воскресенье, 15 декабря 2013 г.

 



  ტრენინგის   მეშვიდე დღე

                ( რეფლექსია )


           მართლაც რომ მოტივირებული უნდა იყო, ამისთანა თოვლსა და ყინვაში დილის ცხრა საათზე დაიწყო ტვინის ჭყლეტა.
          მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ტრენინგზე მისულებს ყველაფერი გვავიწყდება და აქტიურად ვართ ჩართულები პროექტებზე მუშაობაში.
         დღეს გავეცანით ,,ვიუერის" მეექვსე მოდულს -- დაგეგმვა მოსწავლეთა  წარმატებისათვის. მასში განხილულია საკითხი, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ისტ-ტექნოლოგიები მოსწავლეთა საჭიროების , მათი წარმატებისა და მიზანდასახული მუშაობისათვის.
         გავიხსენეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია, რომელიც მე ძალიან მომწონს და განვიხილეთ მისი ყოველი სფერო.
           პროექტის გეგმებში შევინახეთ ჩვენი მუშაობის ამსახველი მასალები.
           რესურსების განყოფილებაში საინტერესო და საჭირო მასალები მიმოვიხილეთ,
მასწავლემლის მიერ მოსწავლისადმი დახმარება როგორ და რა ასპექტებით შეიძლება იყოს წარმოდგენილი.  ( მაგ: ზიპ-ფაილები,, რომეო და ჯულიეტა", ჩვენი დროის გმირები" და სხვა.)
             საშინაო დავალებად სწორედ ეს გვექნება შესასრულებელი. ჩვენი პროექტიდან გამომდინარე უნდა შევიმუშაოთ მოსწავლეთა მხარდაჭერის დოკუმენტი.
            P.S. რეფლექსიის წერისას კიდევ ერთი სასიამოვნო ამბავი შევიტყე, მასწავლებელთა სახლის კოორდინატორმა დამირეკა და მომილოცვა, რომ ჩემ მიერ განხორციელებულმა პროექტმა ,,წამებულიდან წმინდანობამდე"   გაიმარჯვა და ეროვნულ კონფერენციაზე უნდა წარვადგინო. გამიხარდა, რომ ჩემი და ჩემი მოსწავლეების შრომა დაფასდა.

 



პროექტის VII დღე

რეფლექსია



суббота, 14 декабря 2013 г.

მომავლის კლასი




-

ტრენინგის რეფლექსია 14 დეკემბერი 2013 მნიშვნელოვანი დღეა, როგორც ყოველთვის. დღეს "ვიუერის" კიდევ ერთ მოდულს გავეცანით. პროექტის გეგმაზე გავაგრძელეთ მუშაობა და შევავსეთ ის ნაწილი, რომელიც მოსწავლის შეფასების სქემას ასახავს. შევადგინე მოსწავლის მიერ შედგენილი პრეზენტაციის ნიმუში, რომელიც პროექტის განხორციელების დაწყებამდე იყო დაგეგმილი. შევეცადე, მოსწავლის თვალთახედვით წარმომედგინა საკითხი, მუშაობა იმანაც გამიადვილა, რომ ამ პროექტის თემაზე სწორედ ახლა ვმუშაობ სკოლაშიც. ვიმუშავეთ ბლოგებზე, ვისწავლეთ ვიდეოფაილების ატვირთვა , ბლოგის მოთავსება ბლოგზე. შექმნილი მასალები გადავიტანეთ პროექტის გეგმის საქაღალდეში. დავალებათა შორის ყველაზე საპასუხისმგებლოა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა.

воскресенье, 8 декабря 2013 г.

დღე მეხუთე-- პროექტის გეგმის პრეზენტაცია

               
         





რეფლექსია



          დღეს  გავაგრძელეთ მუშაობა  ,, ვიუერის" მესამე მოდულზე. ინფორმაციის გააზრებისა და გაანალიზების შემდეგ  ვისწავლეთ საავტორო უფლებების დაცვის მექანიზმების გამოყენება,  აუცილებელია, რომ ნებისმიერ ინტერნეტრესურსს დავურთოთ მისამართები.
             პროექტის გეგმის მიხედვით შევქმენით პრეზენტაცია. სლაიდშოუ უნდა მოიცავდეს იმ მასალას, რომლის მიხედვითაც უნდა განვახორციელოთ პროექტი, გავაფორმეთ სლაიდები  სასურველი დიზაინით.
           ვიმუშავეთ ,,გუგლდრაივში", საპრეზენტაციო მასალა გადავიტანეთ და შემდეგ ვისწავლეთ მისი ატვირთვა ბლოგზე.

           კიდევ ერთი საინტერესო და საჭირო მასალას გავეცანით, ჩავინიშნეთ საშინაო დავალება.
           კვირის განმავლობაში ვიზრუნებ, რომ ნასწავლი მასალა პრაქტიკულად განვახორციელო.
                                                                                                  8.XII. 2013 (კვირა )
                                                     

суббота, 7 декабря 2013 г.

