6.  მოსწავლის როლი ინკლუზიური სწავლებისა და კლასგარეშე ღონისძიებების წარმართვაში .
   სტატიას თან ერთვის მასწავლებლის სამახსოვრო, რომელიც პედაგოგის მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად არის შემუშავებული.
      საკვანძო სიტყვები 
    თანამშრომლობა ,  ურთიერთსწავლება,  ინკლუზია, ეფექტური მეთოდები,  ფასილიტატორი,
 ( დამხმარე ) , სკაფოლდინგი.  პედაგოგიური პრაქტიკა , უნარ-ჩვევები.

Ученик, как человеческий ресурс учителя
Нино Масурашвили
Сурами № 1 школа, сертифицированный преподаватель грузинского языка и литературы
Аннотация
Учителя постоянно нуждаются в человеческих ресурсах.  В этом контексте, один из самых полезных и интересных является роль ученика. Сотрудничество учителя и ученика, должен быть неотъемлемым и естественным процессом в процессе преподавания и обучения. Без этих характеристик, современная система образования немыслимо.
Для сотрудничества с учеником, в процессе обучения, любой метод может быть применен. Демократические формы взаимодействия позволяет ученику принять активное участие в процессе обучения.
В статье автор описывает ситуации, представленные в педагогической практике, которые помогают коллегам в выполнении этих рекомендаций в реальних ситуациах.
Роль обучаемого представлены в следующих направлениях:
1.      Взаимное обучение в процессе групповой работы
2.      Взаимное обучение учителя и учеников
3.      Ученики сами проверяют заданных работ
4.      Сами создают ресурсы для обучения
5.      Ученики интегрированы в классе в качестве помощника учителя
6.      Включить роль учеников в преподавании и проведении студенческих внеклассных мероприятий
Статья сопровождается с указанием учителя, который является результатом многолетнего опыта и развития.
Ключевые слова
Сотрудничество, взаимное обучение, включение учеников в процессе обучение , эффективные методы, посредник, (вспомогатель), подмостки. Педагогические методы и навыки.

A student as a teacher’s resource 
Nino Masurashvili
A certified teacher of the Georgian language and literature at Surami public school number 1.
Resume
A teacher always needs human resources. A student’s role is the most useful and interesting in this case. Cooperation between teachers and students is the natural process and the integral part of teaching and learning. Modern educational system is incredible without these aspects.
Any method of teaching can be tailored to the cooperation process with the students. Democratic forms of relationship allow students to actively participate in managing the teaching process.
The situations described in the article are presented from teaching practice and it helps colleagues to apply the following recommendations in their practice.
         A student’s role is described in the following directions:
1.      Cooperation between students during the group work.
2.      A student --- a teacher.
3.      The homework is checked by a student.
4.      A student is creating ICT (information and communication technology) resources.
5.      A student is engaged in the lesson as an assistant teacher.
6.      A Student’s role in extracurricular activities and inclusive learning.
The article is followed by guidelines which are based on the teacher’s long experience.
Key words
Cooperation, mutual teaching, inclusion, effective methods, facilitator, scaffolding, teacher practice, skills.

             საგანმანათლებლო საკითხებზე საუბარი იოლი არ არის, კაცობრიობის ისტორია  ამ პრობლემებით დატვირთული  თემის შესახებ  უამრავ  ხერხსა და მეთოდს   გვთავაზობს.       მიუხედავად ამისა , შეუძლებელია  ახალი დამოკიებულებისა და მიდგომების გარეშე , სტატიკურ მდგომარეობაში წარმოვიდგინოთ  სასწავლო-სააღმზრდელო მეთოდების სისტემა . სწავლების მეთოდი მასწავლებლის მიზანმიმარული ქმედებაა მოსწავლეთა შესაბამისი კომპეტენციების განსავითარებლად. მეთოდის შერჩევისას უნდა განისაზღვროს გაკვეთილის მიზანი და სავარაუდო შედეგი , შეესაბამება თუ არა აქტივობას, მოსწავლეთა შესაძლებლობებს , ტექნიკურად შესაძლებელია თუ არა მისი განხორციელება . მეთოდის შერჩევა და რესურსების შესაბამისობა მასწავლებლისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო  სამუშაოა.
      ადამიანური ფაქტორი ხშირად განაპირობებს ჩვენს წარმატებასა თუ წარუმატებლობას.  ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო რესურსი კი  თვითონ მოსწავლეა . როგორც წესი, მასწავლებლებს არ გვყავს ოფიციალური  ფასილიტატორები , მოსწავლეს კი არაჩვეულებრივად შეუძლია ჩვენი დახმარება ,  სათანადო  მომზადებისა და  მეთვალყურეობის შემთხვევაში ჩვენი ჩანაცვლებაც კი. ურთიერთსწავლება ახალი ნამდვილად არ არის, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ამ საშუალებას ძირითადად არ მიმართავენ მასწავლებლები . არაერთმა წარმატებულმა მცდელობამ განაპირობა , რომ ეს მეთოდი  დამენერგა  და აქტიურად გამომეყენებინა ჩემს  პრაქტიკაში .


            ჯგუფური მუშაობა ურთიერთსწავლებით

    მეთოდი ითვალისწინებს ტექსტის წაკითხვას ჯგუფურად.  ძირითადად ოთხი აქტივობით ხორციელდება ეს პროცესი :
1.                  კითხვისას  ბუნდოვანი ადგილების ახსნა-განმარტება;
2.                  ვარაუდების გამოთქმა;
3.                  კითხვების დასმა .
4.                  წაკითხულის შეჯამება ;
ეს აქტივობები მნიშვნელოვანია შეგნებული და გააზრებული  კითხვის ჩვევის განსამტკიცებლად. თითოეული მათგანი  კომპლექსურ უნარებს ავითარებს.
მოსწავლები  ინიშნავენ  ბუნდოვან ადგილებს . იყენებენ კითხვის სხვადასხვა სტრატეგიას --ხელახლა კითხულობენ წაკითხულს, აკვირდებიან კონტექსტს, ლექსიკურ ერთეულებს, საჭიროების შემთხვევაში  კონსულტირებისათვის მიმართავენ მასწავლებელს . ტექსტზე მუშაობის დასრულების შემდეგ ჯგუფი აკეთებს  პრეზენტაციას. ყოველ წევრს მოუწევს ოთხივე აქტივობის შესრულება, რადგან როლები იცვლება .
ტექსტის ტიპიდან გამომდინარე, სხვადასხვა ვარაუდები შეიძლება გამოითქვას, ( ტექსტის წაკითხვამდე, ან წაკითხვის შემდეგ)  თუნდაც იმის შესახებ, როგორ გაგრძელდება მოქმედება , რა შეიძლება მოხდეს, რა ვერ წარმოუდგენიათ ...
რაც შეეხება კითხვების დასმას, კარგია, როცა მოსწავლეები მოინიშნავენ სამიზნე სიტყვებს და მათი გამოყენებით სვამენ კითხვებს .
წაკითხულის შეჯამების შემდეგ  ( თუნდაც რეზიუმეს სახით )  გადადიან ახალ მონაკვეთზე და ცვლიან  დავალებებს .
ამ მეთოდის გამოყენება სწავლების სამივე საფეხურზეა შესაძლებელი , მასწავლებლის ხელოვნებაზეა დამოკიდებული მისი მოდიფიცირება კლასისა და კონკრეტული მოსწავლის საჭიროებიდან გამომდინარე.
მოსწავლე--- მასწავლებელი
         ნებისმიერ კლასში არსებობენ ისეთი მოსწავლეები, რომელთაც შეუძლიათ  თანაკლასელის დახმარება .  სიამოვნებითა და პასუხისმგებლობით ეკიდებიან ისინი ამ საქმეს , უძველესი დროიდან გამოიყენებოდა ეს  საშუალება და დღესაც  უმნიშვნელოვანესია . ამ შემთხვევაში სარგებელს ორივე მხარე იღებს -- ვისაც ეხმარებიან და ვინც ეხმარება.
მასწავლებელი ვალდებულია  მონიტორინგი გაუწიოს პროცესს და   საბოლოოდ გაარკვიოს, რა შედეგზე გავიდა  მოსწავლეთა თანამშრომლობა .
სხვადასხვა   დროსა და სივრცეში შეიძლება განხორციელდეს აღნიშნული აქტივობა .
1.      საკლასო ოთახში გაკვეთილის მსვლელობისას .
2.      გაკვეთილების შემდეგ.
3.      სახლში ორივე მხარისა და მათი მშობლების  შეთანხმების საფუძველზე.
ნებისმიერ შემთხვევაში მიზნის მიღწევა  მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული  მასწავლებლის მეთვალყურეობაზე, როცა მოსწავლემ იცის, რომ ჩვენ წინაშეა ანგარიშვალდებული, მისი პასუხისმგებლობა მაღალია . იმ შემთხვევაში, თუ ვთხოვთ დახმარებას და შედეგს არ შევამოწმებთ , ორივე მხარე მოდუნდება და  მათი თანამშრომლობაც ვერ შედგება.   პირველ ორ შემთხვევაში (საკლასო ოთახში გაკვეთილის მსვლელობისას  და გაკვეთილების შემდეგ )  აუცილებელია მასწავლებლის მეთვალყურეობა . ამ დროს მნიშვნელოვან ინფორმაციას ვიღებთ  მოსწავლეთა შესახებ . 

