კათედრაზე კოლეგებთან თანამშრომლობა












https://www.youtube.com/watch?v=_ciKXktJmCQ&feature=youtu.be
















  პრეზენტაცია  საგნობრივ კათედრებზე 
   ( სურამის I საჯარო სკოლა )

          2014 . 05. 28 















 edmodo













                                                    უნიკალური  სოციალური ქსელი   ----   edmodo
  მასწავლებლის,

  მოსწავლისა და

    მშობლის                                                            

  თანამშრომლობისათვის













           




                     პრეზენტაციის  წერილობითი ანგარიში                                                                                                                     
                                                                                          



ღონისძიების დასახელება
,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის გზამკვლევისა“ და მოდიფიცირებული სქემის სიახლეების პრეზენტაცია 
   პრეზენტაცია  ჩატარდა   სურამის I საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის  მასწავლებლის ნინო მასურაშვილის მიერ
2013 წლის 26 აპრილი

მიზანი და ამოცანები
 მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის მნიშვნელობისა და მისი წარმოების  გაცნობა.
იმ სიახლეებისა და კორექტირების განხილვა, რომელიც განხორციელდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში.  მასწავლებელთა მოტივირება და პროფესიული განვითარება.

რეზიუმე
  სკოლის მასწავლებლების წინაშე წარვადგინე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების გზამკვლევი. მიუხედავად იმისა, რომ განხორციელდა გარკვეული ცვლილებები ამ მართულებით ეს რესურსი უაღრესად  მნიშვნელოვანია და აქტივობათა შესახებ არსებული ინფორმაცია თითქმის არ შეცვლილა.
 პრეზენტაცია დავიწყე სქემის მნიშვნელობისა და  აუცილებლობის განმარტებით. მასწავლებელი ყოველთვის ახორციელებდა გარკვეული სახის საკლასო თუ კლასგარეშე აქტივობებს. თუკი მოხდება მათი კლასიფიკაცია და შესაბამისი სახით აღრიცხვა-შენახვა  მნიშვნელოვანი და აუცილებელია.  მასწავლებლის მუშაობის გაცნობა შეუძლებელია მხოლოდ ერთი ან მეტი გაკვეთილის მოსმენით, ამიტომაც მისი საქაღალდე- პორტფოლიო უნდა მოიცავდეს ამ მუშაობის ამსახველ მასალებს.
      გასათვალისწინებელია ის ფაქტიც , რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაგეგმილია მასწავლებლის პროფესიული წინსვლისა და კარიერის ამ ფორმით განვითარება.
   
  წიგნში წარმოდგენილია და დეტალურად არის ახსნილი და განმარტებული სქემით გათვალისწინებული თითოეული აქტივობის განხორციელებისა და წარმოების პროცესი.
  ესენია--  პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა,  საგანმანათლებლო პროექტი, მოსწავლეთა მიღწევები, პედაგოგიური გამოცდილების გაზოარება და ბოლოს, მასწავლებლის პორტფოლიოს წარმოება.
     ამ აქტივობათა მიზანია, ხელი შეუწყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, მასწავლებლის კომპეტენციის ამაღლებასა და მის კარიერულ ზრდას, რომელიც აისახება პედაგოგის სახელფასო ანაზღაურებაზე.
 მასწავლებელმა უნდა    ამოირჩიოს საურველი და მიღწევადი აქტივობები, მინიმუმ 7 მათგანი 7, ახლა უკვე 4 წლის განმავლობაში.
  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მმონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენელი აწარმოებს შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა-დათვალიერებას და მასწავლებელს აძლევს შესაბამის რეკომენდაციას.
             მიმდინარე წლის აპრილში განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები პროფესიული განვითარების სქემაში, რომელიც ასეთი პრინციპით არის წარმოდგენილი.
  კრედიტების დაგროვების აქტივობები

საგაკვეთილო პროცესი                                                                                                             

·          მოსწავლეთა პროგრესი სწავლაში

·          ოლიმპიადები, კონფერენციები,კონკურსები

თვითშეფასება და ზრუნვა პროფესიული განვითარებაზე

·          ტრენინგი

·          სტაჟირება

·          საგანმანათლო თემაზე კვლევა

·          თვითშეფასების კომპეტენცია

თანამშრომლობა კოლეგებთან, ცოდნის გაზიარება.

·          კონფერენციებში და სემინარებში მონაწილეობა მომხსენებლად

·          საგანმანათლებლო თემაზე სტატია

·          მენტორობა

·          პრაქტიკანტებთან მუშაობა

·          კათედრაზე პრეზენტაციის მოწყობა, თემის წარმოდგენა

·          ტრენერად მუშაობა

·          თანამშრომლობითი წყვილები – „კრიტიკული მეგობარი“– ინსტიტუტი. სასკოლო ქსელების შექმნაში მონაწილეობა

·          პროფესიული განვითარების ჯგუფში მონაწილეობა

სპეციფიური აქტივობები

·          სსსმთან მუშაობა

·          თი მუშაობა ნიჭიერთან

·          მონაწილეობასაერთო  სახელმწიფო მნიშვნელობის პროგრამებში

 

·          სამოდელო გაკვეთილზე დაკვირვება. (დაგეგმვა და თვითშეფასება)

·          ინტეგრირებული გაკვეთილი

პროექტზე დაფუძნებული სწავლება

·          პროექტგაკვეთილი

·          სასწავლო პროექტი

·          სკოლის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტი

ისტ-ის გამოყენება

·          სასწავლო დამხმარე რესურსების შექმნა

·          ტექნოლოგიების გამოყენება გაკვეთილის ეფექტურად ჩატარებისათვის

·          ინტერნეტში, ბლოგის და სხვა ელქტრონული  დამხმარე რესურსები

აღმზრდელობითი პროცესი და არაფორმალური  განათლება

·          მშობლებთან და თემთან ეფექტური ურთიერთობის სტარტეგია

·          კლასის დამრიგებელის სააღმზრდელო სტარტეგია

·          არაფორმალური განათლების გამოყენების სტრატეგია

სასწავლო რესურსების შექმნა და მოზიდვა

·          სახელმძღვანელოები

·          ტრენინგ მოდული

·          დამხმარე საშუალებები და რესურსები

·          ადამიანური რესურსების მოძიება და გამოყენება



მასწავლებლის კატეგორიზაცია და რანჟირება განისაზღვრება დაგროვილი კრედიტების ოდენობით.  მასწავლებელს შესაძლებლობა აქვს, რომ 4 წლის განმავლობაში მოახერხოს კარიერული და პროფესიული წინსვლა.
                                                                
სერტიფიცირებული
საბაზო ხელფასი+
სერტიფიცირების დანამატი


პირველი კატეგორია
საბაზო ხელფასი+
სერტიფიცირების დანამატი
+…. %


უმაღლესი კატეგორია
საბაზო ხელფასი+
სერტიფიცირების დანამატი
+…. %

ღონისძიების  მნიშვნელობის დასაბუთება 
  სერტიფიცირებული მასწავლებლები გაეცნენ პროფესიული განვითარების სქემას და გაუჩნდათ მოტივაცია სქემაში ჩართვისა და კარიერული წინსვლის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ რამდენადმე გამარტივდა ის პროცედურები, რომელთა წარმოება ერთგვარ სირთულეს წარმოადგენდა.   ყველა მასწავლებელმა გადაწყვიტა, რომ ჩაერთოს პროფესიული განვითარების სქემაში.

 

ხელმოწერა :                   ნ. მასურაშვილი      თარიღი:                       28 აპრილი, 2013 წელი

































  •  კათედრაზე წარმოდგენილი თემა   

                       
მეტაკოგნაცია --   წარმატებული სწავლა-სწავლების საფუძველი
    მეტაკოგნაცია გულისხმობს აზროვნებას იმაზე, თუ როგორ ვაზროვნებთ, ანუ მოსწავლეთა ცოდნასა და შეხედულებებს  თავიანთი კოგნიტური( შემეცნებითი) პროცესების შესახებ.
     დევიდ პერკინსი,  ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, განმარტავს -- „ რაც უფრო მეტი იციან მოსწავლეებმა ფიქრისა და სწავლის შესახებ, ანუ რაც უფრო მაღალია მათი მეტაკოგნიტური ცნობიერება, მით უფრო ეფექტურად სწავლობენ ისინი და უფრო მაღალ შედეგებს  აღწევენ სკოლაში.
   სასკოლო პრაქტიკითა და მთელი რიგი მტკიცებულებებით არის აღიარებული ეს შეხედულება, რომელსაც პერკინსი წერს პედაგოგიურ წიგნში „ გონივრული სკოლა“. მართლაც რომ გონივრული, რადგან თუ სწავლა-სწავლების პროცესი გააზრებული არ არის, არ ემყარება მოსწავლისა და მასწავლებლის თანამშრომლობასა და ნდობას,  ყოველგვარი ცდა  უშედეგო აღმოჩნდება.
  დღეს, როდესაც სასკოლო რეფორმის შედეგად გადაიხედა, შეფასდა და გადაფასდა მთელი რიგი საკითხები, მნიშვნელოვან სიახლედ მიმაჩნია ზრუნვა მოსწავლეთა  მეტაკოგნაციისათვის. ბუნებრივია, მასწავლებლის დახმარებისა და მიმართულების გარეშე მოსწავლეს არ შეუძლია, უკეთეს შემთხვევაში კი  გაუჭირდება აკონტროლოს საკუთარი შემეცნებითდონე.
   მასწავლებელმა ისე უნდა დაგეგმოს სწავლა-სწავლების პროცესი, რომ მხედველობიდან არ გამორჩეს ეს ასპექტები. სწავლა სწავლებაზე რთულია და მოსწავლეობა, როგორც ერმა პედაგოგმა შეაფასა,  ყველაზე რთული პროფესია. როგორც არ უნდა შევუმსუბუქოთ მოსწავლეებს ეს პროცესი,  მათ სწავლების სამივე საფეხურზე უწევთ სერიოზული პრობლეების დაძლევა. მეტაკოგნაცია კი დაეხმარება, რომ უკეთ დაგეგმოს,  აკონტროლოს, მოიპოვოს, დააახარისხოს, გაუზიაროს და შეარჩიოს საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე დავალებები.
 მეტაკოგნიცია მოიცავს მეტაკომპონენტებსმართვის პროცესებს, რომლებიც ინფორმაციის გადამუშავების კონკრეტულ პროცესებს არეგულირებენ. ეს კომპონენტებია: პრობლემის არსებობის აღიარება, პრობლემის გაცნობიერება და იმ პროცესების ამორჩევა, რომლებიც გამოდგება პრობლემის გადასაჭრელად, სტრატეგიის არჩევა, მენტალური რეპრეზენტაციის შერჩევა .გონებრივი რესურსების განაწილება, პრობლემის გადაწყვეტის მსვლელობაზე კონტროლი, პრობლემის გადაწყვეტის ეფექტიანობის შეფასება.
როდესაც მეტაკოგნიცია ეხება საკუთარი სწავლის პროცესების გაცნობიერებას, მაშინ ადგილი აქვს სწავლის სწავლას - ადამიანის მიერ საკუთარის წავლის მართვას, რომელიც მოიცავს სწავლის დაგეგმვას, შეფასებას და მუდმივ მონიტორინგს.
 მეტაკოგნიტური პროცესებია:
*      ცოდნა ჩვენი მეხსიერებისა და სწავლის შესაძლებლობების შესახებ;
*      იმის განსაზღვრა, თუ მოცემულ დროში რისი სწავლა შეგვიძლია;
*      სწავლის პროცესის ორგანიზება;
*      ანალიზი იმისა, თუ რა ვისწავლეთ და რამდენად კარგად გავიგეთ;
*      სწავლისათვის ყველაზე ხელსაყრელი დროის, ადგილისა და აქტივობის შერჩევა.
 ჩემი პედაგოგიური გამოცდილებისა და დაკვირვების შედეგად მოსწავლეთა
სამ ტიპს გამოვკვეთდი ----- 


 მოსწავლის ცოდნა საკუთარი კოგნიტური პროცესების შესახებ

ჰიპერბოლური შეხედულება
(უმრავლესობა)

ობიექტურად აფასებს
(უმცირესობა)

