სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტები


 სასწავლო პროექტი---  პუბლიცისტის საათი 

https://drive.google.com/drive/folders/0Bwl5PZtMQYUifnpSZTZUTTdzSk1vb2Yxc0RmWjBBaDZzc0JObWp2Z3lMUC05Nm5KVUhQeXc














სასწავლო პროექტი   ----    სიტყვაძუნწი მჭევრმეტყველება 




მასალები იხილეთ ბმულზე ---






















   სასწავლო პროექტი ...  წმინდა დიმიტრის ნაკვალევზე 

https://docs.google.com/document/d/1AEIT0Yqhu7PzGBsa-EH624XJRJVwub6NpesfX49SVAc/pub




ფოტომასალა


მოსწავლეები სახლ-მუზეუმში 





ქვიშხეთი --  დიმიტრი ყიფიანის სახლი 

წმინდანის სალოცავი კუთხე 

ჩვენი კეთილი მასპინძელი -- მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი  გივი გელაშვილი 














პროექტი --- გაცოცხლებული ზღაპრები



სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ნინო მასურაშვილი
რაიონი
ხაშურის
სკოლა
სურამის პირველი საჯარო
ქალაქი
სურამი
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება      
გაცოცხლებული ზღაპრები
თემის შინაარსი 
  მოსწავლეებისათვის მნიშვნელოვანია მეტყველების განვითარება ამიტომ , გადავწყვიტეთ  ისეთი აქტივობა ჩაგვეტარებინა, მოეხერხებინათ ემოციებისა და ფანტაზიის თავისუფალგარემოში წარმოჩენას. მოსწავ;ლეებმა დაწერეს ზღაპრები , შემდეგ კი დაჯგუფდნენ , გაინაწილეს პერსონაჟები და წარმოადგინეს როლური თამაშები. 
საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
დონე/კლასი  
 დაწყებით  საფეხური, მეხუთე  კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
რი კვირა      (  10 ---    22 ნოემბერი  -2014 წელი )
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ქართ. V. 2. მოსწავლეს შეუძლია ჯგუფური და ინდივიდუალური საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება.
                                                      
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ჯგუფთან ერთად ამზადებს ზეპირ გამოსვლას: დამოუკიდებლად დაამუშავებს თემის ერთ-ერთ ნაწილს, მოპოვებულ მასალას და შემუშავებულ თვალსაზრისს გააცნობს და შეუთანხმებს ჯგუფის წევრებს;

ქართ. V. 3. მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გრამატიკული ფორმების  აღქმა და მართებულად გამოყენება შესაბამის სამეტყველო სიტუაციებში.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მართებულად შეარჩევს ბრუნვის ფორმებს კონტექსტური მნიშვნელობების გამოსახატავად;
·         ამოიცნობს და შესაბამის კონტექსტებში მართებულად იყენებს ზმნის დრო-კილოთა სათანადო ფორმებს (მაგ., გააკეთა - აკეთებდა - გაუკეთებია და სხვ.);
·         სწორად იყენებს არაწესიერი წარმოების (ქონა-ყოლისა და გრძნობა-აღქმის) ზმნათა ფორმებს;
·         საუბრის თემის, ადრესატისა და მიზნის მიხედვით ირჩევს შესაბამის სტილს.



მიმართულება: კითხვა

ქართ. V. 6.  მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ხმამაღალი კითხვის საწყისი უნარ-ჩვევები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ხმამაღლა, გამართულად და გამომეტყველებით უკითხავს თანაკლასელებს შერჩეულ ნაწყვეტს ნაცნობი  ტექსტიდან;
·         ცდილობს დაიცვას შესაბამისი ინტონაცია სხვადასხვა მოდალობის წინადადების წარმოთქმის დროს;
·         შინაარსის შესაბამისად ცვლის სხეულის ენას (მიმიკას, ჟესტიკულაციას).


მიმართულება: წერა

ქართ. V. 13. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების დამოუკიდებლად შექმნა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         წერის დაწყებამდე ირჩევს თემას; განსაზღვრავს მიზანს, აუდიტორიას, ირჩევს სასურველ ჟანრს;
·         წერისას აქცენტს აკეთებს მთავარ და არსებით მომენტებზე;
·         თანამიმდევრობით გადმოსცემს ფაქტებსა და მოვლენებს;



პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
მოსწავლეები შეძლებენ :
1,     ჯგუფური მუშაობისას ერთმანეთის შესაძლებლობებისა და ინტერესების განსაზღვრას .
2. განუვითარდებათ მეტყველებისა და აზროვნების კულტურა.
3. შეძლებენ მიზანმიმართულ კითხვას კომენტირებით.
4. ზეპირი მეტყველებისას  გაითვალისწინებენ ჟესტ-მიმიკასა და ინტონაციას.     
5. დამოუკიდებლად დაწერენ შერჩეული ჟანრის შესაბამის თხზულებას , შეძლებენ მთავარი თემისა და იდეის გადმოცემას.      
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა

რა ტიპის ტექსტი უფრო სასიამოვნო და სახალისოა თქვენთვის ?

თემატური კითხვები
როგორ იწყება და სრულდება ზღაპარები ? რატომ ?
რა თავისებურება ახასიათებს ზღაპარს ?