დავალებას მოსწავლე ამოწმებს
       ძირითადად საშინაო დავალების შემოწმების ორგვარი სტანდარტი არსებობს --- ე.წ. ჩამოვლით და ნაშრომის წაკითხვა,  შეცდომების გასწორება .   მასწავლებელს ყოვედღიურად უხდება  დავალების შემოწმება , ეს პროცესი  შესაძლებელია მოსწავლემ წარმართოს . წინასწარ შემუშავებული გვაქვს კრიტერიუმები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ნაწერი.
( კალიგრაფია,  აბზაცი, მოცულობა, სათაურის გაფორმება, წერის კულტურა ...) , ჩამოვლით შეუძლებელია წაკითხვა .   ვისი ნაშრომიც გამოვლინდება საუკეთესო ამ კრიტერიუმების მიხედვით, ან წაკითხვისა და სათანადო კომენტირების შედეგად წარმოჩინდება   ... მეორე დღეს ისინი ამოწმებენ დავალებას. მოსწავლეებს ძალიან ეხალისებათ ეს პროცესი და პასუხისმგებლობითაც უდგებიან, რაც მთავარია, არ იჩენენ მიკერძოებას .  შემოწმების შემდეგ აკეთებენ განმავითარებელ შეფასებებს .
     რაც შეეხება დავალების წაკითხვას და შეცდომების გასწორებას, ამ შემთხვევაშიც  მნიშვნელოვანია მოსწავლის როლი.   გააჩნია დროს, სიტუაციასა და გაკვეთილის  ფორმატს. მოსწავლეები ცვლიან რვეულებს და  ფანქრით ამოწმებენ ერთმანეთის დავალებებს.  შემდეგ ახდენენ შეცდომების კლასიფიკაციას წინასწარ შედგენილი ცხრილის მიხედვით.  იმის შემდეგ, როდესაც მასწავლებელი გადახედავს მათ მიერ მონიშნულ შეცდომებს, შეიძლება ფერადი პასტითაც გასწორდეს.  ტიპური შეცდომები დაფაზე იწერება, შეიძლება, ფორმატზეც და კლასში ან დერეფანში გამოიკრას რამდენიმე დღით .
   გარდა ამისა, ყოველ გაკვეთილზე  შეიძლება მართლწერის წუთები გამოიყოს,  რამდენიმე შეცდომა კონტექსტში  ( თუნდაც ერთი ) დაიწეროს დაფაზე და გაანალიზდეს.


მოსწავლე ქმნის ისტ- რესურსებს

       ელექრტონულ ფორმატში რესურსების შექმნა  სისტემატურად უხდება მასწავლებელს . ინტერნეტსივრცე უამრავ მასალას გვთავაზობს , მაგრამ  არ არის იოლი მათი  ეფექტური გამოყენება . ჩვენი დაკვირვება და სისტემური კვლევები მოწმობს, რომ მოსწავლეები ისტ ტექნოლოგიებს ყველაზე ნაკლებად საგანმანათლებლო მიზნებისათვის იყენებენ. მასწავლებლის მცდელობა, ეს რეალობა შეცვალოს სასწავლო მიზნების სასიკეთოდ, უპირობოდ  იქნება შედეგის მომცემი.
     მოსწავლეები დაწყებით საფეხურზევე სწავლობენ საპრეზენტაციო პროგრამებს,  ფლობენ საძიები სისტემების მოხმარების უნარებს , ამიტომ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს მათთვის  სათანადო და საჭირო რესურსების შექმნა, ნებისმიერი აქტივობისას შესაძლებელია  სწავლა-სწავლების პროცესი გავამდიდროთ ისტ ტექნოლოგიით.
დღეისათვის ხელმისაწვდომია  Microsoft Partners in Learning -ის უფასო ინსტრუმენტების საშუალებით უნიკალური რესურსების შექმნა . კარგია, როდესაც მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად  განიხილავს ამ ინსტრუმენტებს ,  შემდეგ კი საუბრობენ იმის შესახებ  როდის და როგორ, რატომ და რისთვის აპირებენ მათ გამოყენებას.
http://learntechnolog.blogspot.com/  -- ამ ბლოგზე  რესურსების შექმნის თანამედროვე სასწავლო ინსტრუმენტებია განთავსებული,  მათი გამოყენება სულაც არ არის რთული,  მთავარია, ვიცოდეთ, რა  გვსურს შევქმნათ და რა მიზანს ემსახურება ეს რესურსი .
მასწავლებელს უნდა ჰქონდეს   ე.წ.  რესურსბანკი  ( თუნდაც ბლოგის სახით )  ,  რომელზეც მოსწავლის შექმნილი რესურსები  აიტვირთება.   ყველამ იცის, რომ რესურსის შექმნა დროსა და ენერგიას მოითხოვს, ამიტომ ამ მასალას სხვა შემთხვევაშიც გამოვიყენებთ და ჩვენს კოლეგებსაც ექნებათ შესაძლებლობა,  ისარგებლონ საჭიროების შემთხვევაში .
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის , რომ შევძლებთ  მოსწავლეებმა სასწავლო მიზნით გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიები.   სასიცოცხლო და აუცილებელი უნარები გამოუმუშავდეთ აღნიშნულ პროცესში.  ამ მიმართულებით მოსწავლეთა ჩართულობა ყოველთვის მაღალია, თვით ყველაზე ზარმაც მოსწავლესაც კი ეხალისება კომპიუტერთან მუშაობა,  იგი ქმნის , იძიებს, ამონტაჟებს ... და  თვითონაც სასწავლო მიზნისაკენ ხდება მიმართული .

     ინტეგრირებულია გაკვეთილზე , როგორც დამხმარე მასწავლებელი

       თანამედროვე ჰუმანიზმის პრინციპებზე დამყარებული საგანმანათლებლო სისტემა ითვალისწინებს მასწავლებლისა და მოსწავლის როლების შეცვლას, რაც გულისხმობს ავტორიტარული, მასწავლებელზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის შეცვლას მოსწავლეზე ორიენტირებულით. ინტერაქტიური სწავლება საჭიროებს გაკვეთილის პროცესში სწავლების ალტერნატული სტრატეგიებისა და შეფასების ახალი ხერხების დანერგვას. შესაბამისად, სწავლების მიზანიც იცვლება. იგი ორიენტირებულია არა მარტო ცოდნაზე, არამედ უნარ-ჩვევების გამომუშავებაზეც.
          იმაზე სახალისო და იმავდროულად საპასუხისმგებლო რა უნდა იყოს მოსწავლისათვის, ვიდრე მასწავლებლის როლის შეთავსება გაკვეთილზე. მასწავლებლისა და მოსწავლის წინასწარ დაგეგმილი შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია, გარკვეული როლი მოსწავლემაც შეასრულოს . მაგალითად : მოიძიოს ახალი მასალისათვის საჭირო ინფორმაცია, შექმნას პრეზენტაცია ,  სქემა, პლაკატი , დიაგრამა ... და ა.შ. განსაზღვრულ დროს იგი კლასის წინაშე წარდგება და  დაეხმარება მასწავლებელს  გაკვეთილის რომელიმე ეტაპის წარმართვაში. ამ პროცესს წინ უნდა უძღვოდეს მასწავლებლის მიერ ახალი მასალის ახსნა -განმარტება  იმ მოსწავლისათვის , რომელიც იქნება მისი პარტნიორი .   
    მოსწავლეებისათვის მიმზიდველია ასეთი როლი ,  ამიტომ  გაკვეთილზე ჩართულობა და უკუკავშირი მაღალია.  ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია  გარკვეული ფუნქცია შეითავსოს ამ ასპექტით ,  ამ მეთოდის პოზიტიურობა ის არის, რომ მოსწავლის მოტივაცია, ინტერესი და მოლოდინები მაღალია ,  ეს კი აუცილებლად აისახება კონკრეტულ და საბოლოო შედეგებზე.
       ეს მიდგომა კოლაბორაციულ პრინციპებს ეფუძნება, აქტივობის დრო, რესურსები, შეფასების    კრიტერიუმები განსაზღვრულია, რაც თავისთავად უკვე პარტნიორობაა.
ამ სქემის  მხარდაჭერა ნიშნავს მოსწავლეებისაგან  დამოუკიდებელი ინიციატივების გამოვლენას და მასწავლებლის მხრიდან მათთან თანამშრომლობასა  და წახალისებას.  უმნიშვნელოვანესია პროფესიული ორიენტაციის თვალსაზრისით.