არასრულფასოვნების კომპლექსი
(მცირე ნაწილი)
             შემეცნებით პროცესებზე დაკვირვებას, როგორც იტყვიან, ,,თვითკონტროლს“ მხოლოდ მოსწავლეთა მცირე ნაწილი ახერხებს. როგორც სქემაზეა ნაჩვენები, ისინი ობიექტურად საზღვრავენ თავიანთ შესაძლებლობებსა და მიღწევებს. 
               უმრავლესობა მოსწავლეებისა გაზვიადებულად წარმოიდგენს რეალურად არსებულ მდგომარეობას, მიაჩნიათ, რომ ერთი წაკითხვით სწავლობენ, რამეთუ გაგება და სწავლა ერთი და იგივე ცნებები ჰგონიათ, ეს კი ცოდნის მოჩვენებითობას იწვევს.
უნდა იღინიშნოს, რომ ეს მდგომარეობა  გვხვდება არა მარტო სწავლის დაწყებით საფეხურზე, მიუხედავად იმისა, რომ უფროსკლასელთა შემეცნება და აზროვნება არსებითად განსხვავდება მათგან, აქაც უჭირთ  ფიქრი იმაზე, თუ  რა, როგორ და რამდენად იციან.
              მეორე უკიდურესობაა  ე.წ. არასრულფასოვნების კომპლექსით შეზღუდული მოსწავლეები. მათ არ სჯერათ საკუთარი შესაძლებლობების, ჰგონიათ, რომ არ შეუძლიათ ახალი მასალის სრულყოფოლად გაგება და სწავლა, არც კი ფიქრობენ იმაზე, რომ თვითონაც სცადონ, შექმნან, წარმოადგინონ კლასის წინაშე, დაგეგმონ ან შეაფასონ მიმდინარე აქტივობები.
           სამწუხაროდ, ხშირად ეს არის შედეგი მოსწავლის წარუმატებლობის, მასწავლებლის, მშობლისა და ამხანაგების არასათანადო კომენტარისა და დამოკიდებულების.
        რა დასამალია და მოსწავლეები თითქმის მუდამ ცდილობენ, რომ ისეთებად წარმოგვიდგინონ თავი, როგორებიც ჩვენ გვინდა, რომ იყვნონ. (ეს ჩვეულებრივი დამოკიდებულებაა, ასე ვართ ჩვენც, უფროსები)  რატომღაც ჰგონიათ, თუ მასწავლებელმა მათი სუსტი მხარე იცის, ეს ცუდად იმოქმედებს მათ  ავტორიტეტზე, არადა, პირიქით უნდა იყოს. მიმაჩნია, რომ თუკი ისინი გვენდობიან, დარწმუნდებიან, რომ ჩვენ მხოლოდ მათი დახმარების სურვილი გვამოძრავებს, მაშინ უფრო განუვითარდებათ მეტაკოგნაციის უნარი, რაც უდაოდ აისახება მათსავე შედეგებში.
                           სასწავლო-შემეცნებითი აქტივობები,
   რომლებიც მოსწავლეს დაეხმარება მეტაცოგნაციის უნარის  გამომუშავებაში
        მარტივად რომ ვთქვათ, მოსწავლე უნდა ეცადოს, რომ ყოველი აქტივობის შემდეგ გაიაზროს, რა ისწავლა, რა ვერ გაიგო, რა ფორმით უფრო გასაგები იქნებოდა,რა შეუძლია, რა არ შეუძლია, რაში ჭირდება დახმარება, რა უნდა გაიმეოროს და ა.შ.
არსებობს სწავლების არაერთი ეფექტური სტრატეგია, რომლებიც ემყარება გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას. ბუნებრივია, რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია, ამიტომაც მნიშვნელოვანია   თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ შესაძლებლობები გამოვავლინოთ.
შეფასება,  თვითშეფასება, ურთიერთშეფასება
            ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, განსხვავებით საბჭოთა სკოლისაგან,  მოსწავლის შეფასების პროცესი სრულიად გამჭვირვალეა, რადგან მასწავლებელი ხელმძღვანელობს შეფასების სქემებითა და რუბრიკებით, რომლებშიც დეტალურად არის გაწერილი ათქულიანი სისტემის ყოველი დონის ამსახველი მახასიათებლები. ამდენად, მოწავლისათვის გასაგებია რაში, როგორ, რატომ და როდის ფასდება. მიმაჩნია, რომ შეფასების პროცესი არც თუ ისე ადვილია.  არსებობს არაერთი საშუალება მოსწავლის ცოდნის გასაზომად, თუმცა ყოველთვის  მასწავლებლის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული არსებულ მომენტში მიღებული შეფასება რამდენად იქნება  მოსწავლის მიღწევის შემდეგი ეტაპის საფუძველი. მოსწავლის ჩართულობისათვის, მოტივაციისა და ინტერესის ასამაღლებლად პოზიტიურია  მათი ჩართვა შეფასების რუბრიკის შემუშავებაში.
       რაც შეეხაბა თვითშეფასებას, ამ შემთხვევაში  სუბიექტივიზმისაგან ისევ შეფასების სქემები  დაგვიცავს.  კარგად შედგენილი სქემა და დიაგრამა  ე. წ. სვოტ- ანალიზიც   არის, რადგან მასში ძლიერი და სუსტი მხარე იკვეთება.  მოსწავლეები პერიოდულად აკეთებენ საკუთარი დავალების რვეულების რედაქტირებას.   ახლახან მეექვსე კლასის მოსწავლეთა საშინაო დავალების რვეულების წარმოება არ მომეწონა. მათ უკომენტაროდ ვთხოვე, ,,დამიწერეთ ამ რვეულის ადრესატის დახასიათება“, მაშინვე მიხვდნენ, რაშიც იყო საქმე,  გაუჭირდათ, მაგრამ მაინც დაწერეს, იმდენი შენიშვნები ჰქონდათ, რომ მე თითქმის ვერაფერი დავამატე ახალი.  შემოვიღეთ ასეთი რუბრიკაც --<<<სამახსოვრო>>, რომელშიც დროდადრო შეგონებებსა და მითითებებს იწერენ. ასეთი მეტაკოგნიტური გადახვევები  მოსწავლეს დააფიქრებს, უვითარებს თვითკრიტიკის უნარს, ეხმარება წარმატების მიღწევაში.
  მოსწავლეთა თვითშემეცნების ასამაღლებლად საუკეთესო საშუალებაა ურთიერთშეფასება. თავდაპირველად მოსწავლეებს უჭირთ ერთმანეთის ობიექტურად შეფასება, ჩვეულებრივი მომენტია, რომ არ უნდათ,  აწყენინონ თანაკლასელს, უფრთხილდებიან ურთიერთობის დაძაბვას, უჭირთ იმის გააზრება, რომ მითითებასა და შენიშვნას მხოლოდ ურთიერთდახმარების მიზნით მიმართავენ. ამ შემთხვევაში მეხმარება ე.წ. „სენდვიჩის ‘’ მეთოდი, ანუ ჯერ  პოზიტიურ მხარეს გამოკვეთენ, შემდეგ-- შენიშვნა, რეკომენდაცია, მითითება, რჩევა, ბოლოსათვის შემოვინახოთ ისევ დადებითი ასპექტი. როდესაც მოსწავლეებს ეს ვასწავლე,  კომენტარი გავუკეთე, რომ ბუნებაში იშვიათია უშეცდომო, იდეალური ნამუშევარი, თუკი ამ ფორმით შეძლებენ ერთმანეთის დახმარებას,  ეს ძალიან კარგი იქნება.

თვითშემოწმება
       ეს პროცესი ეფექტურია ცოდნის კონსტრუირების დროს. მოსწავლე ინიშნავს, რა ვერ გაიგო, რა არის ბუნდოვანი, რის განმარტებას საჭიროებს, როდის შეასრულებს დავალებას სრულყოფილად, იცის, რა ინფორმაცია უნდა მოიძიოს და მისთ. ცხადია, რომ ამ დროს ყველაზე მარტივი და ეფექტურია საკითხის თანაკლასელთან ან მასწავლებელთან გაზიარება. მინდა, აღვნიშნო და მასწავლებლებიც დამეთანხმებიან, რომ თანამედროვე სასკოლო სივრცეში ამ ხერხს მოსწავლეები ყველაზე ნაკლებად მიმართავენ. ჩემი აზრით,  მათ  ერიდებათ, ხან კიდეც ეზარებათ, ავიწყდებათ...  ჩემი გამოცდილებიდან დავასკვენი, რომ მასწავლებელი სისტემატურად უნდა ახსენებდეს მოსწავლეებს, თუ რაიმეს ვერ გებულობენ შესაბამისად, მოსწავლის მიერ  კითხვის დასმა ყველაზე ეფექტური აქტივობაა ამ შემთხვევაში. არაერთხელ მითქვამს, რომ  რაიმეს ის ვერ გებულობს , ვინც გაიგო ახალი საკითხი. ყველაფერს ის იგებს, ვინც ყველაზე ნაკლებად გაიაზრა. ეს სიტყვები ერთგვარად ათამამებს, შეახსენებს და ახალისებს, რომ ყურადღებითაც მოისმინონ და მსჯელობაშიც ჩაერთონ.
      თვითშემოწმებისათვის სტანდარტული ფორმატი არ არსებობს, ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში. მოსწავლეთა უშუალო მონაწილეობით შეიძლება შევადგინოთ,  მაგალითად, <წარმატებული მოსწავლის დამახასიათებელი ნიშნები> და  ა.შ.
           საკითხისადმი ასეთი მიდგომა მოსწავლეს დამოუკიდებელი აზროვნების უნარს უვითარებს, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული თვითშემეცნებასთან.
  მოსწავლის ძალისხმევის გაძლიერება
  ფსოქოლოგმა ბერნარდ უაინერმა პედაგოგიკაში პოპულარული გახადა თეორია ძალისხმევის დაფასებისა და ეფექტურობის შესახებ, რომლის მიხედვითაც რწმენა იმისა, რომ ადამიანის ძალისხმევა შედეგს გამოიღებს ზრდის მის ეფექტურ მოქმედებას ნებისმიერ სფეროში. კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები წარმატებას, როგორც წესი, ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ ფაქტორს უკავშირებენ:
Ø  უნარი ; 
Ø  ძალისხმევა;
Ø  სხვა ადამიანები;
Ø  იღბალი;
ამ ფაქტორებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ძალისხმევა, რადგან მის გარეშე თვით უნარიც კი აუთვისებელი რჩება. სხვა ადამიანებსა და იღბალზე მინდობილნი კი ვერასოდეს იქნება დამოუკიდებელი და შესაბამისად წარმატებულიც.
    მოსწავლისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ორიენტაცია ძალისხმევაზე გააკეთოს, რწმენა საკუთარი თავის მიმართ უფრო მოქმედსა და ნაყოფიერს ხდის მათ საქმიანობას. ამის აღიარება და ცხოვრების წესად დანერგვა თვითშემეცნების  ბუნებრივი პროცესია.
        სწავლისათვის გაღებული ძალისხმევის მონიტორინგი შესაძლებელია აწარმოონ დღიურის სახითაც, ე.წ. თვთანგარიში, თუნდაც ასეთი სახელწოდებით--,,ჩემი სწავლა“, რომელშიც ჩაინიშნავენ, თუ როგორ აღწევენ  ინდივიდუალურსა და საერთო მიზნებს, აღწერონ მიღწეული წარმატება და დაშვებული შეცდომაც. 
      მოსწავლის ძალისხმევის გასაძლიერებლად არაჩვეულებრივია ისტ-ის  გამოყენება. ყველასათვის ცნობილია, რომ ინტერნეტს მოსწავლეები ყველაზე ნაკლებად სასწავლო-საგანმანათლებლო მიზნით იყენებენ.  ხელსაყრელი და ეფექტური გამოსავალი  ამ სერიოზული პრობლემის თავიდან ასაცილებლად ის გახლავთ, რომ მოსწავლეებს რაც შეიძლება მეტი ისეთი დავალება მივცეთ, რომლის შესასრულებლადაც ინტერნეტი დასჭირდებათ. კარგი იქნება, თუ მასწავლებელი საკუთარ ბლოგზე  განათავსებს ისეთ დამხმარე და დამატებით მასალებს, რომლებიც სასწავლო თემის ათვისებაში დაეხმარება მოსწავლეს, ეს კიდევ უფრო გაზრდის სასწავლო ფუნქციით ინერნეტსივრცეში მის ჩართულობას, მოსწავლეს შეუძლია, ამ ფორმითაც მოახდინოს მეტაკოგნიტური პროცესების მართვა, კერძოდ, არსებული ცოდნის გახსენება, ჩანაწერების გაკეთება, ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება, მასალის მოკლედ გადმოცემა, გაგება-გააზრების ნაირგვარი ხერხებით შემოწმება, რომელთა შორის მნიშვნელოვანია ტესტირება და სასკოლო ელექტრონული რესურსები, პრეზენტაციები. მინდა აღვნიშნო, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით უკვე მეხუთე - მეექვსე კლასის მოსწავლეები ეუფლებიან პრეზენტაციის მომზადებისა და წაარმართვის  უნარს. ისინი ხალისითა და ინტერესით, ცნობისმოყვარეობითა და საქმისადმი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან ამ პროცესში.  ელექტრონული ფორმით მოსწავლეს შესძლებლობა აქვს, აკონტროლოს მეტეკოგნიტური პროცესები ( არსებული ცოდნის გახსენება, ჩანაწერების გაკეთება, ინფორმაციის ორგანიზება, მასალის მოკლედ გადმოცემა, გაგება-გააზრების შემოწმება .)