შინაარსობრივი კითხვები
რატომ გსურთ ზღაპრებიდს დაწერა ?

რა უნდა გავითვალისწინოთ წერის პროცესში ?

რომელი ელემენტები და თემები შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ?


შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ











პოლილოგი
 გონებრივი იერიში

ჯგუფებად დაყოფა და ზღაპრების დაწერა
  
როლური თამაში




ხელნაწერი წიგნის
გამოცემა
რეფლექსური ესე
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
აღწერეთ შეფასების ფორმები, რომელსაც კლასში მოსწავლეებთან  მუშაობისას  იყენებთ  საჭიროებების განსაზღვრის, მიზნების დასახვის, პროგრესის მონიტორინგის, უკუკავშირის უზრუნველყოფის, კრიტიკული აზროვნების და პროცესების შეფასების, სასწავლო პროცესის ანალიზისთვის, სასწავლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე. მოცემული შესაძლოა მოიცავდეს გრაფიკულ დამგეგმავებს (ორგანაიზერებს), ინსტრუქციებს წერითი სამუშაოსთვის, პრაქტიკული მუშაობის ჩანაწერებს, ჩამონათვალებს, გამოკითხვებსა და რუბრიკებს. ამასთანავე, აღწერდეს მოსწავლეების მიერ შექმნილი პროდუქტების აღწერას, პრეზენტაციებს, წერილობით დოკუმენტებს, ან ეტაპობრივ შეფასებებს, რომელთაც განახორციელებთ სასწავლო პროცესში. სასწავლო პროცედურების გრაფაში განმარტეთ, ვინ იყენებს შეფასებებს, როგორ გამოყენება შედეგები და სად ხორციელდება.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
კოლაბორაციული,  მოსმენის , აზროვნების,  წაკითხულის გააზრების , ფანტაზიის, როლური თამაშის უნარები
სასწავლო პროცედურები
პოლილოგი
გონებრივი იერიში
ზღაპრების  დაწერა
როლური თამაში

ხელნაწერი წიგნის გამოცემა
რეფლექსური ესე



სასწავლო ციკლის ზუსტი აღწერა - მოსწავლეთა მიერ შესრულებული აქტივობების მასშტაბები და თანმიმდევრობა, მოსწავლეთა ჩართულობის აღწერა სწავლის პროცესის დაგეგმვაში.









დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
აღწერეთ, რა სახის დახმარება და ხელშეწყობა აქვთ მოსწავლეებს, მაგალითად, დამატებითი დრო სწავლისთვის, მოდიფიცირებული სასწავლო ამოცანები, მოდიფიცირებული დავალებები, ჯგუფური მუშაობა, დავალებების კალენდარი, ადაპტირებული ტექნოლოგიები, სპეციალისტების დახმარება. ჩამოთვალეთ კონკრეტული რესურსები, რომლებსაც გამოიყენებთ. ასევე, აღწერეთ შეფასების კომპონენტების მოდიფიკაციები, სადაც მოსწავლემ უნდა წარმოაჩინოს თავისი ცოდნა (მაგალითად, ზეპირი გამოკითხვა, წერილობითი ტესტის ნაცვლად).

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

აღწერეთ დამატებითი დახმარების საშუალებები ენაზე მუშაობისთვის, მაგალითად, სასწავლო კურსი და ინდივიდუალური გაკვეთილები ბილინგვური მოსწავლეებისგან ან თემში მოხალისე მასწავლებლებისგან, ქართული ენის შემსწავლელთათვის. აღწერეთ ადაპტირებული მასალები, მაგალითად, ტექსტები, გრაფიკული გამოსახულებები, ილუსტრირებული ტექსტები, ორენოვანი ლექსიკონები, თარგმანის პროგრამები. ჩამოთვალეთ კონკრეტული რესურსები, რომლებსაც გამოიყენებთ. ასევე, აღწერეთ შეფასების მეთოდების მოდიფიკაციები, სადაც მოსწავლემ უნდა წარმოაჩინოს თავის ცოდნა, მაგალითად, შეფასების ფორმატში - მშობლიური ენის გამოყენება, ნაცვლად ქართულისა, ან ზეპირი გამოკითხვა, წერილობითი ტესტის ნაცვლად.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
აღწერეთ სასწავლო გეგმის გაცნობის სხვადასხვა ფორმა, მათ შორის, დამოუკიდებელი სწავლა; ასევე, მოსწავლეთა ცოდნის წარმოჩენის განსხვავებული მეთოდები, მაგალითად, რთული დავალებები, სიღრმისეული კვლევა, მოკვლევა მსწავლელის მიერ არჩეულ თემაზე, ღია დავალებები და პროექტები. ჩამოთვალეთ კონკრეტული რესურსები, რომელსაც მოდულში გამოიყენებთ.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

// ფოტოკამერა
// კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
// საბეჭდი მანქანა/პრინტერი
// პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
// ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
// ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
// ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
სახელმძღვანელოები, სასწავლო გზამკვლევები, მოთხრობები, ლაბორატორიის სახელმძღვანელოები, ბიბლიოგრაფიული მასალები და ა.შ.
ინვენტარი/მასალები
ძირითადი მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ და რომლებიც კურსის კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. საჭირო არაა ყოველდღიური მასალების შეტანა, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
ინტერნეტრესურსები
ვებმისამართები (URLs), რომლებიც ხელს უწყობს თემის მიზნების მიღწევას.
სხვა რესურსები
საველე ვიზიტები, ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.


