    მოსწავლის როლი ინკლუზიური სწავლებისას

     სხვადასხვა საჭიროებისა და შეძლებლობების მოსწავლეთა ჩართვა სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესში ყოველი მასწავლებლის საზრუნავია. ვიტყოდი, რომ საკმაოდ რთული, შრომატევადი და გარკვეულ შემთხვევაში წინააღმდეგობებით სავსე. ვგულისხმობ იმ შემთხვევებს, როდესაც საზოგადოების დამოკიდებულება სსსმ მოსწავლის მიმართ გულგრილი და უპასუხისმგებლოა. მქონია შემთხვევა, როდესაც მშობლები  ცდილობენ, ასეთი მოსწავლეებისაგან შორს იყოს მათი შვილი, რადგან ისიც ,,იჩაგრება“ ...   მასწავლებლის პროფესიონალიზმზეა დამოკიებული ასეთი სიტუაციების მართვა და პრობლემების მოგვარება.  ყველაზე რეალური და საიმედო კი ამ დროს თვით მოსწავლეები არიან ,  სათანადო საუბრები, რეკომენდაციები, სიტუაციური ამოცანები თუ ადამიანური ურთიერთობები გვეხმარება, რომ მოსწავლეებმა ითანამშრომლონ ჩვენთან. ისინი არაჩვეულებრივად ართმევენ თავს იმ კონკრეტულ დავალებებსა და ვალდებულებებს, რომელიც თანაკლასელზე ზრუნვით არის გაპირობებული.  საბოლოოდ კი მათ შეუძლიათ  მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწიონ ჩვენ, თნაკლასელს და საკუთარ თავს. სწავლობენ ადამიანურ ურთიერთობებს, სხვაზე ზრუნვას, უვითარდებათ სოციალური უნარ-ჩვევები და ყალიბდებიან საზოგადოების სრულფასოვან წევრებად. იმ ადამიანებად, რომლებსაც ეცოდინებათ, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და შეზღუდული უნარი არ ნიშნავს საზოგადოებისაგან გარიყულობას.
         არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნიჭიერი მოსწავლის ინკლუზიაშიც გვეხმარება აღწერილი დამოკიდებულება. გარდა იმისა, რომ მასწავლებელი მათთან ისგ-ით მუშაობს, ურთიერთდახმარების პროცესში მათი როლი საგულისხმოა.


 მოსწავლე ---   კლასგარეშე და სკოლისგარეშე აქტივობების განხორციელებისას
    
   ერთფეროვნება ნებისმიერი ადამიანისათვის მოსაწყენია, მითუმეტეს, მოსწავლისათვის . სწავლის პროცესი დამღლელი და მოსაბეზრებელი  არ იქნება, თუ მასწავლებელი ხშირად  გამოიყენებს მრავალსახოვან აქტივობებს. ნებისმიერი განსხვავებული ფორმატი, მიზნობრივად  დაგეგმილი და განხორციელებული , ეფექტურ სასწავლო გარემოს ქმნის .  ვიცი, რთულია ერთი ადამიანისათვის მისი დაგეგმავა და მართვა.    მოსწავლეებს შეუძლიათ დაგვეხმარონ და ყველაზე სერიოზული პრობლემებიც კი გადაჭრან.  პროცესი უნდა  მიმდინარეობდეს  ორგანიზებულად.  იგეგმება აქტივობა, მოსწავლეებთან ერთად  ( გონებრივი იერიშით )  კეთდება რესურსებისა და განსახორციელებელი ამოცანების ნუსხა . შემდეგ კი ყველა ინაწილებს იმ საქმეს, რომლის განხორციელებაც შეუძლია. მოსწავლეები ამ დროს თანამშრომლობენ მშობლებთან და ამხანაგებთან ). დამერწმუნებით, რომ ამგვარი ჩართულობით განხორციელებული აქტივობა ყველასათვის სახალისოა,   ყოველი ასეთი მუშაობა ხდება ახალი აქტივობის საფუძველი და იდეების გენერაცია მოსწავლეთაგან მოდის .  
        მასწავლებლის  პროფესიონალიზმზეა  დამოკიდებული,  რამდენად ეფექტურად შეძლებენ მოსწავლეები აღწერილი პროცესის მიზანდასახულ განხორციელებას . 


უნარები, რომელიც   ზემოაღნიშნული პროცესების  განხორციელებისას ვითარდება
სოციალური, კომუნიკაბელური, კოლაბორაციული, დამოუკიდებელი  ქმედების , პრობლემის გადაჭრის, აზროვნების, პასუხისმგებლობის, ისტ-ტექნოლოგიების სასწავლო მიზნით გამოყენების ...
                                                        მასწავლებლის სამახსოვრო !!!

1.                   ხშირად წარმოიდგინე შენი თავი მოსწავლის როლში.
2.                   ეცადე, მოსწავლის შესაძლებლობები გამოიყენო მისი და სხვების სასარგებლოდ.
3.                  არ არსებობს მოსწავლე, რომელსაც  არ შეუძლია შენთვის გარკვეული დახმარების გაწევა სწავლა -სწავლების პროცესში .
.
4.                  ენდეთ მათ, დაავალეთ ის, რისი გაკეთებაც შეუძლია .
5.                   დააფასე მოსწავლის მიერ გაწეული ნებისმიერი დახმარება , შრომა და პოზიტიური მოქმედება .
6.                  დაიხმარე მოსწავლე, თუნდაც მისი დახმარება არ გჭირდებოდეს.
7.                   ეცადე, ისეთი აქტივობები განახორციელონ, როდესაც თავს მასწავლებლის პოზიციაში წარმოიდგენენ .
8.                  არასოდეს დაამცირო და რეკომენდაციები მიეცი ფრთხილად, კარგია, როცა თვითონ აღმოაჩენს საკუთარ შეცდომებს .
9.                   არ გადაარჩიო მოსწავლეები აკადემიური მოსწრების მიხედვით . ცუდი მოსწავლე არ არსებობს !!!
10.               მუდამ გახსოვდეს, რომ  შენი მოსწავლის სულზე იწერება ყველაფერი... კარგიც და ცუდიც.

   

                გამოყენებული ლიტერატურა :
            
               მასწ. პროფ. განვ. ეროვნული ცენტრი  --- სწავლების სტრატეგიები ( თბილისი - 2011 წელი )














  სტატია ინტერნეტგაზეთ ,,მასწავლებელში" ( წერითი მეტყველება ---- სწავლა-სწავლების აქილევსის ქუსლი


საგანმანათლებლო რესურსები

თქვენ იმყოფებით:  კედლის გაზეთისაგანმანათლებლო რესურსები
წერითი მეტყველების განვითარება - სწავლა-სწავლების აქილევსის ქუსლი
თარიღი: 04 მარტი 2014
ავტორი: ნინო მასურაშვილი
ნათქვამია, არ არსებობს იოლი და ხელსაყრელი სიმართლე, სიმართლისათვის თვალის გასწორება გვიჭირს, მით უფრო მაშინ, როდესაც ამ სიმართლეში გარკვეულწილად ჩვენი პასუხისმგებლობისა და გაწეული შრომის ანარეკლიც ჩანს.

ყველა დროის სირთულეს წარმოადგენდა წერა-კითხვის, ზეპირი და წერითი მეტყველების განვითარება. არასოდეს ყოფილა იოლი მისი სწავლება და სწავლა. მითუმეტეს დღეს, როდესაც წიგნს, საწერ მასალასა და ცოცხალ მეტყველებას უალტერნატივო კონკურენტი --- ისტტექნოლოგია --- გამოუჩნდა.

დასამალი არ არის, რომ ჩვენს მოსწავლეებს ძალიან უჭირთ წერაც, კითხვაც და ზეპირი მეტყველებაც. ამჯერად წერითი მეტყველების პრობლემას მინდა შევეხო, თუმცა სამივე მათგანი იმდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან, შეუძლებელია მიზნის მიღწევა კომპლექსური მიდგომის გარეშე. მშობლიური ენა სწავლა-სწავლების საშუალებაც არის და უცხო ენების შესწავლის საძირკველიც. ეს ფენომენი კი უფრო აფართოებს მისი საფუძვლიანი შესწავლის მნიშვნელობას.

მოსწავლეებისათვის ადვილი გასააზრებელია ანალოგიები რეალურ სიტუაციებთან. როცა ვამბობთ, რომ წინადადება სინტაქსური კონსტრუქციაა, თვალსაჩინოებისათვის შეიძლება ჩვეულებრივი კონსტრუქტორიც ვაჩვენოთ, რომლის დეტალებითაც ნაირგვარი ფიგურები მიიღება. სიტყვა ჩვეულებრივი საშენი მასალაა. წინადადების ,,აშენება", ფრაზის გამართვა იოლი არ არის. მოსწავლეები აღიარებენ, რომ იციან, რაც უნდა დაწერონ, მაგრამ ვერ წერენ... ისინი გულახდილად საუბრობენ ამის შესახებ : --

--- თავში ათასი აზრი მიტრიალებს, მაგრამ ვერ ვალაგებ...
--- ერთ სიტყვას რომ დავწერ, ვცდილობ, შემდეგი აზრი მასზე ავაწყო და არ გამომდის...
--- რაც მახსენდება, ვწერ... წავიკითხავ და აღარ მომწონს...
ფაქტია, რომ ჩვენი მოსწავლეები თეორიულად ნასწავლ კრიტერიუმებს პრაქტიკაში სათანადოდ ვერ იყენებენ.
კარგად მოფიქრებული და დაგეგმილი გრამატიკული თამაშები წერითი და ზეპირი მეტყველების განვითარების სწორი და მიზანმიმართული სტრატეგიაა. იგი სწავლების ნებისმიერ საფეხურზე შეიძლება გამოვიყენოთ. ამ დროს ავთენტური და სახალისო ხდება მეცნიერების ნორმათა სწავლისა და გამოყენების პროცესი.
ლოტო მეტყველების ნაწილებით
არსებითი სახელი ზედსართავი სახელირიცხვითი სახელინაცვალსახელიზმნა
ზმნიზედათანდებულინაწილაკიკავშირიშორისდებული

მუყაოს ფირფიტებზე დაწერილია მეტყველების ნაწილები (მზე, ბავშვი, სამი, ირგვლივ, ვაკეთებ...) ერთი მოსწავლე ლოტოს პრინციპით ყუთიდან იღებს სიტყვებს, რა თქმა უნდა, რომელიც ამოჰყვება. მონაწილეებს წინასწარ აქვთ დარიგებული ფირფიტები მეტყველების ნაწილთა წარწერებით. გამარჯვებულია ის მოსწავლე, რომელიც პირველი სწორად შეავსებს ფირფიტებს. ე. ი. თუ ამოიკითხა მზე, უნდა მოათავსონ იმ უჯრაში, რომელსაც აწერია -- არს. სახელი და ა.შ.