     მოსწავლს წარმატებისა და ძალისხმევის ართ-ერთი ფორმულაა მაგალითების მოყვანა  ცნობილ ადამიანთა ცხოვრებიდან. მაგალითად, სტივ ჯობსი, მე თვითონ გაოცებული დავრჩი, როდესაც წავიკითხე მისი უკანასკნელი წერილი, რომელშიც ნათქვამია:
"სიკვდილი სიცოცხლის საუკეთესო გამოგონებაა, რამეთუ ძველისგან განწმენდს და უხსნის გზას ახალს; "ჩემთვის სულერთია, ვიქნები თუ არა სასაფლაოზე ყველაზე მდიდარი ადამიანი. ის უფრო მნიშვნელოვანია, გავაკეთე თუ არა რაიმე განსაცვიფრებელი სიკვდილამდე ერთი დღით ადრე!"
         მეტაკოგნაცია სწავლების მეთოდი არ არის, იგი პროცესია, რომელზეც განვითარებისა და სწავლის ნებისმიერი თეორიით ხელმძღვანელობისას  უნდა ვიფიქროთ. მეტაკოგნაცია ადამიანის შესაძლებლობებისა და ცოდნის სრულფასოვნებისაკენ არის მიმართული, თუმცა რაც უფრო მეტს ვსწავლობთ, მით უფრო მეტი გვრჩება შესასწავლი, ამიტომაც განაცხადა ბრძენმა სოკრატემ-,,მე ის ვიცი, რომ არაფერი ვიცი“. არსებობს მეორე უკიდურესობაც, როგორც გ. დოჩანაშვილის  მოთხრობის პერსონაჟი იტყოდა, ის, ვისაც მხოლოდ ,,რობიზონ კრუზო“ ჰქონდა წაკითხული თავს განათლებულ ადამიანად მიიჩნევს , რადგან არც კი იცის, ამქვეყნად სხვა რამე ღირებული თუ შექმნილა.  ჩვენ, მასწავლებლები, უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი მოსწავლეები ჯანსაღად აზროვნებდნენ, რაშიც  არა მხოლოდ სოკრატეს იდეალური განაცხადი, არამედ სწავლების სოკრატული მეთოდიც დაგვეხმარება.
   გამოყენებული ლიტერატურა:  1.დებრა ფიქერინგი, ჯეინი ფოლოქი „ ეფექტური სწავლება სკოლაში“       2. განვითარებისა და სწავლის თეორიები    3. დევიდ პერკინსი „გონივრული სკოლა“        
    
  
   


               

                                         ო ქ მ ი  # 3
          2012 წლის      5       აპრილს ჩატარდა  სურამის პირველი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის  სხდომა.  სხდომას ესწრებოდნენ   სკოლის დირექტორი -- დავით ჩადუნელი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები ციალა კურტანიძე , მაია მღებრიშვილი, სურამის მეორე და მესამე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები.
                                                       დღის    წესრიგი:
      ჟურნალ ,,მასწავლებელში’’ ( 2012 წელი, # 2  )  ნინო მასურაშვილის მიერ   გამოქვეყნებული  სტატიის --,,ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული სწავლების დადებითი და  პრობლემური ასპექტები“   მიმოხილვა. 
                                                                                               /     მომხსენებელი -- ნ.   მასურაშვილი   /
  მოისმინეს:
     სტატიის ავტორმა   ისაუბრა ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული სწავლების დადებით შედეგებზე. საგნის  ასეთი სახით შესწავლა სრულიად ახალი ფორმაა  პედაგოგიკის ისტორიაში.  ქართული ენისა და ზოგადად ენის ფენომენის წარმოდგენა გრამატიკული წყობის გარეშე შეუძლებელია. შემოქმედებითობა სრულიადაც არ არის ინოვაციური დამოკიდებულება პედაგოგიურ პრაქტიკაში. მიუხედავად ამისა, ის ყოველ დროსა და სივრცეში სხვადასხვაგვარად ესმოდათ. ვფიქრობ, სწორედ ეს იგულისხმება თანამედროვე მასწავლებლის ერთ-ერთ გზავნილში: „მე უნდა ვიყო შემოქმედებითი!“
              ქართული ენის ინტეგრირებულ წავლებას, ისევე, როგორც ყოველ მიდგომასა და დამოკიდებულებას, გააჩნია ძლიერი და სუსტი მხარეები. მასწავლებლის შემოქმედებითი უნარ-ჩვევები  უზრუნველყოფს ამ საკითხების კომპენსირებას.  რაც შეეხება შემოქმედებითობას, იგი სრულებითაც არ გახლავთ ინოვაციური დამოკიდებულება პედაგოგიურ პრაქტიკაში. მიუხედავად ამისა, ის ყოველ დროსა და სივრცეში სხვადასხვაგვარად ესმოდათ. ვფიქრობ, სწორედ ეს იგულისხმება თანამედროვე მასწავლებლის ერთ-ერთ გზავნილში -- „მე უნდა ვიყო შემოქმედებითი!“
         სასურველია, რომ სახელმძღვანელოები ეროვნული სასწავლო გეგმის პროგრამით იყოს შედგენილი, რაც უზრუნველყოფს მათ შესაბამისობას საატესტატო და ეროვნული გამოცდების მოთოვნებთან.
აზრი გამოთქვეს:
     მასწავლებელმა  მაია მღებრიშვილმა განაცხადა, რომ საკითხი უაღრესად აქტუალურია. ეს პრობლემა წლების განმავლობაში გადაუჭრელია,  არადა  მოსწავლის ინტერესებიდან გამომდინარეობს და უაღრესად დაეხმარება მათ სახელმძღვანელოების ასეთი ფორმით წარმოდგენა. ისიც მნიშვნელოვანია, რომ  მასწავლებლის პროფესიონალიზმსა და მონდომებაზე, მისი პასუხისმგებლობის გრძნობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. დღეს, მიუხედავად აღნიშნულისა, ვახერხებთ, რომ  გრამატიკის საკითები ლიტერატურასთან ინტეგრირებული შევასწავლოთ. ნინო მასწავლებლის მიერ გამოქვეყნებული სტატია, ალბათ, ყველა მასწავლებლის სათქმელს გამოხატავს.
     საგნობრივ შედეგებზე ორიენტირებული გაკვეთილების დაგეგმვა ერთადერთი სწორი გზაა, რომელიც მოსწავლის სწავლა- სწავლებაშ დაგვეხმარება. ამ პროცესში კი მასწავლებელი სრულიად თავისუფალია და შეუძლია ნებისმიერი რესურსი გამოიყენოს.
   
  მასწავლებელი ციალა კურტანიძე ათეული წლებია ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას . ყოველ დროს ახლდა გარკვეული პრობლემები, მითუმეტეს საბჭოურ ეპოქაში. ქართული ენისა დალიტერატურის სწავლება ცალ-ცალკე არ აღიქმებოდა, როგორც ერთი საგანი, როგორც ნინოს სტატიაშია აღნიშნული, მოსწავლეები გრამატიკას სწავლობდნენ გრამატიკისათვის. მიუხედავად იმისა, რომ  ენის სახელმძღვანელოში გამოკვეილი იყო ენობრივ საკთხებთანდაკავირებული ორთოგრაფიისა და ორთოეპიის  წესები. ამ მხრივ, მართლაც მნიშვნელოვანია საგნის ინტეგრირებული სწავლება, მაგრამ ახლა მართლაც მასწავლებელზეა დამოკიდებული, რამდენად შეძლებს, რომ ენის საკითხებ ილიტერატურას დაუკავშიროს დაეს ყოველივე ორგანულად იყოს შერწყმული ერთმანეთთან. თუკი მოსწავლე ვერ აცნობიერებს, რომ გრამატიკიკული საკითხები მეტყველებისა დაწერის დროს უნდა გამოიყენოს, არავითარი მნიშვნელობა არ გააჩნია ასეთ სწავლა-დაზეპირებას.

სკოლის დირექტორმა დავით ჩადუნელმა  დადებითად შეაფასა საკითხის ასე გადაწყვეტა და მიიჩნია, რომ საატესტატო გამოცდებზე სწორედ ასეა გადაწყვეტილი და დანახული ეს პრობლემა. ძირითადი ენობრივი საკითხები პრაქტიკული გრამატიკის ცოდნაზე იყო აგებული. სასიხარულოა, რომ მოსწავლეებმა მაღალი აკადემიური მავენებლები დაიმსახურეს და ბარიერი გამოცდაზე გასულმა ყველა მოსწავლემ გადალახა ქართულ ენას და ლიტერატურაში. მან, როგორც სკოლის ხელმძღვანელმა მადლობ გადაუხადა ნინო მასურაშვილს აქტიური პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, ამისი კონკრეტული გამოხატულება გახლავთ თუნდაც ჟურნალ „მასწავლებელში გამოქვეყნებული სტატია „ქართული ენის ინტეგრირებული სწავლების დადებითი და პრობლემური ასპექტები”.


დაადგინეს:

1.                    თითოეულ საგნობრივ კათედრაზე განხილული და შეფასებული იქნეს ჟურნალ „მასწავლებელში გამოქვეყნებული აქტუალური საკითხები.



2.                       ლიტერატურის სწავლებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ის საკითხი, რომ გრამატიკული ნორმები ისწავლებოდეს ლიტერატურასთან კავშირში შემდეგი პრინციპით ---  მიწოდებული ინფორმაცია, რატომ სწავლობენ,კონკრეტულად  როდის გამოიყენებენ შეძენილ ცოდნას,   პროფესიულ ენაზე ამას  ბენჯამენ ბლუმის დონეებს ვუწოდებთ.





                                                       სხდომის თავჯდომარე  : ც კურტანიძე

                                                                             მდივანი :   მ.მღებრიშვილი                                         

   









https://drive.google.com/file/d/0Bwl5PZtMQYUid1h2MExROUZlTTA/edit?usp=sharing

                                                                                                                                                    

  სილაბუსები


ქართული ( მე-12 კლასი )
  
  
 გაკვეთილის თემა         

სასწავლო
 მიზნები

   აქტივობები

შედეგები ესგ-ის მიხ.