პროექტი --- გამომეტყველებითი კითხვა ხელოვნებაა


/drive.google.com/folderview?id=0Bwl5PZtMQYUiMEp3Q0wtT0N6ZWc&usp=sharing

  •   

                         

 


 

 






პროექტი   ,,წინაპართა ნაკვალევზე "   
  2014 წელი

  

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ნინო მასურაშვილი
რაიონი
ხაშურის
სკოლა
სურამის პირველი საჯარო
ქალაქი
სურამი
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება      
წინაპართა ნაკვალევზე
თემის შინაარსი 
მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად  მოიძიებენ ინფორმაციას ცალკეულ თემებზე.   აქცენტირება მოხდება წინაპართა მიერ დატოვებულ ხუროთმოძღვრების უნიკალურ ნიმუშებზე . -- ყინცვისი, ატენის სიონი,  უფლისციხე. ქმნიან პრეზენტაციას, სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტის შემდეგ წერენ ესეს. გამოხატავენ დამოკიდებულებას ნანახისა და განცდილის შესახებ.   ჯგუფები წარმოადგენენ პლაკატებსა და კედლის გაზეთებს.
საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
დონე/კლასი  
 მეექვსე
განხორციელების დროის ჩარჩო
სამი კვირა  ---- 15 მაისი -- 30 მაისი 2014 
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
მიმართულება: ზეპირმეტყველება

ქართ. VI. 1. მოსწავლეს აქვს ინფორმაციის მი­ღე­ბი­სა და გადა­ცე­მისათვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         საუბრობს ნათლად და გარკვევით და პრეზენტაციისას გააზრებულად იყენებს შესაბამის არავერბალურ საშუალებებს;
·         გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ამა თუ იმ ფაქტისადმი;
·         განარჩევს სი­ტყვის ში­ნა­არ­სობ­რი­ვ მრავალფეროვნებას და სათანადოდ იყენებს მას მეტყველების დროს;



ქართ. VI. 3. მოსწავლეს შეუძლია მართებულად წარმართოს საკუთარი სამეტყველო ქცევა მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად.

წინასწარ შედგენილი მოკლე გეგმის მიხედვით მოამზადებს და წარმოადგენს ზეპირ მოხსენებას სხვადასხვა თემაზე;
კითხვა

ქართ. VI. 7. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების წაკითხვა და გაგება-გაანალიზება

·         .გამოკვეთს მთავარ ინფორმაციას და გადმოსცემს მას საკუთარი სიტყვებით;


მოიძიებს და შეარჩევს ვიზუალურ მასალას ინტერნეტით და ციფრული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით,


ქარ. VI. 12.  მოსწავლეს შეუძლია მედიატექსტების გაანალიზება; აქვს მულტიმედია ტექსტებზე მუშაობის საწყისი უნარ-ჩვევები.

·         მიზნობრივი ტექსტების შესადგენად ინტეგრირებულად იყენებს სხვა დარგებში შეძენილ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს (განსაკუთრებით, რეკლამისა და პლაკატის დასამზადებლად);

მიმართულება: წერა

ქართ. VI. 14. მოსწავლეს შეუძლია პიროვნული და შემოქმედებითი გამოცდილების გამოყენება წერის პროცესში; აქვს მხატვრული წარმოსახვის უნარი.

·         საკუთარი განცდის, შთაბეჭდილების გადმოსაცემად ირჩევს მისთვის სასურველ მხატვრულ ფორმას;

·          

პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
1.       მოსწავლეები გააცნობიერებენ წინაპართა ღვაწლსა და დამსახურებას მათ წინაშე.
2.       უყალიბდებათ აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის წარდგენის უნარი.
3.                თანამშრომლობენ ერთმანეთთან.
4.                წერილობით წარმოადგენენ შთაბეჭდილებას, არჩევენ მხატვრულ სტილს.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რა მნიშვნელობა გააჩნია ისტორიულ ძეგლებს ?
რატომ ქმნიდნენ ჩვენი წინაპრები მათ ?
რა ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას გრძნობთ მათ წინაშე ?


თემატური კითხვები
სახელმძღვანელო კითხვები თქვენი თემისთვის.

რომელი ისტორიული ძეგლი იცცით ჩვენს რაიონში ?

რატომ ენიჭება მას ისტორიულობის სტატუსი ?

შინაარსობრივი კითხვები
რა გსმენიათ ყინწვისის ანგელოზის შესახებ ?