აირჩიე და ისაუბრე

წინასწარ შერჩეული ნახატებსა და ილუსტრაციებს ვათავსებთ მაგიდაზე. მოსწავლეთა ჯგუფი შეარჩევს ერთ მათგანს. მის მიხედვით წერენ ამბავს, მოთხრობასა თუ ნოველას. ავლენენ საუკეთესო ნაშრომს.
მოკარნახე ნახატები

დაფაზე ვაკრავთ ნახატებს, რომელთა მიხედვითაც ადგენენ კომპოზიტებს. გამარჯვებულია ის, ვინც მეტს შეადგენს. გათვალისწინებულია ერთცნებიანი და ორცნებიანი სიტყვების მართლწერის წესი.
სინტაქსური დემოკრატია და ავტოკტატია

რთული თანწყობილი და ქვეწყობილი წინადადების ანალოგიები ამ სახით ადვილად გასაგები და დასამახსოვრებელია. დემოკრატები (თანწყობა) და ავტოკრატები (ქვეწყობა) კითხულობენ ტექსტს და ინიშნავენ შესაბამის წინადადებებს. შემდეგ საპირისპირო თანმიმდევრობით გადააკეთებენ წინადადებას და ისე წერენ.
სიტუაციური ამოცანები

ნინომ ბიბლიოთეკიდან წიგნი გამოიტანა, მაგრამ არ მოეწონა. გოგონა დაბრუნდა ბიბლიოთეკაში და მუშაკს უთხრა: --- მომეცით სხვა, საინტერესო წიგნი. ბიბლიოთეკარმა სწორად ვერ გაიგო ნინოს ნათქვამი და იმავე ჟანრის ლიტერატურა გაატანა. ნინო უკმაყოფილო დარჩა. დაეხმარეთ გოგონას და გაარკვიეთ, ნინოს ბრალია ეს გაუგებრობა თუ ბიბლიოთეკის თანამშრომლის?

კოლექტიური თხრობა

პირადად მე ძალიან მეხმარება აქტივობა -- კოლექტიური თხრობა (ზეპირმეტყველება წერის სამსახურში). მოსწავლეები თითო წინადადებას ამბობენ მოცემული თემის შესახებ, ამ დროს მნიშვნელოვანია მოუსმინონ, რათა იგივე არ გაიმეორონ, იფიქრონ იმაზე, რომ შემდეგი წინადადება ლოგიკურად დააშენონ წინაზე. კლასი მობილიზებულია, ჩართულობა მაქსიმალური. აგრძელებს ის მოსწავლე, რომელსაც მასწავლებელი ან თვითონ მოსწავლე მიანიშნებს. ,,ვაშენებთ ერთად" -- ასე ვუწოდეთ ამ პროცესს.

წერითი და ზეპირი მეტყველების ტიპები სწავლების სამივე საფეხურზეა წარმოდგენილი. სხვადასხვა აქტივობის განხორციელებისას თითოეული მათგანი მნიშვნელოვანია. მოსწავლეს უნდა შეეძლოს თხრობის, აღწერისა თუ მსჯელობის გამიჯვნა, ერთი ტიპის მეტყველებიდან მეორეზე ლოგიკური გადასვლა.

მოსწავლე კომენტატორი

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა მოსწავლეების მიერ კომენტარების გაკეთებაა. ვთხოვოთ მოსწავლეებს, შეაფასონ თანაკლასელის მიერ შესრულებილი წერითი თუ სხვა სახის დავალება. ბუნებრივია, თავდაპირველად შესაძლებელია ამხანაგის გულისწყრომაც კი გამოიწვიოს თუნდაც სამართლიანად მიცემულმა რეკომენდაციამ. მოსწავლეები სულ რამდენიმე ცდის შემდეგ ეჩვევიან და მოსწონთ ეს პროცესი. ამ ფორმით მასწავლებელი ახერხებს პროცესში მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართვას, რადგან ვინც არ ისმენს, კომენტარსაც ვერ გააკეთებს. მასწავლებელმა არ უნდა დაიშუროს პოზიტიური სტიმულები მოსწავლეთა მიერ კომპეტენტურად გაკეთებულ კომენტარზე. ვისაც ეს მეთოდი გამოუყენებია, დამიდასტურებს, რომ მოსწავლეები არაჩვეულებრივ განმავითარებელ შეფასებებს აძლევენ ერთმანეთს.

დაწერე კლასში

მნიშვნელოვანია, რომ კლასში ხშირად შეასრულონ თუნდაც ძალიან მცირე წერითი დავალება. დროის დაზოგვის, მოსწავლის წახალისებისა და პასუხისმგებლობის აღების მიზნით შესწორებისათვის რამდენიმე მოსწავლე მეხმარება.

სულ 2 წუთია საჭირო მოკლე და სხარტი კომენტარის გასაკეთებლად. ეს მეთოდი გამართლებულია მრავალრიცხოვან კლასშიც, როცა მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეთა ორგანიზება და კლასის მართვა. კლასში ერთობლივად შევიმუშაოთ საშინაო დავალების შესრულების სტრატეგიები, ზოგადი ინსტრუქციები და რჩევები. სწავლის სწავლა მრავალმხრივ ასპექტებს გულისხმობს და მათ შორის უმნიშვნელოვანესია წერის სწავლა. წერითი დავალების ტიპსა და სახეზეა დამოკიდებული, როგორ უნდა დაიგეგმოს შესრულების პროცესი. ამ მიზნით დროდადრო კლასში საშინაო დავალებას ვაწერინებ. გამოითქმება მოსაზრებები, დავალების შესრულების გზები და ვარიანტები.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მოსწავლის შეფასებისას მნიშვნელოვანია შემაჯამებელი დავალება. ხშირად ხდება, რომ მოსწავლე მხოლოდ ნიშანზეა ორიენტირებული ან, პირიქით, მას ნიშანი არც აინტერესებს. შეცდომების გასწორება და მათზე დაკვირვება ამ შემთხვევაში ზედაპირულია. მოსწავლის მოტივირების მიზნით დროდადრო მათ ფანქრით ვასწორებინებ ნაწერებს. პირობა ასეთია, თუ ნაშრომში შეცდომას აღმოაჩენენ, შეუძლიათ გაასწორონ და ეს ნიშანზე არ იმოქმედებს... თუ ერთი და იმავე ტიპის შეცდომა რამდენჯერმე განმეორდა, ეს ნიშანზე აისახება. პროცესის დასრულების შემდეგ ვახდენთ შეცდომების კლასიფიცირებას --- მორფოლოგიურ, სინტაქსურ, სტილისტურ თუ პუნქტუაციურ შეცდომებს აჯგუფებენ და მოსახერხებელი ფორმით წინასწარ გამზადებულ დიაგრამაში წერენ (სასურველია ფორმატზე მარკერით, რადგან ეს უკვე სასწავლო რესურსია და შეიძლება კლასში გამოიკრას).

ისტტექნოლოგია წერითი მეტყველების სამსახურში


წერითი და ზეპირი მეტყველების უალტერნატივო კონკურენტი თანამედროვე ელექტრონული ტექნოლოგიებია. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია, ამ მიმართულებით სასწავლო პროცესში მათი მიზანდასახული გამოყენება. პრეზენტაციებისა და სხვადასხვა დანიშნულების ტექსტების მომზადების, ინფორმაციების მოძიების თუ პროექტებზე მუშაობის პროცესი მოსწავლემ წერილობითი ფორმით უნდა წარმოადგინოს. მასწავლებელი უნდა ეცადოს, რომ ასეთი დავალებები კომპენსირებული იყოს ხელით ნაწერი დავალებებით. ელექტრონული ვერსიით წერა მნიშვნელოვანი აქტივობაა, როცა მოსწავლე თვითონ ფიქრობს, ქმნის, აანალიზებს და მსჯელობს. (გარდა ციტირებისა იკრძალება მასალის გადმოწერა და კოპირება). ორიგინალური ნაშრომისა და კოპირების ამოცნობა კი სირთულეს არ წარმოადგენს.