რესურსები

   შეფასება
მონტენი-
„ორთაბრძოლა“
მსჯელობა,
ანალიზის უნარი
კითხვა,  პოლილოგი
ქართ.მე-12
(10)
წიგნი, ლიტ.პარალელები
მსჯელობის, ანალიზის
უნარი
ჯიბრანი
„სიკვდილი“
მწრლის ენისა და სტილის გააზრ.
დებატები, კითხ-პასუხი
მე-10
წიგნი,   დაფა,ცარცი
ლიტ.ნაწ. ენის შეფასებ
ვაჟა-„მოგონება“
მხატვრული სახეების ამოცნ.
კითხვა,  მსჯელობა
მე-8
წიგნი,
კომპ.
მხატვრული აღქმის უნარ
გალაკტიონი’,,მესაფლავე“

ტექსტის იდეური ფასეულ
მსჯელობა,
იდეების დიაგრ.
მე-3
წიგნი,პორტრეტი, კომპ.
ლირიკის  იდეური ფუნქცია
ა.ბაქრაძე „ფხიზ.გონ“

რეფერატის წერა
მინი -ლექცია,
პოლილოგი
მე-12
წიგნი,  სლაიდ-შოუ
რეფერატის წერის უნარი
ვ. კოტეტიშვ.
,,აზიისაკენ“
მსჯელობა ლიტ წერილზე
კითხვა
კითხვა-პასუხი
მე-13
წიგნი
რუკა, დაფა.
ლოგიკური მსჯელობა
ოქტავ მირბო
„მუქთამჭამ“
პრეზენტაციის უნარი
ზეპირი პრეზენტაცია
მე-6
წიგნი
კომპიუტ.
პრეზენტაც.
სტანდარტ.
ნ.ლორთქიფ.
„თავსაფრ/დ“
მწერლის სტილ.
ამოცნობა

კითხვა,  კომენტარი
მე-9
წიგნი,  სურათები
ტექსტის სტილ. შეფ.
ნ. ლორთქიფ
„თავსაფ/დ“
ანალიზისა და სინთეზის უნარი
ჯგუფური  დავალება
მე-13
მარკერი, ფურცლები
ანალიტიკური აზროვნ.
თ. ნატროშვ.
„მომავ. ჩვენ“
პუბლიც. წერილ.
ანალიზი
მონიშვნით კითხვა
მე-14
მარკერი, ფურცელი
გააზრეული
კითხვა
გ. ასათიანი
„დიალოგი“
შედარებითი ანალიზი
დისკუსია
მე-5
წიგნი, კომპიუტ.
თემებისა და იდეების  შედარება
გ. ასათიანი
„ დიალოგი“
დეტალების ხელოვნება
დაკვირვება,
კითხვა-პასუხი
მე-9
წიგნი ,
დაფა, ცარც.
ტექსტის  გააზრება
ნ. შატაიძე
„კაპიკი გაკაპ
ლიტერ. ჟანრ
თავისებურება
კომენტირ კითხ.
წყვილებ. მუშ.
მე-10
წიგნი,  ფილმი
ლიტერ. ჟან.
დახასიათება
ნ. შატაიძე
„კაპიკი გაკაპ
ლიტერატ. პარალ.  ანალიზი
მსჯელობა,
საკლ. წერა
მე-10
ფურცელი,
ავტოკალ.
ინტერპტეტირების უნარი
შემაჯამებ.
თემა „არჩევანი“
ინფორმაციის სინთეზის უნარი
მსჯელობა.გონებრ. იერიში
მე-6
დაფა, ცარცი, ფურცლები
ცოდნის გამოყენებ. უნარი
წიგნის ახალ. თავის წარდგენა
ცნებებისა და მცნებების გააზრება
გონებრ.იერიში
საკლ.წერა
მე-5
დაფა, ცარცი
მსჯელობა მოცემულ ასოციაციაზე
ვ. ალენი
„სკოლადამთავრებულ“
ფასეულობების/შეხედულებების
დააზრება
კითხვა, მსჯელობა
მე-6
წიგნი,კომპიუტერი
მონიშვნით  კითხვის უნარი













  
 გაკვეთილის თემა         

სასწავლო
 მიზნები

   აქტივობები

შედეგები ესგ-ის მიხ.

რესურსები

   შეფასება
ლ. იმედაშვ.,
მწერლ.იმიტ.
იდეურ-მხატვრ.
ანალიზი
კითხვა
თხრობა
მე-7
წიგნი
ლიტ.პარალ.
ანალიზის უნარი
ლ.იმედაშვ.
მწერლ.იმიტ.
იდეურ-მხატვრ.
ანალიზი
დისკუსია
მე-13
ლიტ.მასალ.
დისკუსიის
უნარი
ბულგაკოვი
,,ოსტ/მარგარ
ტექსტის მონიშ.კითხვა
კითხვა-პასუხი
წერა
მე-9
წიგნი
გააზრებული კითხვის უნარი
გულგაკოვი
,,ოსტ/მარგარ
მიზნობრივი
რუკის შედგენა
წერა, კითხვა-პასუხი
მე-14
დაფა,ცარცი
ტექსტის   თემატური  დაგ.
ბულგაკოვი
,,ოსტ/მარგ
ანალიზი და სინთეზი
კითხვა-პასუხი, თხრობა
მე-14
კომპიუტ.
იდეურ -მხატვრული  ანალიზის უნარი
კ.გამსახურდ
ბიოგრაფია
მწერლის ბიოგრაფიისა და ეპოქის დაკავშ.
თხრობა,  ინფორმაციის
მოძიება
მე-5
წიგნი, კომპიუტ.
მოვლენათა  მიზეზ-შედეგ. კავშირი
კ.გამსახურ
დიდოსტატ.
მარჯ. 1-9თ.
ტექსტის კომენტ.თხრობა
თხრობა,
კითხვა-პასუხი
მე-5
წიგნი,
კომპ.
თხრობის სტრატეგიები
კ.გამსახურდ
დიდოსტატ.
მარჯ.
ტექსტის კომენტ.თხრობა
ტექსტის კომენტ.თხრობა
მე-5
წიგნი
თხრობის სტრატეგიები
კ.გამსახურდ
დიდოსტატ.
მარჯ.
მთავარი და მეორეხარისხ. დეტალები
კითხვა, დისკუსია
მე-6
წიგნი
დისკუსიის უნარ-ჩვევები
კ.გამსახურდ
დიდოსტატ.
მარჯ.
ანალიზი
კითხვა, თხრობა,
განმარტებანი
მე-7
წიგნი,რვეული
ტექსტის მიზნობრივი ანალიზი
კ.გამსახურდ
დიდოსტატ.
მარჯ.
ანალიზი
მსჯელობა,  წერა
მე-7
წიგნი,რვეული
ტექსტის მიზნობრივი ანალიზი
კ.გამსახურდ
დიდოსტატ.
მარჯ.
მხატვრული
სახის გააზრება
მსჯელობა
მე-8
წიგნი,
სურათები
პერონაჟის  დახასიათება
კ.გამსახურდ
დიდოსტატ.
მარჯ.
მხატვრული სახის გააზრება
მსჯელობა
მე-8
წიგნი
პერსონაჟთა   კლასიფიკაცია
კ.გამსახურდ
დიდოსტატ.
მარჯ.
პრეზენტაცია
პრეზენტაცია,  ოპონირება
მე-3
ფურცელი, მარკერი, პროექტორი
პრეზენტაციის უნარი
კ.გამსახურდ
დიდოსტატ.
მარჯ.
წერის სათანადო სტრატეგია
მსჯელობა, წერა
მე-14
ფურცელი,
ცარცი,
დაფა
თავისუფალი წერის უნარი
კ.გამსახურდ
დიდოსტატ.
მარჯ.
წერის სათანადო სტრატეგია
მსჯელობა, წერა, შეფასება
მე-14
რვეული, წიგნი
 სინთეზისა და ანალიზის უნარი









































           






                პრეზენტაციის წარდგენა კათედრაზე   / თემა --- წერის პრობლემები          ( 12.iv . 2012)






                                                                                                               








                 









                    ძველი ქართული მწერლობა ზნეობრივი აღზრდის თვალსაზრისით

                                          ( კათედრაზე წარდგენილი თემა)














                                                                                                                                         







                   კათედრებზე  წარდგენილი პრეზენტაციები                                                                                 დეკემბერი      2012 

 ტრენინგების  ,, კვლევა და პროექტგაკვეთილი "  თემატიკის პრეზენტირება






                                                                                           



                                                                                                                 













           პრეზენტაციის  წერილობითი ანგარიში                                   28 აპრილი, 2013                                                                                                                    
                                                                                          









ღონისძიების დასახელება
,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის გზამკვლევისა“ და მოდიფიცირებული სქემის სიახლეების პრეზენტაცია 
   პრეზენტაცია  ჩატარდა   სურამის I საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის  მასწავლებლის ნინო მასურაშვილის მიერ
2013 წლის 26 აპრილი

მიზანი და ამოცანები
 მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის მნიშვნელობისა და მისი წარმოების  გაცნობა.
იმ სიახლეებისა და კორექტირების განხილვა, რომელიც განხორციელდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში.  მასწავლებელთა მოტივირება და პროფესიული განვითარება.

რეზიუმე
  სკოლის მასწავლებლების წინაშე წარვადგინე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების გზამკვლევი. მიუხედავად იმისა, რომ განხორციელდა გარკვეული ცვლილებები ამ მართულებით ეს რესურსი უაღრესად  მნიშვნელოვანია და აქტივობათა შესახებ არსებული ინფორმაცია თითქმის არ შეცვლილა.
 პრეზენტაცია დავიწყე სქემის მნიშვნელობისა და  აუცილებლობის განმარტებით. მასწავლებელი ყოველთვის ახორციელებდა გარკვეული სახის საკლასო თუ კლასგარეშე აქტივობებს. თუკი მოხდება მათი კლასიფიკაცია და შესაბამისი სახით აღრიცხვა-შენახვა  მნიშვნელოვანი და აუცილებელია.  მასწავლებლის მუშაობის გაცნობა შეუძლებელია მხოლოდ ერთი ან მეტი გაკვეთილის მოსმენით, ამიტომაც მისი საქაღალდე- პორტფოლიო უნდა მოიცავდეს ამ მუშაობის ამსახველ მასალებს.
      გასათვალისწინებელია ის ფაქტიც , რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაგეგმილია მასწავლებლის პროფესიული წინსვლისა და კარიერის ამ ფორმით განვითარება.
   
  წიგნში წარმოდგენილია და დეტალურად არის ახსნილი და განმარტებული სქემით გათვალისწინებული თითოეული აქტივობის განხორციელებისა და წარმოების პროცესი.
  ესენია--  პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა,  საგანმანათლებლო პროექტი, მოსწავლეთა მიღწევები, პედაგოგიური გამოცდილების გაზოარება და ბოლოს, მასწავლებლის პორტფოლიოს წარმოება.
     ამ აქტივობათა მიზანია, ხელი შეუწყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, მასწავლებლის კომპეტენციის ამაღლებასა და მის კარიერულ ზრდას, რომელიც აისახება პედაგოგის სახელფასო ანაზღაურებაზე.
 მასწავლებელმა უნდა    ამოირჩიოს საურველი და მიღწევადი აქტივობები, მინიმუმ 7 მათგანი 7, ახლა უკვე 4 წლის განმავლობაში.
  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მმონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენელი აწარმოებს შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა-დათვალიერებას და მასწავლებელს აძლევს შესაბამის რეკომენდაციას.
             მიმდინარე წლის აპრილში განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები პროფესიული განვითარების სქემაში, რომელიც ასეთი პრინციპით არის წარმოდგენილი.
  კრედიტების დაგროვების აქტივობები

საგაკვეთილო პროცესი                                                                                                             

·          მოსწავლეთა პროგრესი სწავლაში

·          ოლიმპიადები, კონფერენციები,კონკურსები

თვითშეფასება და ზრუნვა პროფესიული განვითარებაზე

·          ტრენინგი

·          სტაჟირება

·          საგანმანათლო თემაზე კვლევა

·          თვითშეფასების კომპეტენცია

თანამშრომლობა კოლეგებთან, ცოდნის გაზიარება.

·          კონფერენციებში და სემინარებში მონაწილეობა მომხსენებლად

·          საგანმანათლებლო თემაზე სტატია

·          მენტორობა

·          პრაქტიკანტებთან მუშაობა

·          კათედრაზე პრეზენტაციის მოწყობა, თემის წარმოდგენა

·          ტრენერად მუშაობა

·          თანამშრომლობითი წყვილები – „კრიტიკული მეგობარი“– ინსტიტუტი. სასკოლო ქსელების შექმნაში მონაწილეობა

·          პროფესიული განვითარების ჯგუფში მონაწილეობა

სპეციფიური აქტივობები

·          სსსმთან მუშაობა

·          თი მუშაობა ნიჭიერთან

·          მონაწილეობასაერთო  სახელმწიფო მნიშვნელობის პროგრამებში

 

·          სამოდელო გაკვეთილზე დაკვირვება. (დაგეგმვა და თვითშეფასება)

·          ინტეგრირებული გაკვეთილი

პროექტზე დაფუძნებული სწავლება

·          პროექტგაკვეთილი

·          სასწავლო პროექტი

·          სკოლის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტი

ისტ-ის გამოყენება

·          სასწავლო დამხმარე რესურსების შექმნა

·          ტექნოლოგიების გამოყენება გაკვეთილის ეფექტურად ჩატარებისათვის

·          ინტერნეტში, ბლოგის და სხვა ელქტრონული  დამხმარე რესურსები

აღმზრდელობითი პროცესი და არაფორმალური  განათლება

·          მშობლებთან და თემთან ეფექტური ურთიერთობის სტარტეგია

·          კლასის დამრიგებელის სააღმზრდელო სტარტეგია

·          არაფორმალური განათლების გამოყენების სტრატეგია

სასწავლო რესურსების შექმნა და მოზიდვა

·          სახელმძღვანელოები

·          ტრენინგ მოდული

·          დამხმარე საშუალებები და რესურსები

·          ადამიანური რესურსების მოძიება და გამოყენება



მასწავლებლის კატეგორიზაცია და რანჟირება განისაზღვრება დაგროვილი კრედიტების ოდენობით.  მასწავლებელს შესაძლებლობა აქვს, რომ 4 წლის განმავლობაში მოახერხოს კარიერული და პროფესიული წინსვლა.
                                                                
სერტიფიცირებული
საბაზო ხელფასი+
სერტიფიცირების დანამატი


პირველი კატეგორია
საბაზო ხელფასი+
სერტიფიცირების დანამატი
+…. %


უმაღლესი კატეგორია
საბაზო ხელფასი+
სერტიფიცირების დანამატი
+…. %

ღონისძიების  მნიშვნელობის დასაბუთება 
  სერტიფიცირებული მასწავლებლები გაეცნენ პროფესიული განვითარების სქემას და გაუჩნდათ მოტივაცია სქემაში ჩართვისა და კარიერული წინსვლის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ რამდენადმე გამარტივდა ის პროცედურები, რომელთა წარმოება ერთგვარ სირთულეს წარმოადგენდა.   ყველა მასწავლებელმა გადაწყვიტა, რომ ჩაერთოს პროფესიული განვითარების სქემაში.