კლდეში ნაკვეთი რომელი ციხე იცით ? რა ფუნქცია გააჩნდა მათ ?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










ზოგადი საუბარი

იდეების გენერაცია



ინფომაციის მოძიება

პრეზენტაციის შექმნა




    რეფლექსური ესე

კედლის გაზეთები

შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
აღწერეთ შეფასების ფორმები, რომელსაც კლასში მოსწავლეებთან  მუშაობისას  იყენებთ  საჭიროებების განსაზღვრის, მიზნების დასახვის, პროგრესის მონიტორინგის, უკუკავშირის უზრუნველყოფის, კრიტიკული აზროვნების და პროცესების შეფასების, სასწავლო პროცესის ანალიზისთვის, სასწავლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე. მოცემული შესაძლოა მოიცავდეს გრაფიკულ დამგეგმავებს (ორგანაიზერებს), ინსტრუქციებს წერითი სამუშაოსთვის, პრაქტიკული მუშაობის ჩანაწერებს, ჩამონათვალებს, გამოკითხვებსა და რუბრიკებს. ამასთანავე, აღწერდეს მოსწავლეების მიერ შექმნილი პროდუქტების აღწერას, პრეზენტაციებს, წერილობით დოკუმენტებს, ან ეტაპობრივ შეფასებებს, რომელთაც განახორციელებთ სასწავლო პროცესში. სასწავლო პროცედურების გრაფაში განმარტეთ, ვინ იყენებს შეფასებებს, როგორ გამოყენება შედეგები და სად ხორციელდება.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
კონცეპტუალური ცოდნა და ტექნიკური უნარ-ჩვევები, რომლებსაც მოსწავლეები უნდა ფლობდნენ თემის დასაწყისში
სასწავლო პროცედურები
სასწავლო ციკლის ზუსტი აღწერა - მოსწავლეთა მიერ შესრულებული აქტივობების მასშტაბები და თანმიმდევრობა, მოსწავლეთა ჩართულობის აღწერა სწავლის პროცესის დაგეგმვაში.

ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      

















 



პროექტი ---,,სურამისა ციხეო, სურვილითა გნახეო"



                  სასწავლო პროექტის გეგმა

1. პროექტის სახელი
,, სურამისა ციხეო, სურვილითა გნახეო ...“
   პრობლემის განსაზღვრა და მისი აქტუალობის დასაბუთება
      1. ლეგენდისა და რეალობის დაკავშირება - შესწავლა.
      2.სურამის ციხე   არ არის სათანადოდ დაფასებული, ისე, როგორც ასეთ ჩინებულ ისტორიულ ძეგლს შეეფერება, ციხის მიმდებარე ტერიტორია მოუვლელია.  თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სურამი საკურორტო ზონაა, არ არის არანაირი სინფორმაციო საშუალება, რომელიც  ლაპიდარულ ცნობას მიაწოდებს ადამიანს ციხის შესახებ. 
მიზანი
    სრულყოფილი ინფორმაციის მოძიება ლეგენდის ვერსიების შესახებ.  ისტორიული სინამდვილისა და ლეგენდის შედარება. (საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება და გავრცელება დაბაში.)
უნარები --- რომლებიც პროექტზე მუშაობისას უვითარდება მოსწავლეს
საინფორმაციო სივრცეში ორიენტაციისა და დამოუკიდებელი სწავლის ,ანალიტიკური, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების,ტრანსფერისა (ერთ სიტუაციაში მიღებული ცოდნის სხვა სიტუაციაში გამოყენების) და სხვადასხვა დისციპლინური გამოცდილების სინთეზის უნარი.



2.
პროექტის აღწერა 1-2 წინადადებით
      ი. ჭავჭავაძის ,, ბაზალეთის  ტბის“ შესწავლის შემდეგ  გამოიკვეთა  მოსწავლეთა ინტერესი სურამის ციხის ლეგენდის მიმართ. მიზნად დაისახეს, განეხორციელებინათ პროექტი, რომლის ფარგლებში სრულყოფილ მასალას მოიძიებდნენ აღნიშნული საკითხის შესახებ.

3.
პროექტის სრული აღწერა
      ამოცანები და განხორციელების გზები  ( აქტივობები )
 1.  ინფორმაციის მოძიება;  ( ისტორიული და ლიტერატურული ვერსიები )
  2    მოძიებული ინფორმაციის განხილვა კლასში;
   3.   სკოლის კედლის გაზეთის გამოშვება;  მოსწავლეთა ნახატების
გამოფენა აღნიშნულ თემაზე.
  4.   ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში--- სურამის ციხის კვალდაკვალ.
  5 . ინტერვიუ ციხის მიმდებარე ქუჩის მოსახლეობასთან (  პრობლემის გამოკვლევა )
  6.  ბუკლეტის დამზადება;
   7. ციხის ტერიტორიის დასუფთავება და  წერილობითი მიმართვა   ხაშურის მუნიციპალიტეტის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელთან.
    8.  პროექტის პრეზენტაცია სკოლაში.
4. მონაწილეთა ასაკი 
       12 – 13 წელი
5. ვადები/ხანგრძლივობა
           2.XI.2012  -- 30.I 2013
უნარები --- რომლებიც პროექტზე მუშაობისას უვითარდება მოსწავლეს
საინფორმაციო სივრცეში ორიენტაციისა და დამოუკიდებელი სწავლის ,ანალიტიკური, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების,ტრანსფერისა (ერთ სიტუაციაში მიღებული ცოდნის სხვა სიტუაციაში გამოყენების) და სხვადასხვა დისციპლინური გამოცდილების სინთეზის უნარი.


საჭირო რესურსები
  ისტორიული და მხატვრული ლიტერატურა ;
  ბიბლიოთეკა ;
  კომპიუტერი ( ინტერნეტი )
  ფორმატის ქაღალდი, მარკერები, სახატავები, ფლომასტერები;
   ფოტოაპარატი;
  ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი;
  ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლები;
   მოსახლეობა;
   ვიდეოკამერა.