არ არსებობს იდეალური ფორმა, მეთოდი თუ აქტივობა წერითი და ზეპირი მეტყველების შესასწავლად. მისაღწევი თუ მიღწეული შედეგები დამოკიდებულია როგორც მასწავლებლის მონდომებასა და პასუხისმგებლობაზე, ასევე მოსწავლის მოტივაციასა და ძალისხმევაზე. კარგი მასწავლებლის მოსწავლეები კარგად წერენ და მეტყველებენ... კარგი მასწავლებლობა კი სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ პედაგოგმა თვითონ იცის საგანი... რა იციან ჩვენმა მოსწავლეებმა? - ამ კითხვაზე პასუხით განისაზღვრება მასწავლებლის კვალიფიკაცია.



ართული ენისა და ლიტერატურის 

ინტეგრირებული სწავლების ეფექტური და პრობლემური ასპექტები (ანუ გამოხმაურება მასწავლებლის გზავნილზე ,,მე უნდა ვიყო შემოქმედებითი“)

ავტორი -- ნინო მასურაშვილი

  შემოქმედებითობა  სრულებით არ გახლავთ   ინოვაციური    დამოკიდებულება  ნებისმიერ სფეროში, მით უფრო პედაგოგიურ პრაქტიკაში. მიუხედავად ამისა,  ამ თვისების  გამოხატულება  ყოველ დროსა და სივრცეში მობილურია.   ვფიქრობ, სწორედ ეს იგულისხმება თანამედროვე მასწავლებლის ერთ-ერთ გზავნილში--,,მე უნდა ვიყო შემოქმედებითი“.
   ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვნად მიმაჩნია  საგანთა ინტეგრირებული სწავლება.  როგორც ყოველ მიდგომასა და დამოკიდებულებას, მასაც გააჩნია დადებითი და  სუსტი ასპექტები.  სწავლების პანაცეა-მეთოდი  ბუნებაში არ არსებობს.
 მე, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მინდა, ჩემი პოზიცია გამოვხატო  ამ  თემასთან  მიმართებაში.  უნდა ითქვას, რომ  ამ საგანთა ინტეგრაციამ   არაერთი განაწყო  სკეპტიკურად.   ზოგიერთმა კი  ენის სწავლების იგნორირებადაც აღიქვა, რადგან  ტრადიცია ენის განყენებული სწავლებისა დაირღვა. 
   ზოგადსაგანმანათლებლო  სკოლის პრაქტიკაში ეს ორი საგანი (ხელოვნებისა და ენათმეცნიერების დარგები)    თითქმის იზოლირებული იყო ერთმანეთისაგან.   ინტეგრირებულმა სწავლებამ ხელი უნდა  შეუწყოს იმის გაცნობიერებას, რომ   სალიტერატურო ენის ნორმები    არის  მართლწერისა და მართლმეტყველების ერთaდერთი საშუალება. 
    სკოლაში    გრამატიკის სრული კურსის ზედმიწევნით შესწავლა  ვერ უზრუნველყოფდა    შეძენილი ცოდნის   გამოყენებასა და პრაქტიკულ გააზრებას,    ე. ი.  გრამატიკას  სწავლობდნენ და ასწავლიდნენ გრამატიკისათვის.
    შეიცვალა   საკითხისადმი ასეთი დამოკიდებულება, რაც მისასალმებელია,  თუმცა ახლა სხვა პრობლემამ იჩინა თავი. არსებულ სახელმძღვანელოებში არაორგანიზებულად არის შემოთავაზებული ენის საკითხები,  მხოლოდ მასწავლებლის პროფესიონალიზმსა და შემოქმედებით უნარზეა დამოკიდებული  ენის ინტენსიური კურსის შესწავლა ლიტერატურასთან კავშირში.  დღეისათვის  არ არსებობს  იდეალური სახელმძღვანელოები, რომლებშიც   ეროვნული გეგმის მიხედვით იქნება წარმოდგენილი საგნის პროგრამა. 
     ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული    სწავლება  მიზნობრივი და ეფექტური რომ იყოს,  მასწავლებელმა  უნდა გაითვალისწინოს   შემდეგი:--
  1.  სამიზნე   ჯგუფის   შესწავლა         ( რა   ისწავლეს, რა  იციან, რა  უნდა ისწავლონ)   მაგალითად:  მე-6 კლასში     მეტყველების    ნაწილების  მორფოლოგიური დახასიათება, სათანადო მართლწერისა და  მართლმეტყველების  ნორმებით.
  2.  სილაბუსის სწორად დაგეგმვა        (ლიტერატურის მასალის  შეთავსება გრამატიკასთან), იმის გათვალისწინებით, რომ ენობრივ მასალაზე გადასვლა მოხდეს ლოგიკურად, ენის პრაქტიკული ფუნქციის  შერწყმით ლიტერატურასთან. (   ფონეტიკური მოვლენები ჯერ უნდა აღმოვაჩენინოთ  შესასწავლ ტექსტში, შემდეგ კი დაკვირვების საფუძველზე  გავაკეთებინოთ დასკვნა.)   ამგვარი  „ენობრივი გადახვევები“ საინტერესოც არის და   ადვილად გასაგებიც.
  3. ვიცავთ სწავლების ინდუქციურ  პრინციპს  (მარტივიდან რთულისაკენ, კერძოდან ზოგადისაკენ).  როგორც წესი, ვიწყებთ ფონეტიკით და ვამთავრებთ სინტაქსური კონსტრუქციებით.
  4. ენის სწავლებისას ეფექტურია ისეთი  რესურსების გამოყენება, როგორიცაა---ჩანაწერები, სქემები, დიაგრამები,  ელექტრონული რესურსები      (  ტესტები, რედაქტირება).
  5. აქტივობების დაგეგმვისას გავითვალისწინოთ  მრავალმხრივი ინტელექტის თეორია,    განვავითაროთ  ლინგვისტურ-ენობრივი ინტელექტი.

        6.    მასწავლებელი უნდა  ეხმარებოდეს მოსწავლეებს, რომ თვითონ გააკეთონ დასკვნა   შეძენილი ცოდნის უტილიტარულ( გამოყენებით)  მნიშვნელობაზე.  მაგალითად:  ზმნის  თემას  ვსწავლობ იმიტომ, რომ  გავარკვიოთ, რომელია სწორი  (ვჩხრეკ---ვჩხრიკე, ვგრეხ--ვგრიხე,   შემიკერია--შემიკერავს და  მისთ.)    მოხდეს ენათმეცნიერული და პრაქტიკული გრამატიკის    იდენტიფიცირება. 

        7.მოზანდასახულად გამოვიყენოთ შესწავლილი  ენობრივი  საკითხების  გათვალისწინებით შედგენილი ტესტური დავალებები, რომელთაც მოსწავლეებს ორგანიზების სხვადასხვა ფორმით შევთავაზებთ  რედაქტირებისათვის.                           
               8.      ეფექტურია, რომ   დროდადრო  კლასში ან დერეფანში გამოვაკრათ   მოსწავლეთა რედაქტირებისას   გამოვლენილი შეცდომები მათი სწორი ანალოგებით(  შეცდომაა--სწორია).              


               მნიშვნელოვანი სიახლეა ეროვნელი გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის ფორმატში ცვლილებების განხორციელება.  ამ შემთხვევაში  სწორედ ის იგულისხმება, რომ   აბიტურიენტმა შეძენილი ცოდნის    პრაქტიკულად გამოყენება შეძლოს  და   შესაბამის   უნარ-ჩვევებს  ფლობდეს.               მომავალში სასურველი იქნება, რომ   სახელმძღვანელოები ეროვნული სასწავლო გეგმის პროგრამის მიხედვით იყოს  შედგენილი,    რაც უზრუნველყოფს  მის  შესაბამისობას საატესტატო და ეროვნული გამოცდების  მოთხოვნებთან.           ერთი რამ კი ყოველთვის უნდა გვახსოვდეს,   თუნდაც იდეალური სახელმძღვანელოს პირობებშიც კი  სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ,   თუ არ გავითვალისწინებთ  პრინციპს--მე უნდა ვიყო შემოქმედებითი!..  რომელიც  ყოველი მასწავლებლის  მოწოდებაცაა   და  მოვალეობაც.   