 

ხელმოწერა :                   ნ. მასურაშვილი      თარიღი:                       28 აპრილი, 2013 წელი





 იხ.  ანგარიშის  ამსახველი ვიდეორგოლი















ბლოგის შექმნის ინსტრუქცია   ( დამხმარე მასალა )https://drive.google.com/folderview?id=0Bwl5PZtMQYUiSDdXSVBZM203bFU&usp=sharing https://docs.google.com/document/d/1lbS2KuW5SsmjjcsN1kT9QSEkevQAcjVDF2yZwTAZGsE/edit?usp=sharing











 კათედრებზე ინფორმაციის
 განხილვა- გაზიარება



                
სწავლების მეთოდები





სწავლების პროცესში, რომელიმე კონკრეტული საკითხის შესწავლა შეუძლებელია მხოლოდ ერთი მეთოდით. სწავლება-სწავლის პროცესში მეთოდები ერთმანეთს ავსებენ და ერთმანეთში გადადიან. სწავლა-სწავლების მეთოდების მრავალგვარი კლასიფიკაცია არსებობს, გთავაზობთ ყველაზე გავრცელებულ ვარიანტებს

           ვერბალური  ანუ  ზეპირსიტყვიერი მეთოდი.

აქტიური სწავლების მეთოდი, რომელიც ცდილობს განახორციელოს კოგნიტური (შემეცნებითი) და ეფექტური გაზომვა სწავლების პროცესის ისე, რომ სტუდენტის ჩართვა სწავლების პროცესში იყოს მეტი წილი.

სინქრონული მეთოდი, ეს არის ლექტორსა და სტუდენტს შორის არასალექციო, არამედ მის გარეთ ინტერაქტიული ჩართვა ელექტრონული საშუალებებით სხვადასხვა სახით, როგორიცაა კომენტარები, იდეების გაცვლა, დაპოსტება სხვადასხვა თემებზე. ეს მეთოდი უმეტესად ხორციელდება ფორუმების საშუალებით ვებგვერდებზე.

წიგნზე მუშაობის მეთოდი.
ლოგიკური აზროვნების მეთოდი, რომლის დროსაც ხდება ფაქტებზე დაყრდნობით კონკრეტული შედეგების მიღწევა. ეს ძირითადად კრიტიკული აზროვნებაა.

საშინაო დავალება, რეგულარული დავალებები, რომელსაც სტუდენტი ასრულებს აუდიტორიის გარეთ და შედის სასწავლო კურსის შემადგენლობაში, როგორც შეფასება.

პრობლემის გადაწყვეტის მეთოდი, რომლის დროსაც სტუდენტები თავიანთ ფიქრებსა და მოსაზრებებს გამოთქვამენ პრობლემის გადასაწყვეტად. ამ მეთოდს აქვს განსაკუთრებული შედეგი სწავლებისას. სტუდენტს უწევს დისკუსიის დროს მოიძიოს სხვადასხვა სფეროდან მიღებული ცოდნა და კომპლექსურად გამოიყენოს იგი პრობლემის გადასაწყვეტად. მეთოდის დროს წამოიჭრება ახალი კითხვები, მოსაზრებები.  

წერითი მუშაობის მეთოდი, რომელიც გულისხმობს შემდეგი სახის აქტივობებს: ამონაწერებისა და ჩანაწერების გაკეთება, მასალის დაკონსპექტება, თეზისების შედგენა, რეფერატის, ან ესეს შესრულებადა ..

ლაბორატორიული მეთოდი და დემონსტრირების მეთოდიეს უკანასკნელი   თავის მხრივ  გულისხმობს შემდეგი სახის აქტივობებს: ცდების დაყენებავიდეომასალების ჩვენება, დინამიკური ხასიათის მასალა და სხვ. თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.

პრაქტიკული მეთოდებიაერთიანებს სწავლების ყველა იმ ფორმას, რომელიც სტუდენტს პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს უყალიბებს, აქ სტუდენტი შეძენილი ცოდნის საფუძველზე დამოუკიდებლად ასრულებს ამა თუ იმ აქტივობას, მაგალითად: საწარმოო და პედაგოგიური პრაქტიკა, საველე მუშაობა და სხვ.    

დისკუსია/დებატები – ინტერაქტიური სწავლების ერთერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია. დისკუსიის პროცესი მკვეთრად ამაღლებს სტუდენტთა ჩართულობის ხარისხსა და აქტივობას. დისკუსია შესაძლებელია გადაიზარდოს კამათში. ეს პროცესი არ  შემოიფარგლება მხოლოდ პროფესორის  მიერ დასმული შეკითხვებით. ეს მეთოდი უვითარებს სტუდენტს კამათისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარს.

ჯგუფური (collaborative) მუშაობა -  ამ მეთოდით სწავლება გულისხმობს მოსწავლეთა ჯგუფებად დაყოფას და მათთვის სასწავლო დავალების მიცემას. ჯგუფის წევრები ინდივიდუალურად ამუშავებენ საკითხს და პარალელურად უზიარებენ მას ჯგუფის დანარჩენ წევრებს. დასახული ამოცანიდან გამომდინარე შესაძლებელია ჯგუფის მუშაობის პროცესში წევრებს შორის მოხდეს ფუნქციების გადანაწილებაეს სტრატეგია უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის ( სტუდენტის  )მაქსიმალურ ჩართულობას სასწავლო პროცესში.

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL) - სასწავლო მეთოდი, რომელიც ახალი ცოდნის მიღების და ინტეგრაციის პროცესის საწყის ეტაპად იყენებს პრობლემას.

ტესტური სწავლება, რომლის დროსაც სტუდენტს ეძლევა წერილობით პრობლემა და მის გარშემო უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რამდენიმე სწორი პასუხიდან ერთ-ერთის არჩევის საშუალებით. 

თანამშრომლობითი (cooperative) სწავლება - იმგვარი სწავლების სტრატეგიაა, სადაც ჯგუფის თითოეული წევრი ვალდებულია არა მხოლოდ შეისწავლოს, არამედ დაეხმაროს თავის თანაგუნდელს საგნის უკეთ შესწავლაში. თითოეული ჯგუფის წევრი მუშაობს პრობლემაზე, ვიდრე ყველა მათგანი არ დაეუფლება საკითხს.

სტრატეგიული სწავლება, რომლის დროსაც ხდება სწავლების დაგეგმვა ისე რომ ის იყოს მორგებული საჭიროებებსა და მოთხოვნებს. ძირითადად აუმჯობესებს მეხსიერებას. გამოცდებზე გამოყენებული მეთოდია.

პრაქტიკული გამოცილება, რომლის დროსაც სტუდენტი საკუთარი პრაქტიკული ცოდნის დემონსტრირებას აკეთებს საწარმოში, არა ლექტორის თანდასწრებით, არამედ გამოცდილი ინსტრუქტორის წინაშე, რომელიც მუშაობს ამ საწარმოში.

სასწავლო პრაქტიკა, რომლის დროსაც სტუდენტი სწავლების პერიოდში, იგზავნება საწარმოში, მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოსავლენად, ითვლება როგორც სწავლების კომპონენტი.  

ევრისტიკული მეთოდი – ეფუძნება სტუდენტების წინაშე დასმული ამოცანის ეტაპობრივ გადაწყვეტას. ეს ამოცანა სწავლების პროცესში ფაქტების დამოუკიდებლად დაფიქსირებისა და მათ შორის კავშირების დანახვის გზით ხორციელდება.  

შემთხვევის ანალიზი (Case study)  -  პროფესორი სტუდენტებთან ერთად ლექციაზე განიხილავს კონკრეტულ შემთხვევებს, რომლებიც ყოველმხრივ და საფუძვლიანად შეისწავლიან საკითხს. მაგალითად, მედიცინის სფეროში ეს შეიძლება იყოს კონკრეტული პაციენტის ავადმყოფობის ისტორიის  განხილვა, პოლიტიკის მეცნიერებაში ეს შეიძლება იყოს კონკრეტული, ვთქვათ ყარაბახის (სომხეთ-აზერბაიჯანის) კონფლიქტის ანალიზი და . .

გონებრივი იერიში (Brain storming) - ეს მეთოდი გულისხმობს კონკრეტული თემის ფარგლებში კონკრეტული საკითხის/პრობლემის შესახებ  მაქსიმალურად მეტი, სასურველია რადიკალურად განსხვავებული, აზრის, იდეის ჩამოყალიბებასა და გამოთქმის ხელშეწყობას. აღნიშნული მეთოდი ხელს უწყობს პრობლემისადმი შემოქმედებითი მიდგომის განვითარებას. ეს მეთოდი ეფექტურია სტუდენტთა მრავალრიცხოვანი ჯგუფის არსებობის პირობებში და შედგება რამდენიმე ძირითადი ეტაპისგან: 
პრობლემის/საკითხის შემოქმედებითი კუთხით განსაზღვრა.
დროის გარკვეულ მონაკვეთში აუდიტორიისგან საკითხის ირგვლივ არსებული იდეების კრიტიკის გარეშე ჩანიშვნა (ძირითადად დაფაზე).
გამორიცხვის გზით იმ იდეების გამორჩევა, რომლებიც ყველაზე მეტ შესაბამისობას ავლენს დასმულ საკითხთან.
კვლევის მიზანთან  იდეის შესაბამისობის დასადგენად შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა.
შერჩეული იდეების შეფასება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით.
უმაღლესი შეფასების მქონე იდეის, როგორც დასახული პრობლემის გადაჭრის საუკეთესო საშუალების გამოვლენა.

როლური და სიტუაციური თამაშები - სცენარის მიხედვით განხორციელებული როლური თამაშები სტუდენტებს საშუალებას აძლევს სხვადასხვა პოზიციიდან შეხედოს საკითხს და ეხმარება მათ ალტერნატიული თვალსაზრისის ჩამოყალიბებაში. ისევე როგორც  დისკუსია, როლური თამაშებიც უყალიბებს სტუდენტს საკუთარი პოზიციის დამოუკიდებლად გამოთქმისა და კამათში მისი დაცვის  უნარს.  

გამოცდილებითი სწავლება, რომელიც გულისხმობს, სტუდენტის ჩართვას  სხვადასხვა აქტივობებში აუდიტორიის გარეთ. ამ მეთოდს ეძახიან კოლბის სწავლების ციკლს. მეთოდი განავითარა დევიდ კოლბმა და ეს არის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება სტუდენტისთვის. შედგება ოთხი ციკლისაგან: ჩამოყალიბება, დაკვირვება, ასახვა, გაკეთება. თეორიული სწავლის ერთი კონკრეტული თემა დაიგეგმოს პრაქტიკული განხორციელებისათვის, ექსპერიმენტისთვის, პრაქტიკის, ექსპერიმენტის დროს სუსტი და ძლიერი მხარეების გამოვლენა, შემდგომში გასათვალისწინებელი აუცილებელი სწავლისა თუ გამოცდილების შეძენა, ცვლილებების გათვალისწინებით ექსპერიმენტის ხელახლა დაწყება.

მოქნილი სწავლება, რომლის დროსაც სტუდენტი თვითონ ირჩევს სწავლის დროსა და თემებს თავისი საჭიროებებისა და მოთხოვნის შესაბამისად.