    
7.
მოსალოდნელი შედეგები
v  მოსწავლეები  აიმაღლებენ ცოდნის დონეს,  ეცოდინებათ მშობლიური  დაბის ღირშესანიშნაობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში სხვებსაც გაუზიარებენ.
v  გამოუმუშავდებათ თანამშრომლობისა და კოლაბორაციული უნარ-ჩვევები. 
v  შეეჩვევიან საგანთშორისი კავშირების მოძიებასა და მიზნობრივად გამოყენებას.
   

8.
სარგებელი სხვებისთვის    
v  სურამის ციხის პოპულარიზაცია.
v   სამოქალაქო საზოგადოების  ცნობიერების ამაღლება,  მათი დაინტერესება სურამის ციხის არსებული მძიმე მდგომარეობით, ძეგლის დაცვისა და გადარჩენისათვის  მოწოდება.


9.  კავშირი საგნობრივ ჯგუფებთან 
      ისტორია / გეოგრაფია


  10.  კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
·         ქართ. VII. 1.
·          მოიძიებს ან საგანგებოდ ქმნის და სათანადოდ იყენებს შესაფერის ვიზუალურ მასალას (პლაკატს, სქემას ან სხვა თვალსაჩინოებას).
·         VII. 3
·         წარმოადგენს ზეპირი ინფორმაციის სხვადასხვა ვერსიას აუდიტორიის გათვალისწინებით.
·         VII. 7.
·         ამოიცნობს წაკითხულ ტექსტში მთავარ აზრს (იდეას), განასხვავებს ფაქტებს შეფასებებისგან, გამოაქვს დასკვნები და წარმოადგენს რეზიუმეს სახით (ზეპირად ან წერილობით);
·          
11. პროექტის ფასილიტატორი
  სურამის პირველი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი  ნინო მასურაშვილი

12. ფასილიტატორის ელ. ფოსტა
 masurashvili.nino@gmail.com
      
       
15.
პროექტის  ვებ - გვერდი/ბლოგი
ninomasurashvili123blogspot.com
                                                                                                                            


პროექტის შეფასების კრიტერიუმები

კრიტერიუმი
კარგი
საშუალო
სუსტი
შენიშვნა
პრობლემა. რამდენად აქტუალურია და რამდენად ცხადად არის ეს დასაბუთებული
მიზანი. რამდენად კონკრეტული, მიღწევადი, ნათელი და გაზომვადია
ამოცანები. რამდენად შეესაბამება თითოეული ამოცანა პროექტის მიზანს
განხორციელების გზები. რამდენად უზრუნველყოფს მიზნის მიღწევას, რამდენად რაციონალურია და პრაქტიკული, რამდენად რეალურია ვადები და არის თუ არა ფუნქციები გადანაწილებული ჯგუფის წევრებს შორის
შედეგი. რამდენად რეალურია აღნიშნული შედეგის მიღწევა და რამდენად შეესაბამება მიზანს
რესურსები. რამდენად ზუსტად არის განსაზღვრული, რა არის საჭირო პროექტით გათვალისწინებული შაქმიანობებისათვის
დიზაინი. რამდენად ლოგიკურად არის აგებული პროექტი (თანამიმდევრობა), ლაკონური და მარტივი ენა

უნარები, რომლებიც შეიძლება შეფასდეს პროექტის განხორციელების პროცესში:
·         პრობლემის განსაზღვრის (იდენტიფიცირების);
·         ინფორმაციის მოძიების;
·         თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების;
·         საქმიანობის ორგანიზების;
·         შემოქმედებითობის;
·         მოძიებული ინფორმაციის კლასიფიკაციისა და კატეგორიზაციის;
·         შედეგების ანალიზის;
·         პრობლემის გადაჭრის;
·         გადაწყვეტილებების მიღების.






                  ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში,, აღმოვაჩინეთ" სურამის ციხეზე ნაპონი ჭურვები...          



















=  ლადომ და ლუკამ ციხესთან  ბრძოლის იმიტაცია ასე წარმოადგინეს ---







 


































პროექტი 


,კაცი, რომელმაც შეცვალა სურამი "



პროექტის გეგმა





 ( მოსწავლეთა მიერ შექმნილი ვიდეოპროდუქტი )