 სტატია გამოქვეყნდა ინტერნეტგაზეთ ,,მასწავლებელში " 2013 წლის  16 იანვარი   ( იხ. რესურსები) 



                                         რაც უფრო მეტი იციან მოსწავლეებმა ფიქრისა და სწავლის                                                                                                                          შესახებ,                                                                                                                                               ანუ რაც უფრო                                                                                        მაღალია მათი მეტაკოგნიტური                                                                              ცნობიერება, მით უფრო ეფექტურად სწავლობენ ისინი                                                                                  სკოლაში.“
                                                                                                                                           /დევიდ პერკინსი/

                                        1887 წელს იაკობ მანსვეტაშვილი  სკოლის შესამოწმებლად   მიავლინეს სოფ. დიდ თონეთში, სადაც ვაჟა-ფშაველა ასწავლიდა მშობლიურ ენასა და ლიტერატურას.       ჩანაწერი შემოწმების მასალებიდან .
„სასიამოვნო სანახავი იყო ღია, მხიარული, ცოცხალი  სახე ყმაწვილებისა, მასწავლებელს თამამად ეპყრობიან, ამასთანავე დისციპლინაც დაცულია, ეტყობა,მასწავლებელს შიშით კი არა, სიყვარულით მოუნადირებია თავისკენ. ყმაწვილები ფიქრობენ და პასუხს ისე იძლევიან, ეტყობა, ესმით კიდეც რაზედაც პასუხს ამბობენ და არა თუთიყუშებივით დაუზეპირებიათ ...“ 
                                                                                                                      მცირე  ექსკურსი  წიგნიდან  
                                                                                                                   ,,ქართველთა შორის წერა -კითხვის
                                                                                                                 გამავრცელებელი საზოგადოება
                                                                                                                           
მეტაკოგნაცია საკლასო  ოთახში
ნინო მასურაშვილი
       სასკოლო პრაქტიკითა და მთელი რიგი მტკიცებულებებით არის აღიარებული ეპიგრაფად წარძღვარებული შეხედულება, რომელსაც  ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი პერკინსი წერდა პედაგოგიურ წიგნში „ გონივრული სკოლა“. მართლაც რომ გონივრული, რადგან თუ სწავლა-სწავლების პროცესი გააზრებული არ არის, არ ემყარება მოსწავლისა და მასწავლებლის თანამშრომლობასა და ნდობას,  ყოველგვარი ცდა  უშედეგო აღმოჩნდება. ძალადობაზე დამყარებული სასკოლო და საკლასო დისციპლინა ვერ იქნება დამოუკიდებლად მოაზროვნე ადამიანის აღზრდის საფუძველი-- ამ ჭეშმარიტების უნიკალური მტკიცებულებაა ეს მცირე ექსკურსიც,, ქშწკგს“-ის ისტორიიდან.
  დღეს, როდესაც სასკოლო რეფორმის შედეგად გადაიხედა, შეფასდა და გადაფასდა მთელი რიგი საკითხები, მნიშვნელოვნად მიმაჩნია განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება მოსწავლეთა  მეტაკოგნაციაზე. ბუნებრივია, მასწავლებლის დახმარებისა და მიმართულების გარეშე მოსწავლეს არ შეუძლია, უკეთეს შემთხვევაში კი  გაუჭირდება აკონტროლოს საკუთარი შემეცნებითპროცესები.
   სწავლა სწავლებაზე ძნელია და მოსწავლეობა, როგორც ერმა პედაგოგმა შეაფასა,  ყველაზე რთული პროფესია. როგორც არ უნდა შევუმსუბუქოთ მოსწავლეებს ეს პროცესი,  მათ სწავლების სამივე საფეხურზე უწევთ სერიოზული პრობლემების დაძლევა. მეტაკოგნაცია კი დაეხმარება, რომ უკეთ დაგეგმოს,  აკონტროლოს, მოიპოვოს, დააახარისხოს, გაუზიაროს და შეარჩიოს საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე დავალებები.
*       
 ჩემი პედაგოგიური გამოცდილებისა და დაკვირვების შედეგად მოსწავლეთა სამ ტიპს გამოვკვეთდი.

 მოსწავლის ცოდნა საკუთარი კოგნიტური პროცესების შესახებ

ჰიპერბოლური შეხედულება
(უმრავლესობა)

ობიექტურად აფასებს
(უმცირესობა)

არასრულფასოვნების კომპლექსი
(ზოგიერთი )
             შემეცნებით პროცესებზე დაკვირვებას, როგორც იტყვიან, ,,თვითკონტროლს“ , მხოლოდ მოსწავლეთა მცირე ნაწილი ახერხებს. უმრავლესობა მოსწავლეებისა გაზვიადებულად წარმოიდგენს რეალურად არსებულ მდგომარეობას, მიაჩნიათ, რომ ერთი წაკითხვით სწავლობენ, რამეთუ გაგება და სწავლა ერთი და იგივე ცნებები ჰგონიათ, ეს კი ცოდნის მოჩვენებითობას იწვევს.
უნდა აღინიშნოს, რომ ასეთივე ვითარებაა არა მარტო სწავლის დაწყებით საფეხურზე. მიუხედავად იმისა, რომ უფროსკლასელთა შემეცნება და აზროვნება არსებითად განსხვავდება მათგან, აქაც უჭირთ  ფიქრი იმაზე, თუ  რა, როგორ და რამდენად იციან.
              მეორე უკიდურესობაა  ე.წ. არასრულფასოვნების კომპლექსით შეზღუდული მოსწავლეები. მათ არ სჯერათ საკუთარი შესაძლებლობების, ჰგონიათ, რომ არ შეუძლიათ ახალი მასალის სრულყოფოლად გაგება და სწავლა, არც კი ფიქრობენ იმაზე, რომ თვითონაც სცადონ, შექმნან, წარმოადგინონ კლასის წინაშე, დაგეგმონ ან შეაფასონ მიმდინარე აქტივობები.
           სამწუხაროდ, ხშირად ეს არის შედეგი მოსწავლის წარუმატებლობის, მასწავლებლის, მშობლისა და ამხანაგების არასათანადო კომენტარისა და დამოკიდებულების.
        რა დასამალია და მოსწავლეები თითქმის მუდამ ცდილობენ, რომ ისეთებად წარმოგვიდგინონ თავი, როგორებიც ჩვენ გვინდა, რომ იყვნონ. (ეს ჩვეულებრივი დამოკიდებულებაა, ასე ვართ ჩვენც, უფროსები)  რატომღაც ჰგონიათ, თუ მასწავლებელმა მათი სუსტი მხარე იცის, ეს ცუდად იმოქმედებს მათ  ავტორიტეტზე, არადა, პირიქით უნდა იყოს. მიმაჩნია, რომ თუკი ისინი გვენდობიან, დარწმუნდებიან, რომ ჩვენ მხოლოდ მათი დახმარების სურვილი გვამოძრავებს, მაშინ უფრო განუვითარდებათ მეტაკოგნაციის უნარი, რაც უდაოდ აისახება მათსავე შედეგებში.
                           სასწავლო-შემეცნებითი აქტივობები,
   რომლებიც მოსწავლეს დაეხმარება მეტაცოგნაციის უნარის  გამომუშავებაში, რაც იმას ნიშნავს, ყოველი აქტივობის შემდეგ გაიაზროს



რა ისწავლა?


რა ვერ გაიგო?

რაში ჭირდება
დახმარება?

რა უნდა
გაიმეოროს?



შეფასება,  თვითშეფასება, ურთიერთშეფასება
            ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, განსხვავებით საბჭოთა სკოლისაგან,  მოსწავლის შეფასების პროცესი სრულიად გამჭვირვალეა, რადგან მასწავლებელი ხელმძღვანელობს შეფასების სქემებითა და რუბრიკებით, რომლებშიც დეტალურად არის გაწერილი ათქულიანი სისტემის ყოველი დონის ამსახველი მახასიათებლები. ამდენად, მოწავლისათვის გასაგებია რაში, როგორ, რატომ და როდის ფასდება. მიმაჩნია, რომ შეფასების პროცესი არც თუ ისე ადვილია.  არსებობს არაერთი საშუალება მოსწავლის ცოდნის გასაზომად, თუმცა ყოველთვის  მასწავლებლის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული არსებულ მომენტში მიღებული შეფასება რამდენად იქნება  მოსწავლის მიღწევის შემდეგი ეტაპის საფუძველი. მოსწავლის  მოტივაციისა და ინტერესის ასამაღლებლად პოზიტიურია  მათი ჩართვა შეფასების რუბრიკის შემუშავებაში.
       რაც შეეხაბა თვითშეფასებას, ამ შემთხვევაში  სუბიექტივიზმისაგან ისევ შეფასების სქემები  დაგვიცავს.  კარგად შედგენილი სქემა და დიაგრამა  ე. წ. სვოტ- ანალიზიც   არის, რადგან მასში ძლიერი და სუსტი მხარე იკვეთება.  მოსწავლეები პერიოდულად აკეთებენ საკუთარი დავალების რვეულების რედაქტირებას.   ახლახან VII კლასის  მოსწავლეთა საშინაო დავალების რვეულების წარმოება არ მომეწონა. მათ უკომენტაროდ ვთხოვე, დაეწერათ კომენტარი საკუთარი თავისათვის, მაშინვე მიხვდნენ, რაშიც იყო საქმე,  გაუჭირდათ, მაგრამ მაინც დაწერეს, იმდენი შენიშვნები ჰქონდათ, რომ მე თითქმის ვერაფერი დავამატე ახალი.  შემოვიღეთ ასეთი რუბრიკაც --<<<სამახსოვრო>>, რომელშიც დროდადრო შეგონებებსა და მითითებებს იწერენ. ასეთი მეტაკოგნიტური გადახვევები  მოსწავლეს დააფიქრებს, უვითარებს თვითკრიტიკის უნარს, ეხმარება წარმატების მიღწევაში.
  მოსწავლეთა თვითშემეცნების ასამაღლებლად საუკეთესო საშუალებაა ურთიერთშეფასება. თავდაპირველად მოსწავლეებს უჭირთ ერთმანეთის ობიექტურად შეფასება, ჩვეულებრივი მომენტია, არ უნდათ,  აწყენინონ თანაკლასელს, უფრთხილდებიან ურთიერთობის დაძაბვას, უჭირთ იმის გააზრება, რომ მითითებასა და შენიშვნას მხოლოდ ურთიერთდახმარების მიზნით მიმართავენ. ამ შემთხვევაში მეხმარება ე.წ. „სენდვიჩის ‘’ მეთოდი, ანუ ჯერ  პოზიტიურ მხარეს გამოკვეთენ, შემდეგ-- შენიშვნა, რეკომენდაცია, მითითება, რჩევა, ბოლოსათვის შემოვინახოთ ისევ დადებითი ასპექტი. როდესაც მოსწავლეებს ეს ვასწავლე,  კომენტარი გავუკეთე, რომ ბუნებაში იშვიათია უშეცდომო, იდეალური ნამუშევარი, თუკი ამ ფორმით შეძლებენ ერთმანეთის დახმარებას,  ეს ძალიან კარგი იქნება.