                   


  intel -ის ტრენინგი 
   მეოთხე დღე
   ( რეფლექსია)
   



         
       ვაგრძელებთ პროექტებით სწავლების თემაზე მუშაობას. რაც მთავარია, მოტივაციას ვინარჩუნებ, პროცესი უფროდაუფრო საინტერესო ხდება. გვაქვს ინტერნეტი, კარგია, რომ დღეს შეუფერხებლად ვიმუშავებთ.
              დღეს ვისწავლეთ ბლოგზე ჩანართების გაკეთება, ძალიან მომწონდა ასეთი ფორმატი და მიხარია, რომ ჩემი ბლოგიც ასე იქნება ამის შემდეგ. გავაკეთეთ რამდენიმე ჩანართი, ადვილია, თუმცა, რასაც ნათია გასწავლის, ყველაფერი გვიადვილდება, გვიხსნის გასაგებად, ნაბიჯ-ნაბიჯ და თანამიმდევრობით. ახერხებს , წამში მოვიდეს და დაგეხმაროს...
              გავხსენით ჩვენი პორტფოლიო და პროექტის პუბლიკაცია მოვათავსეთ პროექტის გეგმის საქაღალდეში.
             ვიმუშავეთ ელფოსტასა და,, გუგლდოკებში" .
              გავგრძელეთ პროექტის გეგმის შევსება, შევიტანეთ თემასთან დაკავშირებული
სტანდარტები და შედეგები, აგრეთვე შევარჩიეთ მიმართულების მიმცემი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. 21-საუკუნის უნარ-ჩვევებიც დავურთეთ ამ ჩამონათვალს.
                განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები.გავაანალიზეთ დროში გაწერილი შეფასების სქემა-- პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, მუშაობის პროცესში და დასრულების შემდეგ, შევარჩიეთ ჩვენი თემატიკის შესაბამისი შეფასების მეთოდები.

  კვლავ ბლოგები და ბლოგის ფონისა და დიზაინის შეცვლის გახსენება...


               რა თქმა უნდა, პარალელურად ვკითხულობთ და ვაანალიზებთ ელექტრონულ წიგნს ე.წ.,,ვიუერს".
             ჩავინიშნეთ დავალებები,  იმედი მაქვს, სახლში მისვლისთანავე შევასრულებ ყოველივეს, რათა  ერთგვარად შევაჯამო და შევაფასო ჩემი უნარი  დამუშავებულ საკითხებთან მიმართებაში.

воскресенье, 1 декабря 2013 г.

 


        (    intel )  ტრენინგის მესამე დღე


       (  რეფლექსია )
 



              1 დეკემბერი, კვირა  ---დილის 9 საათია, ტრენინგის მესამე დღეც დაიწყო.  როგორც ყოველთვის, კიდევ ერთხელ გავიხსენეთ და შევაფასეთ წინა ტრენინგის თემა.
               დღეს მიმართულების მიმცემი კითხვების შესახებ ვისაუბრეთ.

 ძალიან მომეწონა ელექტრონული წიგნის ეს ნაწილი, თითოეული პუნქტი  ნათელს ჰფენს პროექტისათვის მზადებისა და მასზე მუშაობის პროცესს. გამოვავლინეთ სტანდარტით განსაზღვრული შედეგები.
                  გავეცანით ბლუმის განახლებულ ტაქსონომიას და XXI საუკუნის უნარ-ჩვევების ე.წ. სიტყვებს, რომლებშიც კარგად ჩანს სამიზნე მოქმედებები.

                  მნიშვნელოვანი სიახლე იყო მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების კლასიფიკაცია --- ზოგადი, თემატური, შინაარსობრივი , აგრეთვე მათი ნიმუშები კონკრეტული თემის მიხედვით. შევავსეთ შაბლონი და მოვიფიქრეთ შესაბამისი კითხვები.
            კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენი სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტს.
              ეს დღე ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ყურადსაღები და უაღრესად გამოსადეგია ის რჩევები, რომელსაც აღნიშნული ინფორმაცია გვთავაზობს.
              მოლოდინი, რომელიც ამ ტრენინგისაგან მქონდა , ამართლებს, კმაყოფილი ვარ და მოტივირებული. სწორედ ახლა მქონდა დაწყებული სასწავლო პროექტზე მუშაობა,  ამ სიახლეს აუცილებლად გამოვიყენებ და ჩემს მოსწავლეებს უფრო მეტად დავაინტერესებ.




 









суббота, 30 ноября 2013 г.





         ( intel)  ტრენინგის მეორე დღე                                       ( რეფლექსია)




               
 





























     30 დეკემბერი ------       ცივა, აუდიტორიაც არ თბება ტექნიკური პრობლემის გამო, მაგრამ  ნათია გვათბობს ...  ეს სხვანაირი სითბოა, ადამიანს რომ თავისი საქმე უყვარს და ინტერესით აკეთებს, აი, ისეთი... გამიმართლა,  ლეილაც გვერდით მყავს... დროდადრო მახალისებს...





 ტრენინგი პირველი დღის რეფლექსიით დაიწყო და გავაგრძელეთ მუშაობა.


 intelis  Viewer - ი მართლაც უნიკალური ელექტროწიგნია. პირველი მოდულის მეოთხე აქტივობიდან ავიღეთ სტარტი. სამიზნე თემაა პროექტის პუბლიკაციის  შექმნა.
             
      განვიხილეთ ჩვენ მიერ შერჩეული პროექტის იდეები. დავისახეთ მიზანი და გავუზიარეთ კოლეგებს.
           
        გავეცანით ბროშურისა და  გაზეთის  (პოსტერის ) შაბლონებს. საინტერესო მასალააა და მნიშვნელოვანი.
         
  ,,ვორდის'' ფაილში დამოუკიდებლად და სასურველი დიზაინით შევქმენით პუბლიკაციები .
       
  შევაჯამეთ ტრენინგის თემის საკითხები და  ე.წ. საშინაო დავალებაც ჩავინიშნეთ.
       

 თანდათან ეფინება ნათელი ყველაფერს,  რამდენიმე დღეში გვირაბის ბოლოსაც მივაღწევთ.