მოხსენების სათაური                         
 სასწავლო როექტი ---  წამებულიდან    წმინდანობამდე
 შესავალი
             ქართული მხატვრული ლიტერატურის სათავე ჰაგიოგრაფიით იწყება. სასკოლო პროგრამით წარმოდგენილია ორი წამებულის --წმინდა შუშანიკისა და აბო თბილელის მარტვილობა.  მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ   საქართველოს ისტორია წამებულ მოღვაწეთა ცხოვრების ამსახველ  არაერთ  წყაროს  მოიცავს. მხოლოდ სასულიერო და სარწმუნოებრივი ასპექტით არ უნდა გაიაზრებოდეს მათი ცხოვრება.  ბევრი მათგანი მოსწავლეებისათვის უცნობი იყო.   აღმოჩნდა, რომ მათ არაფერი იცოდნენ ჩვენს რაიონში წამებული სპარსი რაჟდენის შესახებაც, რომელიც ისტორიოგრაფიას პირველმოწამის სახელით შემორჩა.
            სწრედ ამ პრობლემამ გადაგვაწყვეტინა, სასწავლო პროექტზე გვემუშავა.
  იმისათვის, რომ პრობლემა სიღრმისეულად გადაგვეჭრა, გადავწყვიტეთ ინტეგრირებული მუშაობა ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლებთან ერთად. 
 სამიზნე ჯგუფი --- X კლასი ( 18 მოსწავლე, 1 -სსსმ )  //   განხორციელების ვადა -----    14 დღე
უნარები --- რომლებიც პროექტზე მუშაობისას უვითარდება მოსწავლეს
 სივრცეში ორიენტაციისა და დამოუკიდებელი  სწავლის ,ანალიტიკური, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების, ტრანსფერისა (ერთ სიტუაციაში მიღებული ცოდნის სხვა სიტუაციაში გამოყენების) და სხვადასხვა დისციპლინური გამოცდილების სინთეზის უნარი.
                 სსსმ მოსწავლე ყველა აქტივობაში მონაწილეობდა, ჯგუფის წევრებისა და   მასწავლებლის დახმარებით  შეასრულა უნარისა და შესაძლებლობის შესაბამისი დავალება.  (  რამდენიმე წინადადება თემასთან დაკავშირებით),  საწერი და
 ფოტომასალის მომზადება )
მიზანი  --- წამებულთა ღვაწლის შესახებ ცნობების მოძიება და მათი მოწამებრივი ცხოვრების მნიშვნელობის გააზრება  ისტორიული და ეროვნული თვალსაზრისით
         ეროვნული სასწავლო გეგმა    /         საგნობრივი სტანდარტი ---  ქართული X.     13. 11. მეთოდები და პროცესის მოკლე აღწერა
აქტიური სწავლების მეთოდი  --- სწავლების პროცესში ძირითადად მოსწავლე აქტიურობს. ლოგიკური აზროვნების მეთოდი, რომლის დროსაც ხდება ფაქტებზე დაყრდნობით კონკრეტული შედეგების მიღწევა. ეს ძირითადად კრიტიკული აზროვნებაა.


ინდუქციური  მეთოდი --- სწავლის პროცესში აზრის მსვლელობა კერძოდან კონკრეტულისაკენ, ფაქტებიდან განზოგადებისაკენ არის მიმართული, ანუ მასალის გადმოცემისას პროცესი მიმდინარეობს კონკრეტულიდან ზოგადისაკენ.
სოკრატული მეთოდი  ---პრობლემური კითხვების დასმა და მათზე ალტერნატიული პასუხების გააზრება. პრობლემის  გადაჭრის გზების ძიება.
 პროექტის სრული აღწერა
 ამოცანები და განხორციელების გზები  ( აქტივობები )
1        .საქართველოს ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე წამებული წმინდანების შესახებ ინფორმაციის მოძიება და  დახარისხება.
მოსწავლეებმა არჩევანი თვითონ გააკეთეს, კლასი სამ ჯგუფად  დაიყო, ჯგუფის ყველა წევრმა მოიძია ინფორმაცია, მოამზადეს  პრეზენტაცია.
2.   აქტიური ლექცია --    ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელთა ექსკურსი  ქართლში სპარსელთა  ბატონობისა და  წრომის გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ. 
შესწავლილი მასალებისა და მასწავლებელთა მიერ შეთავაზებული წყაროს  მიხედვით მოსწავლეები მონაწილეობდნენ ლექციის  თემის განხილვაში.
3.                  სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი ხაშურის რაიონის სოფელ წრომში, სადაც არაბებმა აწამეს რაჟდენ პირველმოწამე.
             მოსწავლეებმა წინასწარ  მოიძიეს ინფორმაცია წრომისა და რაჟდენ პირველმოწამის შესახებ.
4        . სემინარი       ხაშურის რაიონის სოფელ წრომში,  მაცხოვრის ამაღლების ტაძარში.
             ტაძრის დათვალიერებისა და  საინტერესო მასალის გადაღების შემდეგ,   ჩატარდა სემინარი თემაზე --- რაჟდენის ცხოვრება და მოღვაწეობა. მოსწავლეებმა  საინტერესოდ წარმოადგინეს ყველა  ინფორმაცია, რომელიც   ამ წმინდანს უკავშირდებოდა. 
        ისტორიის მასწავლებელმა  ( გონებრივი იერიშის მეთოდით  )  დააზუსტა ამ ფაქტის ისტორიული ასპექტები  და  გამოკვეთეს  ეროვნული მნიშვნელობა.   გეოგრაფიის მასწავლებლმა კი  აქცენტი გააკეთა იმაზე,  რომ წრომი გაშლილ  ზეგანზე მდებარეობს, რამაც ხელსაყრელი გახადა არაბების  ბატონობა ამ რეგიონში.
          ისტორიული ცნობების თანახმად, წმინდა რაჟდენი ნიქოზის საკათედრო ტაძარში გადაუსვენებიათ და იქ დაუკრძალავთ.  დღეს  რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა  მისი საძვალე.    მრავლისმეტყველია ეს ფაქტი...   ეროვნული იდენტობის გადარჩენისა და  მიწა-წყლის დაცვა დღესაც  - XXI  - საუკუნეში , ჩვენი უპირველესი  საფიქრალ-საზრუნავია... 