თვითშემოწმება
       ეს პროცესი ეფექტურია ცოდნის კონსტრუირების დროს. მოსწავლე ინიშნავს, რა ვერ გაიგო, რა არის ბუნდოვანი, რის განმარტებას საჭიროებს, როდის შეასრულებს დავალებას სრულყოფილად, იცის, რა ინფორმაცია უნდა მოიძიოს და მისთ. ცხადია, რომ ამ დროს ყველაზე მარტივი და ეფექტურია საკითხის თანაკლასელთან ან მასწავლებელთან გაზიარება.  ჩემი გამოცდილებიდან დავასკვენი, რომ მასწავლებელი სისტემატურად უნდა ახსენებდეს მოსწავლეებს,რომ თუ რამეს ვერ გებულობენ, ეს პოზიტიური გამოხმაურებაა იმაზე, რომ მოტივირებულია,  რათა საკითხი ბოლომდე გაიგოს და გაიაზროს. მოსწავლის მიერ  კითხვის დასმა ყველაზე ეფექტური აქტივობაა ამ შემთხვევაში. არაერთხელ მითქვამს,  ყველაფერს ის იგებს, ვინც ყველაზე ნაკლებად გაიაზრა. ეს სიტყვები ერთგვარად ათამამებს, შეახსენებს და ახალისებს, რომ ყურადღებით მოისმინონ და მსჯელობაშიც ჩაერთონ.
           სასკოლო რეფორმის ფონზე შეიცვალა დამოკიდებულება ე.წ. გაკვეთილის მოყოლის სტანდარტისა და ფორმატის მიმართ...და მაინც, თუ მოსწავლე არ ჩათვლის თავს ანგარიშვალდებულად, ეცოდინება, რომ მასწავლებელი არ მოაყოლებს ინფორმაციას, წაკითხვა--გადაკითხვითაც დაკმაყოფილდება.  ეს პრობლემა განსაკუთრებით იკვეთება ლიტერატურის სწავლებისას. პირადად მე,  პირობითად,  ,,კოლექტიური თხრობა“ვუწოდე და ხშირად ვიყენებ ასეთ მეთოდს. თხრობას იწყებს ერთი და შემდეგ ჩემი მინიშნებით სხვა აგრძელებს, შეიძლება თუნდაც ერთი წინადადება ვათქმევინო და შემდეგ სხვას გავაგრძელებინო, მაგრამ არის მოტივირებული და ისმენს, რომ ნებისმიერ მომენტში მზად იყოს თხრობის გასაგრძელებლად.  (ამ დროს მოსწავლეები ხელს არ იწევენ ).მინიმუმ 4-5 წუთში საჭირო ინფორმაციას მივიღებთ მოსწავლეთა მზაობის შესახებ, ისინი კი ობიექტურად შეძლებენ თვითშეფასებას. ბოლოს კეთდება 1წუთიანი შეფასება-კომენტარი მასწავლებლის ან მოსწავლის მიერ.
 მოსწავლის ძალისხმევის გაძლიერება
ფსოქოლოგმა ბერნარდ უაინერმა პედაგოგიკაში პოპულარული გახადა თეორია ძალისხმევის დაფასებისა და ეფექტურობის შესახებ, რომლის მიხედვითაც რწმენა იმისა, რომ ადამიანის ძალისხმევა შედეგს გამოიღებს ზრდის მის ეფექტურ მოქმედებას ნებისმიერ სფეროში. კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები წარმატებას, როგორც წესი, ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ ფაქტორს უკავშირებენ: უნარი, ძალისხმევა, სხვა ადამიანები, იღბალი. ამ ფაქტორებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ძალისხმევა, რადგან მის გარეშე თვით უნარიც კი აუთვისებელი რჩება. სხვა ადამიანებსა და იღბალზე მინდობილნი კი ვერასოდეს იქნება დამოუკიდებელი და შესაბამისად წარმატებულიც.
 ძალისხმევის მონიტორინგი შესაძლებელია აწარმოონ დღიურის სახითაც, ე.წ. თვითანგარიში, თუნდაც ასეთი სახელწოდებით--,,ჩემი სწავლა“, რომელშიც ჩაინიშნავენ, თუ როგორ აღწევენ  ინდივიდუალურსა და საერთო მიზნებს, აღწერონ მიღწეული წარმატება და დაშვებული შეცდომაც.

შემაჯამებელ წერებზე
გაკეთებული ნებისმიერი კომენტარი მოსწავლეთა სათანადო    გამოხმაურებასა და დაშვებული შეცდომების გამოსწორებას უნდა ემსახურებოდეს. არადა, ხშირად ასე არ ხდება, მოსწავლეთა მოტივაციისა და გამოწვევის ასეთ ტექნიკასაც მივმართე. წავიკითხე მე-9 კლასელთა ნამუშევრები, ჩავინიშნე ჩემს მონაცემებში დაშვებული შეცდომები, დავწერე სათანადო ქულები და გაუსწორებლად დავურიგე. ერთხმად გაიკვირვეს, რომ  მათი ნაწერები არ იყო გასწორებული და ნიშნები ისე ეწერათ. ავუხსენი მათ, რომ ეს ჩემი ერთ-ერთი აქტივობა იყო და უნდა დამხმარებოდნენ, მე თვითონ გამიკვირდა, შეცდომების 80% აღმოაჩინეს და მათი კლასიფიკაციაც მოახდინეს. გაკვეთილის ბოლოს დაფაზე დავწერეთ ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები, რათა შემდეგში გაეთვალისწინებინათ.
      მოსწავლის ძალისხმევის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია ისტ-ის  გამოყენება. ყველასათვის ცნობილია, რომ ინტერნეტს მოსწავლეები ყველაზე ნაკლებად სასწავლო-საგანმანათლებლო მიზნით იყენებენ.  კარგი იქნება, თუ მასწავლებელი საკუთარ ბლოგზე  განათავსებს ისეთ დამხმარე და დამატებით მასალებს, რომლებიც სასწავლო თემის ათვისებაში დაეხმარება მოსწავლეს, ეს კიდევ უფრო გაზრდის სასწავლო ფუნქციით ინტერნეტსივრცეში მის ჩართულობას, მოსწავლეს შეუძლია, ამ ფორმითაც მოახდინოს მეტაკოგნიტური პროცესების მართვა, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით უკვე მეხუთე - მეექვსე კლასის მოსწავლეები ეუფლებიან პრეზენტაციის მომზადებისა და წაარმართვის  უნარს. ისინი ხალისითა და ინტერესით, ცნობისმოყვარეობითა და საქმისადმი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან ამ პროცესში. 
        საგაალურად ვაწარმოებთ საგნმანათლებლო-პედაგოგიურ საქმიანობას მიზანდასახული გეგმით.   მშობლების ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში ერთ-ერთი ურთულესი პრობლემაა, მშობელთა იმ კატეგორიას, რომელთაც  ხელი მიუწვდებათ ინტერნეტზე( და ასეთები უკვე უმრავლესობაა ) საჭირო ინფორმაციასა და რესურსს მივაწვდით ნებისმიერ დროს.
     მოსწავლს წარმატებისა და ძალისხმევის ერთ-ერთი ფორმულაა მაგალითების მოყვანა  ცნობილ ადამიანთა ცხოვრებიდან. მაგალითად, სტივ ჯობსის განცხადებით მე თვითონ გაოცებული დავრჩი.  წავიკითხე მისი უკანასკნელი წერილი, რომელშიც ნათქვამია:
"სიკვდილი სიცოცხლის საუკეთესო გამოგონებაარამეთუ ძველისგან განწმენდს და უხსნის გზას ახალს; "ჩემთვის სულერთიავიქნები თუ არა სასაფლაოზე ყველაზე მდიდარი ადამიანიის უფრო მნიშვნელოვანიაგავაკეთე თუ არა რაიმე განსაცვიფრებელი სიკვდილამდე ერთი დღით ადრე!"
         მეტაკოგნაცია სწავლების მეთოდი არ არის, იგი პროცესია, რომელზეც განვითარებისა და სწავლის ნებისმიერი თეორიით ხელმძღვანელობისას  უნდა ვიფიქროთ.  რაც უფრო მეტს ვსწავლობთ, მით უფრო მეტი გვრჩება შესასწავლი, ამიტომაც განაცხადა ბრძენმა სოკრატემ-,,მე ის ვიცი, რომ არაფერი ვიცი“. არსებობს მეორე უკიდურესობაც, როგორც გ. დოჩანაშვილის  მოთხრობის პერსონაჟი იტყოდა, იგი, ვინც  მხოლოდ ,,რობიზონ კრუზო“ წაიკითხა, თავს განათლებულ ადამიანად მიიჩნევს , რადგან არც კი იცის, ამ ქვეყნად სხვა რამე ღირებული თუ შექმნილა.  ჩვენ, მასწავლებლები, უნდა ვეცადოთ, რომ მოსწავლეებმა გაითავისონ სოკრატეს იდეალური განაცხადი, ამაში კი  სწავლების სოკრატული მეთოდიც დაგვეხმარება.  