დემონსტრირების მეთოდი ეს მეთოდი ინფორმაციის ვიზუალურად წარმოდგენას გულისხმობს.   შედეგის მიიღწევის თვალსაზრისით ის საკმაოდ ეფექტურია., ხშირ შემთხვევაში უმჯობესია, მასალა ერთდროულად  აუდიო და  ვიზუალური გზით მივაწოდოთ სტუდენტებს. შესასწავლი მასალის დემონსტრირება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც მასწავლებლის, ისე სტუდენტის მიერ. ეს მეთოდი გვეხმარება თვალსაჩინო გავხადოთ სასწავლო მასალის აღქმის  სხვადასხვა საფეხური, დავაკონკრეტოთ, თუ რისი შესრულება მოუწევთ სტუდენტებს დამოუკიდებლად; ამავე დროს, ეს სტრატეგია ვიზუალურად წარმოაჩენს საკითხის/პრობლემის არსს. დემონსტრირება შესაძლოა მარტივ სახეს ატარებდეს, როგორიცაა, მაგალითად, მათემატიკური ამოცანის ამოხსნა, მისი საფეხურების დაფაზე თვალსაჩინოდ წარმოდგენის სახით, ან ისეთი რთული სახე მიიღოს, როგორიცაა მრავალსაფეხურიანი საბუნებისმეტყველო ექსპერიმენტის ჩატარება.

ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი.
სწავლების ინდუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი საგნობრივი ცოდნის ისეთ ფორმას, როდესაც სწავლის პროცესში აზრის მსვლელობა კერძოდან კონკრეტულისაკენ, ფაქტებიდან განზოგადებისაკენ არის მიმართული, ანუ მასალის გადმოცემისას პროცესი მიმდინარეობს კონკრეტულიდან ზოგადისაკენ.
სწავლების დედუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი საგნობრივი ცოდნის გადაცემის ისეთ ფორმას, რომელიც ზოგად ცოდნაზე დაყრდნობით ახალი ცოდნის აღმოჩენის ლოგიკურ პროცესს წარმოადგენს, ანუ პროცესი მიმდინარეობს ზოგადიდან კონკრეტულისაკენ.
სასწავლო პროცესში ანალიზის მეთოდი გვეხმარება სასწავლო მასალის, როგორც ერთი მთლიანის, შემადგენელ ნაწილებად დაშლაში, ამით მარტივდება რთული პრობლემის შიგნით არსებული ცალკეული საკითხების დეტალური გაშუქება.

სინთეზის მეთოდი გულისხმობს შებრუნებულ პროცედურას, ანუ ცალკეული საკითხების დაჯგუფებით ერთი მთლიანის შედგენას. ეს მეთოდი ხელს უწყობს  პრობლემის, როგორც მთელის დანახვის უნარის განვითარებას.
  
ახსნაგანმარტებითი მეთოდი – ეფუძნება მსჯელობას მოცემული საკითხის ირგვლივ. პროფესორს მასალის გადმოცემისას მოჰყავს კონკრეტული მაგალითი, რომლის დაწვრილებით განხილვაც ხდება მოცემული თემის ფარგლებში.

ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება – მოითხოვს პროფესორისა და სტუდენტის აქტიურ ჩართულობას სწავლების პროცესში, სადაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს თეორიული მასალის პრაქტიკული ინტერპრეტაცია.

დისტანციური სწავლება, სრულად ან ნაწილობრივ უნივერსიტეტის გარეთ სწავლება, რომელიც მიმდინარეობს მიმოწერით, კორესპონდენციის სახით. ამ სწავლების პროცესში მოთხოვნა ხდება პერიოდულად დაესწროს სტუდენტი სესიებს უნივერსიტეტში.

მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლა, გულისხმობს მოზარდის მიერ არჩეულ სწავლის გზას იმ შემთხვევისათვის, როცა მას უწევს პარალელურად მუშაობა და არჩევს დროს სწავლისთვის და ასევე ისეთი შემთხვევებისათვის, როცა მოზარდი თვითონ იღებს ვალდებულებას გაამდიდროს თავისი ცხოვრება სწავლით.

მობილურით სწავლება (m-learning) მობილური ტექნოლოგიებით სწავლის მიღება.  
ელექტრონული სწავლება (E-learning) – ეს მეთოდი მოიცავს სწავლების სამ სახეს:
დასწრებული, როდესაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს პროფესორისა და სტუდენტების საკონტაქტო საათების ფარგლებში, ხოლო სასწავლო  მასალის გადაცემა ხორციელდება  ელექტრონული კურსის საშუალებით.
ჰიბრიდული (დასწრებული/დისტანციური), სწავლების ძირითადი ნაწილი მიმდინარეობს დისტანციურად, ხოლო მცირე ნაწილი  ხორციელდება საკონტაქტო საათების ფარგლებში.
მთლიანად დისტანციური სწავლება გულისხმობს სასწავლო პროცესის წარმართვას პროფესორის  ფიზიკური თანდასწრების გარეშე. სასწავლო კურსი თავიდან ბოლომდე   დისტანციურად ელექტრონული ფორმატით მიმდინარეობს.

         მოცემული ძირითადი მეთოდების გარდა არსებობს სწავლების უამრავი მეთოდი, რომლის შერჩევა მასწავლებელს შეუძლია კონკრეტული სასწავლო ამოცანიდან გამომდინარე

სასარგებლო ინფორმაცია





    დისკუსია  კათედრაზე        

დეკემბერი   2013


 ეს საინტერესოა, თქვენ როგორ ფიქრობთ ?


ავტორი: დაან ჰარმსენ
Triple A Digital-ის ფუძემდებელი

ყველაზე განათლებული ადამიანები არ არიან ყოველთვის საუკეთესო მასწავლებლები

ჰარვარდის უნივერსიტეტი
ჰარვარდის უნივერსიტეტი
არ არის დაფარული ის, რომ ჰარვარდის პროფესორები იქ თავიანთი წოდების გამო ხვდებიან; იმის გათვალისწინებით, რამდენი ფურცელია მათი ნაშრომი და რამდენად კარგად არის აკადემიური საზოგადოების მიერ მიღებული. ისინი არ არიან შეფასებული სწავლების ხარისხით. ზოგიერთი საუკეთესო ინსტრუქტორი ჰარვარდში არ იყო სრული პროფესორი, არამედ იყო ლექტორი (ტერმინი, რომელსაც ჰარვარდში იყენებენ ადამიანზე, რომელიც ასწავლის და ნაკლებ ფოკუსს აკეთებს კვლევებზე) ან დამხმარე ასისტენტი.
მასწავლებლობა უნარია და ყოველთვის არ უკავშირდება თქვენს ცოდნასა და განათლებას იმ საგნის სფეროში. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მასწავლებლობის შემთხვევაში სრულიად არაფრის ცოდნაა საჭირო თქვენი საგნის შესახებ. ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ ფოკუსი მასწავლებელს უმჯობესია პედაგოგიკის სპეციფიკაზე ჰქონდეს, ვიდრე კერძოდ საგნის ცოდნაზე. მაგალითად, თუ ინგლისურის სწავლა გსურთ, ნუ მოძებნით მხოლოდ იმ ადამიანს, რომელმაც ინგლისურ ფილოლოგიაში დოქტორის ხარისხი აიღო. უმჯობესია ისეთი ადამიანის მოძებნა, რომელსაც სიამოვნებს ინგლისურად ლაპარაკი და დიდი გამოცდილებაც აქვს პედაგოგიკის სფეროში.
ერთად სწავლა
ერთად სწავლის პროცესი ყველაზე სახალისოა

მოსწავლეები თანატოლებისგან სწავლობენ

როდესაც სტუდენტი ვიყავი, ათასობით საათს ვატარებდი თანატოლებთან ერთად მუშაობაში, მეცადინეობაში, პროექტების კეთებაში, გამოცდებისთვის მზადებაში. მგონი უფრო მეტი ვისწავლე არა პროფესორებთან, არამედ თანატოლებთან ერთად გატარებულ დროში. რაიმეს სწავლება სოციალური მოვლენაა: უკეთესია, როდესაც ამას სხვებთან ერთად აკეთებთ. თქვენ ერთმანეთისგან სწავლობთ. თუ მასწავლებელი ხართ, დარწმუნდით იმაში, რომ თქვენი მოსწავლე არ სწავლობს მარტო, არამედ თანატოლებთან საუბრობს და არჩევს მასალას. თუ მშობელი ხართ, უბიძგეთ შვილს სხვა ბავშვებთან ერთად სწავლებისკენ.

საუკეთესო მასწავლებლები სწორ კითხვებს სვამენ

ერთხელ ვსწავლობდი საგანს მოხუც ისრაელელ პროფესორთან, ელჰანან ჰელფმენთან. ამ ჯგუფში დაახლოებით 12 სტუდენტი იყო და პირველი ლექციის დროს პროფესორი 2 საათს ლაპარაკობდა. დაფა უცბათ აივსო მათემატიკური თეზისებითა და დამტკიცებებით, მე კი თავს უფრო და უფრო სულელად ვგრძნობდი. მოგვიანებით შევიტყე, რომ სხვა სტუდენტებიც ჩემს დღეში იყვნენ. ლექტორმა კი თქვა, რომ ამას ხშირად არ გააკეთებდა და სტუდენტებს მოგვიწევდა “მასწავლებლობა”. ამან საგონებელში ჩამაგდო. ნუთუ ეს ახსნა მთელი სემესტრისთვის და დანარჩენ ლექციებზე ჩვენ მოვამზადებდით მასალას და ერთ-ერთი ჩვენგანი პრეზენტაციას გაუკეთებადა ამ მასალას? სინამდვილეში ეს აღმოჩნდა გაცილებით სახალისო, ვიდრე ჩანს.
მასწავლებელი სვამს შეკითხვებს
მასწავლებელმა რაც შეიძლება მეტი შეკითხვა უნდა დაუსვას მოსწავლეებს
ყოველი პრეზენტაციის შემდეგ პროფესორი გვეკითხებოდა საკმაოდ დეტალურ კითხვებს წარდგენილი მასალის შესახებ. ის არასდროს გვაძლევდა პასუხებს: მხოლოდ გვეკითხებოდა. ეს კითხვები ფიქრისკენ გვიბიძგებდა, რაც მასალის უკეთ გაგებასა და შესწავლაში დაგვეხმარა. პროფესორი ჰელფმენი მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ეკონომისტია. მის ნამუშევარს არაერთი პრიზი მიუღია. მას სრულიად ადვილად შეეძლო მთელი სემესტრის განმავლობაში მდგარიყო დაფის წინ და უბრალოდ ყველაფერი ეთქვა ეკონომიკის შესახებ. სანაცვლოდ ის კითხვებს გვისვამდა, რადგან მან იცოდა – ეს არის შესწავლის საუკეთესო გზა; რაც შეიძლება ბევრი შეკითხვა.
თქვენ რას ფიქრობთ? ფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვანია? 
რას არ ეთანხმებით?



პ.ს.  ეს თემა მოსწავლეებთანაც უნდა განვიხილო, ძალიან მაინტერესებს მათი აზრი ამ

საკითხზე.









პრეზენტაცია ,,სასკოლო დოკუმენტაციის წარმოება"


( პრეზენტაცია ჩატარდა სურამის   საჯარო სკოლასIII  საჯარო სკოლაში
2013 წელი 10 სექტემბერი )















                                                                                                                                                                                                                                                 

პრეზენტაცია    ( გამოცდილების გაზიარება  --- პროექტებით  სწავლება )

      ღონისძიების ჩატარების ადგილი  --- ხაშურის VII საჯარო სკოლა

                                                                                                                                                                                                  (ანგარიში)
 



ღონისძიების დასახელება

 2014 წლის  7 თებერვალს  ხაშურის მეშვიდე საჯარო სკოლაში ჩატარდა მასწვლებელთა კონფერენცია. სქემაში ჩართულმა 3-მა  მასწავლებელმა წარმოვადგინეთ ჩვენ მიერ შექმნილი  პრეზენტაციები. მე, ნინო მასურაშვილმა, მოვამზადე პრეზენტაცია პროექტებით სწავლების თემაზე და ჩემ მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ ვისაუბრე.
 ღონისძიებას ესწრებოდნენ ხაშურის რაიონის პედაგოგები,  რესურსცენტრის დირექტორი ზურაბ ურიადმყოფელი  და უფროსი სპეციალისტი მანანა აბაზაძე.