5         წრომის  ტაძრის  არქიტექტურული   ღირსების ხაზგასმა,  გადაღება და  ალბომის მომზადება.

   ცნობილია, რომ წრომის მაცხოვრის ამაღლების ტაძარი უნიკალური მოზაიკით გამოირჩეოდა, ხოლო არქიტექურული თვალსაზრისით საეტაპო მნიშვნელობისაა. მოსწავლეებმა მოამზადეს მასალები და შექმნეს  ალბომი.
6         სასწავლო ექსკურსიის აქტივობათა ამსახველი მასალების პრეზენტაცია სკოლაში. (მშობლების დასწრება ) .
   მშობელთა ჩართულობამ ამ პროცესში  მნიშვნელოვნად აამაღლა მოსწავლეთა მოტივაცია და ინტერესი. მეორე მხრივ, მშობლებისათვის  არანაკლებ საინტერესო იყო სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტის  შედეგების გაცნობა.
 7 .ინტეგრირებული გაკვეთილი (ქართული,ისტორია ) ---  თემა - სამშობლოსათვის, ქრისტესათვის...
      გაკვეთილის თემა გამომდინარეობდა პროექტის მთავარი მიზნიდან --- წამებულთა ცხოვრების გაცნობა ,  მისი  ეროვნული და ისტორიული მნიშვნელობა.
       გაკვეთილზე წარმოდგინეს  ყველა ის მასალა, რომელიც მოსწავლეებმა მოიძიეს წამებულებზე, ეს იყო შემაჯამებელი ფაზა აღნიშნული თემისა.
  გაკვეთილი დაიწყო დავით აღმაშენებლის მიმართვით მეომრებისადმი დიდგორის ომის წინ -
                 ეჰე, მეომარნო ქრისტიანნო. თუ ქვეყნისა და ღვთის რჯულის დასაცავად ვიბრძოლებთ არათუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა ლაშქარს, არამედ თვით ეშმაკებსაც დავამარცხებთ.მაშ, ვილოცოთ სამშობლოსა და ქრისტესათვის  …   მაშ გაემზადეთ ძმანნო და შვილნო, ქრისტესათვის და სამშობლოსათვის.“
   წმინდა ილია მართლის შეფასება კი უმნიშვნელოვანესი იყო  აღნიშნული საკითხის შესაჯამებლად ,   პუბლიცისტურ წერილში ,,რა გითხრათ, რით გაგახროთ“ ნათქვამია --
ქრისტე-ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი, ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი. და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი. გავწყდით, გავიჟლიტენით, თავი გავიწირეთ, ცოლ-შვილნი გავწირეთ, უსწორო ომები ვასწორეთ, ხორცი მივეცით სულისათვის და ერთმა მუჭა ერმა ქრისტიანობა შევინახეთ, არ გავაქრეთ ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც ჩვენს სამშობლოს, ჩვენს მამულს - სამართლიანის თავმოწონებით ვეძახით.”
                    საქართველოს ისტორია   არის ბრძოლა,, სამი ღვთაებრივი საუნჯის“ გადასარჩენად, ამ ბრძოლაში  წმიდათაწმიდაა წამებულთა ღვაწლი.
                   ამაღელვებელი იყო  მოსწავლე გ. გრიგალაშვილის მშობლის --ეკა მაღრაძის მიერ დაწერილი ლექსი, რომელიც მიუძღვნა ასი ათასი მოწამის ხსოვნას.  მშობლის ჩართულობამ    მოსწავლეთა  ინტერესი და მოტივაცია საგრძნობლად აამაღლა. 

8 .  მასალების განთავსება ბლოგზე.
9 . არგუმენტირებული ესეს დაწერა   ------   რატომ უნდა ვისწავლო ჰაგიოგრაფია ?
 შედეგი :
პროექტზე მუშაობა მნიშვნელოვანი იყო ჩემი მოსწავლეებისათვის . ყველა აქტივობა გამომდინარეობდა მიზნიდან. მოსწავლეთა მშობლების დახმარებით წარმატებით განვახორციელეთ ამოცანები.
        მოსწავლეებმს გამოუმუშავდათ და განუმტკიცდათ დამოუკიდებელი აზროვნებისა და ანალიზის უნარი. ინფორმაციათა მოძიებისა და დახარისხების პერიოდში ეხმარებოდნენ ერთმანეთს, ანგარიშს უწევდნენ ერთმანეთის შეხედულებებს. შეძენილი ცოდნა გამოიყენეს განსხვავებულ სიტუაციაში, მათ ძალიან მოეწონათ არაფორმალურ გარემოში განხორციელებული იქტივობები.
        განხორციელებული ამოცანების შედეგად პროექტის მთავარი მიზანს--  ( წამებულთა ცხოვრების მნიშვნელობის ისტორიულ და ეროვნულ ასპექტში წარმოგდენა)  წარმატებით  მივაღწიეთ.
   დასკვნ:
               პროექტზე მუშაობამ კიდევ ერთხელ მიჩვენა, რომ მასწავლებელმა განსხვავებული აქტივობის დაგეგმვა და განხორციელება  სწავლების პროცესის აუცილებელ პირობად უნდა განიხილოს. ამ გზით მოსწავლის შესაძლებლობებისა და უნარების გამოვლენა უშუალოდ დ და ბუნებრივად ხდება . მათ უხარიათ , ხალისით ემზადებიან, სიამოვნებით ასრულებენ ჩვენს მითითებებსა და დავალებებს, სწავლის პროცესი მრავალი ასპექტითა და ფორმით მსუბუქდება, თანამშრომლობენ და აფასებენ ერთმანეთის ძლიერსა და სუსტ მხარეს. უკუკავშირი ყოველთვის არის სრულყოფილი და პოზიტიური.
                 მიმაჩნია, რომ ასეთი დამოკიდებულება ( ინტერაქტიური სწავლა მრავალმხრივი აქტივობებით )   სასკოლო კულტურის განუყოფელი ნაწილია
   გამოყენებული ლიტერატურა
         მანანა ბოჭორიშვილი -- პროექტი, როგორც სასწავლო მეთოდი
          განვითარებისა და სწავლის  თეორიები    ( ინტერაქტიური სწავლება )