გამოყენებული ლიტერატურა:       
 1. განვითარებისა და სწავლის თეორიები        
2. დევიდ პერკინსი „გონივრული სკოლა“ნმანათლებლო სოციალური ქსელი ,,edmodo“ ( edmodo.com )  უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ მრავალმხრივად ვითანამშრომლოთ მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან.  ამ ქსელში ჩართვა  არ არის რთული, დაცულია მოსწავლის შედეგების კონფიდენციალურობა , დაკვირვებისა და კვლევის არაჩვეულებრივ საშუალებას გვთავაზობს. მოსწავლეებს დაეხმარება სწავლის სწავლაში.       











               

 სურამის I საჯარო სკოლის  ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის სხდომის   ო ქ მ ი  # 3

          2012 წლის      5       აპრილს ჩატარდა  სურამის პირველი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის  სხდომა.  სხდომას ესწრებოდნენ   სკოლის დირექტორი -- დავით ჩადუნელი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები ციალა კურტანიძე , მაია მღებრიშვილი, სურამის მეორე და მესამე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები.
                                                       დღის    წესრიგი:
      ჟურნალ ,,მასწავლებელში’’ ( 2012 წელი, # 2  )  ნინო მასურაშვილის მიერ   გამოქვეყნებული  სტატიის --,,ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული სწავლების დადებითი და  პრობლემური ასპექტები“   მიმოხილვა. 
                                                                                               /     მომხსენებელი -- ნ.   მასურაშვილი   /
  მოისმინეს:
     სტატიის ავტორმა   ისაუბრა ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული სწავლების დადებით შედეგებზე. საგნის  ასეთი სახით შესწავლა სრულიად ახალი ფორმაა  პედაგოგიკის ისტორიაში.  ქართული ენისა და ზოგადად ენის ფენომენის წარმოდგენა გრამატიკული წყობის გარეშე შეუძლებელია. შემოქმედებითობა სრულიადაც არ არის ინოვაციური დამოკიდებულება პედაგოგიურ პრაქტიკაში. მიუხედავად ამისა, ის ყოველ დროსა და სივრცეში სხვადასხვაგვარად ესმოდათ. ვფიქრობ, სწორედ ეს იგულისხმება თანამედროვე მასწავლებლის ერთ-ერთ გზავნილში: „მე უნდა ვიყო შემოქმედებითი!“
              ქართული ენის ინტეგრირებულ წავლებას, ისევე, როგორც ყოველ მიდგომასა და დამოკიდებულებას, გააჩნია ძლიერი და სუსტი მხარეები. მასწავლებლის შემოქმედებითი უნარ-ჩვევები  უზრუნველყოფს ამ საკითხების კომპენსირებას.  რაც შეეხება შემოქმედებითობას, იგი სრულებითაც არ გახლავთ ინოვაციური დამოკიდებულება პედაგოგიურ პრაქტიკაში. მიუხედავად ამისა, ის ყოველ დროსა და სივრცეში სხვადასხვაგვარად ესმოდათ. ვფიქრობ, სწორედ ეს იგულისხმება თანამედროვე მასწავლებლის ერთ-ერთ გზავნილში -- „მე უნდა ვიყო შემოქმედებითი!“
         სასურველია, რომ სახელმძღვანელოები ეროვნული სასწავლო გეგმის პროგრამით იყოს შედგენილი, რაც უზრუნველყოფს მათ შესაბამისობას საატესტატო და ეროვნული გამოცდების მოთოვნებთან.
აზრი გამოთქვეს:
     მასწავლებელმა  მაია მღებრიშვილმა განაცხადა, რომ საკითხი უაღრესად აქტუალურია. ეს პრობლემა წლების განმავლობაში გადაუჭრელია,  არადა  მოსწავლის ინტერესებიდან გამომდინარეობს და უაღრესად დაეხმარება მათ სახელმძღვანელოების ასეთი ფორმით წარმოდგენა. ისიც მნიშვნელოვანია, რომ  მასწავლებლის პროფესიონალიზმსა და მონდომებაზე, მისი პასუხისმგებლობის გრძნობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. დღეს, მიუხედავად აღნიშნულისა, ვახერხებთ, რომ  გრამატიკის საკითები ლიტერატურასთან ინტეგრირებული შევასწავლოთ. ნინო მასწავლებლის მიერ გამოქვეყნებული სტატია, ალბათ, ყველა მასწავლებლის სათქმელს გამოხატავს.
     საგნობრივ შედეგებზე ორიენტირებული გაკვეთილების დაგეგმვა ერთადერთი სწორი გზაა, რომელიც მოსწავლის სწავლა- სწავლებაშ დაგვეხმარება. ამ პროცესში კი მასწავლებელი სრულიად თავისუფალია და შეუძლია ნებისმიერი რესურსი გამოიყენოს.
   
  მასწავლებელი ციალა კურტანიძე ათეული წლებია ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას . ყოველ დროს ახლდა გარკვეული პრობლემები, მითუმეტეს საბჭოურ ეპოქაში. ქართული ენისა დალიტერატურის სწავლება ცალ-ცალკე არ აღიქმებოდა, როგორც ერთი საგანი, როგორც ნინოს სტატიაშია აღნიშნული, მოსწავლეები გრამატიკას სწავლობდნენ გრამატიკისათვის. მიუხედავად იმისა, რომ  ენის სახელმძღვანელოში გამოკვეილი იყო ენობრივ საკთხებთანდაკავირებული ორთოგრაფიისა და ორთოეპიის  წესები. ამ მხრივ, მართლაც მნიშვნელოვანია საგნის ინტეგრირებული სწავლება, მაგრამ ახლა მართლაც მასწავლებელზეა დამოკიდებული, რამდენად შეძლებს, რომ ენის საკითხებ ილიტერატურას დაუკავშიროს დაეს ყოველივე ორგანულად იყოს შერწყმული ერთმანეთთან. თუკი მოსწავლე ვერ აცნობიერებს, რომ გრამატიკიკული საკითხები მეტყველებისა დაწერის დროს უნდა გამოიყენოს, არავითარი მნიშვნელობა არ გააჩნია ასეთ სწავლა-დაზეპირებას.

სკოლის დირექტორმა დავით ჩადუნელმა  დადებითად შეაფასა საკითხის ასე გადაწყვეტა და მიიჩნია, რომ საატესტატო გამოცდებზე სწორედ ასეა გადაწყვეტილი და დანახული ეს პრობლემა. ძირითადი ენობრივი საკითხები პრაქტიკული გრამატიკის ცოდნაზე იყო აგებული. სასიხარულოა, რომ მოსწავლეებმა მაღალი აკადემიური მავენებლები დაიმსახურეს და ბარიერი გამოცდაზე გასულმა ყველა მოსწავლემ გადალახა ქართულ ენას და ლიტერატურაში. მან, როგორც სკოლის ხელმძღვანელმა მადლობ გადაუხადა ნინო მასურაშვილს აქტიური პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, ამისი კონკრეტული გამოხატულება გახლავთ თუნდაც ჟურნალ „მასწავლებელში გამოქვეყნებული სტატია „ქართული ენის ინტეგრირებული სწავლების დადებითი და პრობლემური ასპექტები”.       


დაადგინეს:

1.                    თითოეულ საგნობრივ კათედრაზე განხილული და შეფასებული იქნეს ჟურნალ „მასწავლებელში გამოქვეყნებული აქტუალური საკითხები.



2.                       ლიტერატურის სწავლებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ის საკითხი, რომ გრამატიკული ნორმები ისწავლებოდეს ლიტერატურასთან კავშირში შემდეგი პრინციპით ---  მიწოდებული ინფორმაცია, რატომ სწავლობენ,კონკრეტულად  როდის გამოიყენებენ შეძენილ ცოდნას,   პროფესიულ ენაზე ამას  ბენჯამენ ბლუმის დონეებს ვუწოდებთ.





                                                                                          სხდომის თავჯდომარე  : ც კურტანიძე
                                                                                                                      მდივანი:  მ . მღებრიშვილი











 


























           

Комментариев нет:

Отправить комментарий