მიზანი/  ამოცანები  

ღონისძიება მიზნად ისახავდა გამოცდილების გაზიარებას, ურთიერთდახმარებასა და პროფესიულ განვითარებას.
 ამავდროულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენი რაიონის მასწავლებლებისათვის წარგვედგინა ის პედაგოგიური პრაქტიკა, რომლებიც შეირჩა საკონკურსო ნამუშევრებად მასწავლებელთა პირველ ეროვნულ კონფერენციაზე.
რეზიუმე
     კონფერენცია გახსნა ხაშურის რესურსცენტრის დირექტორმა ბ. ზირაბ ურიადმყოფ
ელმა. , რომელმაც აღნიშნა, რომ პროფესიული განვითარება უწყვეტი პროცესია და მისი ერთ=ერთი ფორმაა გამოცდილების გაზიარება და წარმატებული პრაქტიკის განხილვა-შეფასება.
         კონფერენციაზე  მოხსენებით წასდგა მასპინძელი სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ციური ინასარიძე, რომელმაც წარმოადგინა ინტეგრირებული გაკვეთილი.
         ჩემი პრეზენტაცია შეეხებოდა პროექტს, რომელის განვახორციელე მიმდინარე სასწავლო წელს მეათე კლასში. მისი სახელწოდებაა --წამებულიდან ამაღლებამდე.

             ქართული მხატვრული ლიტერატურის სათავე ჰაგიოგრაფიით იწყება. სასკოლო პროგრამით წარმოდგენილია ორი წამებულის --წმინდა შუშანიკისა და აბო თბილელის მარტვილობა.  მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ   საქართველოს ისტორია წამებულ მოღვაწეთა ცხოვრების ამსახველ  არაერთ  წყაროს  მოიცავს. მხოლოდ სასულიერო და სარწმუნოებრივი ასპექტით არ უნდა გაიაზრებოდეს მათი ცხოვრება.  ბევრი მათგანი მოსწავლეებისათვის უცნობი იყო.   აღმოჩნდა, რომ მათ არაფერი იცოდნენ ჩვენს რაიონში წამებული სპარსი რაჟდენის შესახებაც, რომელიც ისტორიოგრაფიას პირველმოწამის სახელით შემორჩა.
            სწრედ ამ პრობლემამ გადაგვაწყვეტინა, სასწავლო პროექტზე გვემუშავა.
  იმისათვის, რომ პრობლემა სიღრმისეულად გადაგვეჭრა, გადავწყვიტეთ ინტეგრირებული მუშაობა ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლებთან ერთად. 
 სამიზნე ჯგუფი --- X კლასი ( 18 მოსწავლე, 1 -სსსმ )  //   განხორციელების ვადა -----    14 დღე
უნარები --- რომლებიც პროექტზე მუშაობისას უვითარდება მოსწავლეს
 სივრცეში ორიენტაციისა და დამოუკიდებელი  სწავლის ,ანალიტიკური, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების, ტრანსფერისა (ერთ სიტუაციაში მიღებული ცოდნის სხვა სიტუაციაში გამოყენების) და სხვადასხვა დისციპლინური გამოცდილების სინთეზის უნარი.
                 სსსმ მოსწავლე ყველა აქტივობაში მონაწილეობდა, ჯგუფის წევრებისა და   მასწავლებლის დახმარებით  შეასრულა უნარისა და შესაძლებლობის შესაბამისი დავალება.  (  რამდენიმე წინადადება თემასთან დაკავშირებით),  საწერი და
 ფოტომასალის მომზადება )
მიზანი  --- წამებულთა ღვაწლის შესახებ ცნობების მოძიება და მათი მოწამებრივი ცხოვრების მნიშვნელობის გააზრება  ისტორიული და ეროვნული თვალსაზრისით
         ეროვნული სასწავლო გეგმა    /         საგნობრივი სტანდარტი ---  ქართული X.     13. 11. მეთოდები და პროცესის მოკლე აღწერა
აქტიური სწავლების მეთოდი  --- სწავლების პროცესში ძირითადად მოსწავლე აქტიურობს. ლოგიკური აზროვნების მეთოდი, რომლის დროსაც ხდება ფაქტებზე დაყრდნობით კონკრეტული შედეგების მიღწევა. ეს ძირითადად კრიტიკული აზროვნებაა.


ინდუქციური  მეთოდი --- სწავლის პროცესში აზრის მსვლელობა კერძოდან კონკრეტულისაკენ, ფაქტებიდან განზოგადებისაკენ არის მიმართული, ანუ მასალის გადმოცემისას პროცესი მიმდინარეობს კონკრეტულიდან ზოგადისაკენ.
სოკრატული მეთოდი  ---პრობლემური კითხვების დასმა და მათზე ალტერნატიული პასუხების გააზრება. პრობლემის  გადაჭრის გზების ძიება.
 პროექტის სრული აღწერა
 ამოცანები და განხორციელების გზები  ( აქტივობები )
1        .საქართველოს ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე წამებული წმინდანების შესახებ ინფორმაციის მოძიება და  დახარისხება.
მოსწავლეებმა არჩევანი თვითონ გააკეთეს, კლასი სამ ჯგუფად  დაიყო, ჯგუფის ყველა წევრმა მოიძია ინფორმაცია, მოამზადეს  პრეზენტაცია.
2.   აქტიური ლექცია --    ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელთა ექსკურსი  ქართლში სპარსელთა  ბატონობისა და  წრომის გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ. 
შესწავლილი მასალებისა და მასწავლებელთა მიერ შეთავაზებული წყაროს  მიხედვით მოსწავლეები მონაწილეობდნენ ლექციის  თემის განხილვაში.
3.                  სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი ხაშურის რაიონის სოფელ წრომში, სადაც არაბებმა აწამეს რაჟდენ პირველმოწამე.
             მოსწავლეებმა წინასწარ  მოიძიეს ინფორმაცია წრომისა და რაჟდენ პირველმოწამის შესახებ.
4        . სემინარი       ხაშურის რაიონის სოფელ წრომში,  მაცხოვრის ამაღლების ტაძარში.
             ტაძრის დათვალიერებისა და  საინტერესო მასალის გადაღების შემდეგ,   ჩატარდა სემინარი თემაზე --- რაჟდენის ცხოვრება და მოღვაწეობა. მოსწავლეებმა  საინტერესოდ წარმოადგინეს ყველა  ინფორმაცია, რომელიც   ამ წმინდანს უკავშირდებოდა. 
        ისტორიის მასწავლებელმა  ( გონებრივი იერიშის მეთოდით  )  დააზუსტა ამ ფაქტის ისტორიული ასპექტები  და  გამოკვეთეს  ეროვნული მნიშვნელობა.   გეოგრაფიის მასწავლებლმა კი  აქცენტი გააკეთა იმაზე,  რომ წრომი გაშლილ  ზეგანზე მდებარეობს, რამაც ხელსაყრელი გახადა არაბების  ბატონობა ამ რეგიონში.
          ისტორიული ცნობების თანახმად, წმინდა რაჟდენი ნიქოზის საკათედრო ტაძარში გადაუსვენებიათ და იქ დაუკრძალავთ.  დღეს  რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა  მისი საძვალე.    მრავლისმეტყველია ეს ფაქტი...   ეროვნული იდენტობის გადარჩენისა და  მიწა-წყლის დაცვა დღესაც  - XXI  - საუკუნეში , ჩვენი უპირველესი  საფიქრალ-საზრუნავია... 

5         წრომის  ტაძრის  არქიტექტურული   ღირსების ხაზგასმა,  გადაღება და  ალბომის მომზადება.

   ცნობილია, რომ წრომის მაცხოვრის ამაღლების ტაძარი უნიკალური მოზაიკით გამოირჩეოდა, ხოლო არქიტექურული თვალსაზრისით საეტაპო მნიშვნელობისაა. მოსწავლეებმა მოამზადეს მასალები და შექმნეს  ალბომი.
6         სასწავლო ექსკურსიის აქტივობათა ამსახველი მასალების პრეზენტაცია სკოლაში. (მშობლების დასწრება ) .
   მშობელთა ჩართულობამ ამ პროცესში  მნიშვნელოვნად აამაღლა მოსწავლეთა მოტივაცია და ინტერესი. მეორე მხრივ, მშობლებისათვის  არანაკლებ საინტერესო იყო სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტის  შედეგების გაცნობა.
 7 .ინტეგრირებული გაკვეთილი (ქართული,ისტორია ) ---  თემა - სამშობლოსათვის, ქრისტესათვის...
      გაკვეთილის თემა გამომდინარეობდა პროექტის მთავარი მიზნიდან --- წამებულთა ცხოვრების გაცნობა ,  მისი  ეროვნული და ისტორიული მნიშვნელობა.
       გაკვეთილზე წარმოდგინეს  ყველა ის მასალა, რომელიც მოსწავლეებმა მოიძიეს წამებულებზე, ეს იყო შემაჯამებელი ფაზა აღნიშნული თემისა.
  გაკვეთილი დაიწყო დავით აღმაშენებლის მიმართვით მეომრებისადმი დიდგორის ომის წინ -
                 ეჰე, მეომარნო ქრისტიანნო. თუ ქვეყნისა და ღვთის რჯულის დასაცავად ვიბრძოლებთ არათუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა ლაშქარს, არამედ თვით ეშმაკებსაც დავამარცხებთ.მაშ, ვილოცოთ სამშობლოსა და ქრისტესათვის  …   მაშ გაემზადეთ ძმანნო და შვილნო, ქრისტესათვის და სამშობლოსათვის.“
   წმინდა ილია მართლის შეფასება კი უმნიშვნელოვანესი იყო  აღნიშნული საკითხის შესაჯამებლად ,   პუბლიცისტურ წერილში ,,რა გითხრათ, რით გაგახროთ“ ნათქვამია --
ქრისტე-ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი, ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი. და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი. გავწყდით, გავიჟლიტენით, თავი გავიწირეთ, ცოლ-შვილნი გავწირეთ, უსწორო ომები ვასწორეთ, ხორცი მივეცით სულისათვის და ერთმა მუჭა ერმა ქრისტიანობა შევინახეთ, არ გავაქრეთ ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც ჩვენს სამშობლოს, ჩვენს მამულს - სამართლიანის თავმოწონებით ვეძახით.”
                    საქართველოს ისტორია   არის ბრძოლა,, სამი ღვთაებრივი საუნჯის“ გადასარჩენად, ამ ბრძოლაში  წმიდათაწმიდაა წამებულთა ღვაწლი.
                   ამაღელვებელი იყო  მოსწავლე გ. გრიგალაშვილის მშობლის --ეკა მაღრაძის მიერ დაწერილი ლექსი, რომელიც მიუძღვნა ასი ათასი მოწამის ხსოვნას.  მშობლის ჩართულობამ    მოსწავლეთა  ინტერესი და მოტივაცია საგრძნობლად აამაღლა. 

8 .  მასალების განთავსება ბლოგზე.

9 . არგუმენტირებული ესეს დაწერა   ------   რატომ უნდა ვისწავლო ჰაგიოგრაფია ?




ღონისძიების მნიშვნელობის დასაბუთება  

მასწალებლები  გაეცნენ საუკეთესო პედაგოგიურ პრაქტიკას, მიიღეს გამოცდილება, ერთმანეთს გავუზიარეთ შეხედულებები და იდეები.


ხელმოწერა                                              ნინო მასურაშვილი


თარიღი                                                         7. 02 . 2014












                                                                                                       

      (  მარცხნიდან )... მომხსენებელი ნ. გორგაძე, ც. ინასარიძე, რესურსცენტრის სპეციალისტი  მ. აბაზაძე, რესურსცენტრის დირექტორი ზ. ურიადმყოფელი, მომხსენებელი ნ. მასურაშვილი                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                     



პრეზენტაცია    ( გამოცდილების გაზიარება  ---  მოსწავლეთა შეფასება და თვითშეფასება ))

      ღონისძიების ჩატარების ადგილი   --- ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

                                                                                                                                                                                                  (ანგარიში)




ღონისძიების დასახელება

 2014 წლის  19 თებერვალს  ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრში შედგა მასწავლებელთა გამოცდილების პრეზენტაცია. სქემაში ჩართულმა მასწავლებლებმა წარმოვადგინეთ ჩვენ მიერ შექმნილი  პრეზენტაციები. მე, ნინო მასურაშვილმა, მოვამზადე პრეზენტაცია  თემაზე  მოსწავლეთა შეფასება და თვითშეფასება. ვისაუბრე ჩემ მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ.
 ღონისძიებას ესწრებოდნენ ხაშურის რაიონის პედაგოგები,  რესურსცენტრის დირექტორი ზურაბ ურიადმყოფელი  და უფროსი სპეციალისტი მანანა აბაზაძე.