წრომში






















              ასი ათასი მოწამის ხსოვნას

ავტორმა ლექსი მიუძღვნა პროექტს ,,წამებულიდან წმინდანობამდე " ...    და წაგვიკითხა პროექტის პრეზენტაციაზე.
ავტორი:
 ეკა ბუღაძე (მეათე კლ. მოსწავლე გიორგი გრიგალაშვილის მშობელი)

წმასი ათასი ქართველი მოწამეჯალალ ად-დინის ბრძანებითხვარაზმელების მიერ სარწმუნოებისთვის XIII საუკუნეში აღესრულამეტეხის ხიდზე მოწამეებს უფლისა და ღვთისმშობლის ხატების შეურაცხყოფა უბრძანესხვარაზმელებმა მათ თავები მოჰკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.



                            

    ასი ათასი მოწამის, სისხლი ჩაღვარეს მტკვარშია.
 გლოვა დაუდგათ ქართველთა, ცრემლი დაუშრათ თვალშია.
ნაწამებ ხალხთა თავები, იქვე ჩაჰყარეს წყალშია.
შვილებს დედები დააკლეს, და გადუძახეს მტკვარშია.
იმ შავბედით დგეს, ამბობენ მტკვარი წითელი დიოდა.
დიდს და პატარას სუყველას, გული საშინლად სტკიოდა.
ალბათ იკითხავთ , ნეტავ ასე რისთვის დასაჯეს?
 ცუდად მოიქცნენ თუ კარგად ეხლა ეს თვითონ განსაჯეთ.
100 ათასმა მოწამემ, თავი უფლისთვის გასწირეს.
ხატზე ილოცეს , ემთხვივნენ თავი თამამად ასწიეს.
და განაცხადეს შერცხვენილ სიცოცხლეს სიკვდილი სჯობსო.
არ გავჩენილვართ აჩრებად, ვინც თავის წარსულს გმობსო.
ასე მოიქცნენ ქართველნი, ტწმენის და ენის გულისთვის,
 არ დავიშუროთ ჩვენ ლოცვა იმათი წმინდა სულისთვის.
მათ არ დაუშვეს წმინდისა, ხატისა ფეხქვეშ გათელვა.
 დაე ჩვენს მიერ ანთილმა, გზა გაუნათოს სანთელმა.
და ყველამ წრფელი გულითა, ავანთოთ თითო სანთელი.
ვილოცოთ მხურვალე ლოცვით, რომ მათ დაუდგეთ ნათელი!.





   

         პროექტი ,,ქართული ენის თავგადასავალი "

                                           X კლასი  --2014 წელი


 







Nino Masurashvili's Slidely by Slidely Slideshow                                                                                                                                                       

















სემინარი  --- ქართული ენის  ისტორია


 

ძველი და ახალი ქართული სალიტერატურო ენის შედარებითი ანალიზისათვის შექმნილი პროდუქტი




















პროექტი    ,,ხელით დაწერილი საგანძური "

 VIII კლასი






                                                                                                                                                                     


 კინოჩვენება  ,,საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი "
  ( ანალიტიკური  შეფასება ) 

http://slide.ly/view/db4398232adeff850d66b221e9fda8fe



ძველი წიგნებისა და ხელნაწერების გამოფენა


)


მათე მახარებელი წერს ოთხთავს ... ( მინიატურა ძველი ქართული ხელნაწერებიდან )


მინიატურა შესრულა  პროექტის მონაწილე მოსწავლე ლევან ლომსაძემ  ( როგორც აღმოჩნდა, მან ხატწერის უნიკალური უნარი  გამოავლინა )





             სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი
           ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში 
            (  VIII  და  X კლასის მოსწავლეები  )


































                              14 აპრილი               ....       პროექტის                                                                   პრეზენტაცია


























მკითხველის თეატრი ---,, დარისპანის გასაჭირი" 

VIII კლასი -- 2014 წელი 





3 комментария:

  1. ნინო, ძლიერი პედაგოგი ბრძანდები. ვამაყობ შენით.

    ОтветитьУдалить
  2. ნინო მიხარია რომ გაგიცანი,აღფრთოვანებული ვარ თქვენი შემოქმედებით.

    ОтветитьУдалить
  3. შესანიშნავია, წარმატებებს გისურვებთ!

    ОтветитьУдалить