მიზანი/  ამოცანები  

ღონისძიება მიზნად ისახავდა გამოცდილების გაზიარებას, ურთიერთდახმარებასა და პროფესიულ განვითარებას.
 ამავდროულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენი რაიონის მასწავლებლებისათვის წარგვედგინა ის პედაგოგიური პრაქტიკა, რომლებიც შეირჩა საკონკურსო ნამუშევრებად მასწავლებელთა პირველ ეროვნულ კონფერენციაზე.
რეზიუმე
     კონფერენცია გახსნა ხაშურის რესურსცენტრის დირექტორმა ბ. ზირაბ ურიადმყოფ
ელმა. , რომელმაც აღნიშნა, რომ პროფესიული განვითარება უწყვეტი პროცესია და მისი ერთ=ერთი ფორმაა გამოცდილების გაზიარება და წარმატებული პრაქტიკის განხილვა-შეფასება.
     
როვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სკოლაში გამოიყენება ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი. განმავითარებელი შეფასების შესახებ ცნობილია ის, რომ "განმავითარებელი შეფასება აკონტროლებს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას. განმავითარებელი შეფასებისას გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა სიტყვიერი კომენტარი, რჩევა-დარიგება, დაკვირვების ფურცელი, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების სქემა და სხვა”.
განმავითარებელი შეფასების მიზანია სწავლის ხარისხის გაუმჯობესებება (და არა მისი გაკონტროლება, მოსწავლის მიღწევის დონის დადგენა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებით, აკადემიური მოსწრების დონის განსაზღვრა, როგორც განმსაზღვრელი შეფასების შემთხვევაში). განმავითარებელი შეფასების საგანია სწავლის პროცესი (და არა სწავლის შედეგი, როგორც განმსაზღვრელი შეფასების შემთხვევაში). განმავითარებელ შეფასებაში წარმატების კრიტერიუმია კონკრეტული მოსწავლის წინსვლა საკუთარ მიღწევებთან მიმართებით (და არა სტანდარტით განსაზღვრულ ნორმებთან მიმართებით, როგორც განმსაზღვრელი შეფასების შემთხვევაში). განმავითარებელი შეფასების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებაა მოსწავლის წინსვლის ხელშესაწყობად განსხვავებული აქტივობის შერჩევა, სწავლების სტრატეგიის შეცვლა (და არა მომდევნო ეტაპზე, ანუ კლასში ან საფეხურზე მისი დაშვება/არდაშვება, როგორც განმსაზღვრელი შეფასების შემთხვევაში).
ეროვნულ სასწავლო გეგმაში განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების შესახებ მეტი არაფერი წერია, თუ არ ჩავთვლით განმსაზღვრელი შეფასების რაოდენობრივ ნორმებს კლასებისა და საგნების მიხედვით და მოსწავლის საბოლოო (სემესტრული საგნობრივი, წლიური საგნობრივი, კლასისა და საფეხურის დამასრულებელი) ნიშნის გამოყვანის წესებს. ამიტომ მკითხველს საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა ექმნება განმავითარებელი შეფასების ცნების შესახებ, მიუხედავად განმსაზღვრელ შეფასებასთან მისი შეპირისპირებისა. განმავითარებელი შეფასების პედაგოგიური ტექნოლოგია მასწავლებლებისთვის ხელმისაწვდომ პუბლიკაციებშიც არ არის სათანადოდ წარმოჩენილი.

მაგალითად, ფართოდ გავრცელებულ მასალაში "სწავლება და შეფასება” (ცნობილი სამტომეულის მეორე წიგნი) მითითებულია, რომ "განმავითარებელი შეფასება მოსწავლის განვითარებასა და სწავლებაზეა ორიენტირებული. აქედან გამომდინარე, ასეთი სახის შეფასებისას არ არის სავალდებულო, მასწავლებელმა მოსწავლეებს ქულა დაუწეროს”. გარდა ამისა, "მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელი სისტემატურად იყენებდეს ორივეს: განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებას. ამავე დროს, სასურველია, განმავითარებელი შეფასების წილი უფრო მეტი იყოს, ვიდრე განმსაზღვრელისა”.


ღონისძიების მნიშვნელობის დასაბუთება  

მასწალებლები  გაეცნენ საუკეთესო პედაგოგიურ პრაქტიკას, მიიღეს გამოცდილება, ერთმანეთს გავუზიარეთ შეხედულებები და იდეები.


ხელმოწერა                                              ნინო მასურაშვილი


თარიღი                                                        19 02 . 2014


პრეზენტაცია
                                                                                                                                                                                           























               ბილ გეითსის  მოსაზრება სწავლა -სწავლებაზე 

             (   კათედრებზე ერთობლივი ნახვა - დისკუსია  )


ბოლო პერიოდამდე მასწავლებლები მხოლოდ ერთი სახის უკუკავშირს იღებდნენ - "დამაკმაყოფილებელია". გამოხმაურების და უკუკავშირის გარეშე კი არ არსებობს თვითგანვითარების შესაძლებლობა. ბილ გეითსი მიიჩნევს რომ საუკეთესო მასწავლებლებიც კი შეძლებენ პროფესიულად კიდევ უფრო გაიზარდონ კარგი უკუკავშირით - ამისათვის მისი ფონდი ახორციელებს პროგრამას რათა ეს სისტემა ყველა საკლასო ოთახში შევიდეს და დაინერგოს.

წყარო: www.ted.com





                                                        

                                                                                     

   პრეზენტაციის  წერილობითი ანგარიში                                                                                                                     
                                                                                          


ღონისძიების დასახელება
,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის გზამკვლევისა“ და მოდიფიცირებული სქემის სიახლეების პრეზენტაცია 
   პრეზენტაცია  ჩატარდა   სურამის I საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის  მასწავლებლის ნინო მასურაშვილის მიერ
2013 წლის 26 აპრილი

მიზანი და ამოცანები
 მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის მნიშვნელობისა და მისი წარმოების  გაცნობა.
იმ სიახლეებისა და კორექტირების განხილვა, რომელიც განხორციელდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში.  მასწავლებელთა მოტივირება და პროფესიული განვითარება.

რეზიუმე
  სკოლის მასწავლებლების წინაშე წარვადგინე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების გზამკვლევი. მიუხედავად იმისა, რომ განხორციელდა გარკვეული ცვლილებები ამ მართულებით ეს რესურსი უაღრესად  მნიშვნელოვანია და აქტივობათა შესახებ არსებული ინფორმაცია თითქმის არ შეცვლილა.
 პრეზენტაცია დავიწყე სქემის მნიშვნელობისა და  აუცილებლობის განმარტებით. მასწავლებელი ყოველთვის ახორციელებდა გარკვეული სახის საკლასო თუ კლასგარეშე აქტივობებს. თუკი მოხდება მათი კლასიფიკაცია და შესაბამისი სახით აღრიცხვა-შენახვა  მნიშვნელოვანი და აუცილებელია.  მასწავლებლის მუშაობის გაცნობა შეუძლებელია მხოლოდ ერთი ან მეტი გაკვეთილის მოსმენით, ამიტომაც მისი საქაღალდე- პორტფოლიო უნდა მოიცავდეს ამ მუშაობის ამსახველ მასალებს.
      გასათვალისწინებელია ის ფაქტიც , რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაგეგმილია მასწავლებლის პროფესიული წინსვლისა და კარიერის ამ ფორმით განვითარება.
   
  წიგნში წარმოდგენილია და დეტალურად არის ახსნილი და განმარტებული სქემით გათვალისწინებული თითოეული აქტივობის განხორციელებისა და წარმოების პროცესი.
  ესენია--  პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა,  საგანმანათლებლო პროექტი, მოსწავლეთა მიღწევები, პედაგოგიური გამოცდილების გაზოარება და ბოლოს, მასწავლებლის პორტფოლიოს წარმოება.
     ამ აქტივობათა მიზანია, ხელი შეუწყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, მასწავლებლის კომპეტენციის ამაღლებასა და მის კარიერულ ზრდას, რომელიც აისახება პედაგოგის სახელფასო ანაზღაურებაზე.
 მასწავლებელმა უნდა    ამოირჩიოს საურველი და მიღწევადი აქტივობები, მინიმუმ 7 მათგანი 7, ახლა უკვე 4 წლის განმავლობაში.
  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მმონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენელი აწარმოებს შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა-დათვალიერებას და მასწავლებელს აძლევს შესაბამის რეკომენდაციას.
             მიმდინარე წლის აპრილში განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები პროფესიული განვითარების სქემაში, რომელიც ასეთი პრინციპით არის წარმოდგენილი.
  კრედიტების დაგროვების აქტივობები

საგაკვეთილო პროცესი                                                                                                             

·          მოსწავლეთა პროგრესი სწავლაში

·          ოლიმპიადები, კონფერენციები,კონკურსები

თვითშეფასება და ზრუნვა პროფესიული განვითარებაზე

·          ტრენინგი

·          სტაჟირება

·          საგანმანათლო თემაზე კვლევა

·          თვითშეფასების კომპეტენცია

თანამშრომლობა კოლეგებთან, ცოდნის გაზიარება.

·          კონფერენციებში და სემინარებში მონაწილეობა მომხსენებლად

·          საგანმანათლებლო თემაზე სტატია

·          მენტორობა

·          პრაქტიკანტებთან მუშაობა

·          კათედრაზე პრეზენტაციის მოწყობა, თემის წარმოდგენა

·          ტრენერად მუშაობა

·          თანამშრომლობითი წყვილები – „კრიტიკული მეგობარი“– ინსტიტუტი. სასკოლო ქსელების შექმნაში მონაწილეობა

·          პროფესიული განვითარების ჯგუფში მონაწილეობა

სპეციფიური აქტივობები

·          სსსმთან მუშაობა

·          თი მუშაობა ნიჭიერთან

·          მონაწილეობასაერთო  სახელმწიფო მნიშვნელობის პროგრამებში

 

·          სამოდელო გაკვეთილზე დაკვირვება. (დაგეგმვა და თვითშეფასება)

·          ინტეგრირებული გაკვეთილი

პროექტზე დაფუძნებული სწავლება

·          პროექტგაკვეთილი

·          სასწავლო პროექტი

·          სკოლის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტი

ისტ-ის გამოყენება

·          სასწავლო დამხმარე რესურსების შექმნა

·          ტექნოლოგიების გამოყენება გაკვეთილის ეფექტურად ჩატარებისათვის

·          ინტერნეტში, ბლოგის და სხვა ელქტრონული  დამხმარე რესურსები

აღმზრდელობითი პროცესი და არაფორმალური  განათლება

·          მშობლებთან და თემთან ეფექტური ურთიერთობის სტარტეგია

·          კლასის დამრიგებელის სააღმზრდელო სტარტეგია

·          არაფორმალური განათლების გამოყენების სტრატეგია

სასწავლო რესურსების შექმნა და მოზიდვა

·          სახელმძღვანელოები

·          ტრენინგ მოდული

·          დამხმარე საშუალებები და რესურსები

·          ადამიანური რესურსების მოძიება და გამოყენება



მასწავლებლის კატეგორიზაცია და რანჟირება განისაზღვრება დაგროვილი კრედიტების ოდენობით.  მასწავლებელს შესაძლებლობა აქვს, რომ 4 წლის განმავლობაში მოახერხოს კარიერული და პროფესიული წინსვლა.
                                                                
სერტიფიცირებული
საბაზო ხელფასი+
სერტიფიცირების დანამატი


პირველი კატეგორია
საბაზო ხელფასი+
სერტიფიცირების დანამატი
+…. %


უმაღლესი კატეგორია
საბაზო ხელფასი+
სერტიფიცირების დანამატი
+…. %

ღონისძიების  მნიშვნელობის დასაბუთება 
  სერტიფიცირებული მასწავლებლები გაეცნენ პროფესიული განვითარების სქემას და გაუჩნდათ მოტივაცია სქემაში ჩართვისა და კარიერული წინსვლის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ რამდენადმე გამარტივდა ის პროცედურები, რომელთა წარმოება ერთგვარ სირთულეს წარმოადგენდა.   ყველა მასწავლებელმა გადაწყვიტა, რომ ჩაერთოს პროფესიული განვითარების სქემაში.

 

ხელმოწერა :                   ნ. მასურაშვილი      თარიღი:                       28 აპრილი, 2013 წელი












     



   
     













<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/_ciKXktJmCQ" frameborder="0" allowfullscreen></iframe>













   


https://www.facebook.com/345582345643427/videos/494634630738197/










1 комментарий:

  1. მე გირჩევ https://www.penpaland.com ენის გაცვლა დაფუძნებული ნახვა
    Android:http://app.appsgeyser.com/Penpaland

    ОтветитьУдалить